fbpx

ანტისმარტფონი ასტრონომიის ინჟინერ ჯასტინ ჰაუპტისგან


გააზიარე სტატია

 

Brookhaven National Laboratory-ის ასტრონომიის ტექნიკურმა ინჟინერმა ჯასტინ ჰაუპტმა ისეთი მოწყობილობა შეიმუშავა, რომელიც თანამედროვე სმარტფონებს ყველა არასატელეფონო ფუნქციას აშორებს. პორტატიულ უსადენო ელექტრონულ ციფრულ ტელეფონს არ გააჩნია სენსორული ეკრანი, მენიუ და სხვა ფუნქციები. ის ჯიბეში თავისუფლად ეტევა და დარეკვის ფუნქციაც აქვს.

”მე ვფიქრობ, რომ ხალხი ძალიან შორს წავიდა და სმარტფონებთან ურთიერთობის სტანდარტებს უსიტყვოდ ემორჩილება”,  – განაცხადა მან. ჯასტინის თქმით, მისი შექმნილი ტელეფონი შეიძლება სახალისო ჩანდეს, მაგრამ მთავარი ეს არ არის.  ყველაფერი –  ანტენიდან დაწყებული, ღილაკებით დამთავრებული, უტილიტარულია და ძალიან განსხვავდება იმ მოწყობილობებისგან, რასაც ვიყენებთ.

“ეს ერთგვარი განცხადებაა სენსორული სამყაროს წინააღმდეგ. იმ სამყაროში, სადაც  ადამიანები იყენებენ მობილურებს, რომლებსაც ვერ აკონტროლებენ, მინდოდა შემექმნა ისეთი რამ, რაც მთლიანად ჩემი, პირადული და აბსოლუტურად ხელშესახები იქნებოდა. ამ ტელეფონს საბაბადაც ვიყენებ, რომ ტექსტების წერა არ მომიწიოს”.

 

ორიგინალი: https://themindcircle.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.