fbpx

ეკომეგობრული ავეჯი: ეს წიგნების თარო მფლობელის სიკვდილის შემდეგ კუბოდ ტრანსფორმირდება


გააზიარე სტატია



ავტორი: Jonas Grinevičius, Justinas Keturka


ხშირად დგება მომენტი, როდესაც ვფიქრობთ იმ სამყაროზე, რომლის დატოვებაც ოდესღაც მოგვიწევს. როგორი იქნება სამყარო, როდესაც ცოცხალი აღარ იქნები, უკეთესი თუ უარესი?  ეს არის ერთ-ერთი კითხვა, რომელიც ადამიანებს უბიძგებს დაფიქრდნენ, თუ როგორი გავლენა აქვთ გარემოზე. 

დიზაინერმა უილიამ უორენმა შექმნა წიგნების თარო, რომელშიც “სიცოცხლეს გააგრძელებთ” – წიგნის თარო კუბოდ ტრანსფორმირდება. 

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, “თაროები სიცოცხლისთვის” არის ავეჯი, რომელიც თქვენი ბოლო მოგზაურობის დროს თან “გამოგყვებათ”.

”წლების შემდეგ ავეჯი შენი ნაწილი გახდება, – წერს უორენი. – გარდაცვალების შემდეგ თაროები შეიძლება დაიშალოს და კუბოდ იქცეს. ქვედა თაროზე მოთავსებულია თითბრის ფირფიტა, რომელზედაც, ამობრუნების შემდეგ, თაროს ტრანსფორმაციის ინსტრუქციით,  დაბადებისა და გარდაცვალების თარიღის დაწერაა შესაძლებელი”.

უილიამ უორენმა წიგნების თაროები დააპროექტა, რომელიც კუბოდ ტრანსფორმირდება

უორენის თქმით, ადამიანები მისი დიზაინით გაოცდნენ. ”ამ ყველაფერში ხიბლს მხოლოდ ზოგიერთი ხედავს. ხალხი ძალიან გაახარა დიზაინის უფასოდ ჩამოტვირთვის შესაძლებლობამ”.

დიზაინერმა აღიარა, რომ იყვნენ კრიტიკოსები, რომლებსაც არ მოსწონდათ მისი ნამუშევარი: “დიზაინი იაპონურ კომპანიას შევთავაზე, მაგრამ მათ ნამდვილად არ მოსწონთ სიკვდილზე ფიქრი”.

უორენმა აღნიშნა, რომ ამჟამად სხვადასხვა პროექტზე მუშაობს. დიზაინერმა დააპროექტა ინტერიერი და ავეჯი ედინბურგის  ბავშვთა ახალი საავადმყოფოსათვის და ლონდონის Kew Gardens-ის ჭიშკარი. ”ასევე ვასწავლი დიზაინს რამდენიმე უნივერსიტეტში და ვმუშაობ მუსიკალურ და ვიდეოპროექტებზე.”
დიზაინერმა აღნიშნა, რომ “ჩვენ ყველა მოვკვდებით” და ამის უგულებელყოფა ან დავიწყება არ შეიძლება. ”თუ წინასწარ ამ ყველაფერზე არ იფიქრებთ, ბრინჯაოსფერი, პლასტმასისსახელურებიან მუყაოს ყუთში დაიკრძალებით, რომელიც ხისას ჰგავს. თქვენი დამწუხრებული ოჯახი ამ ნაგავში 40 ევროს ნაცვლად 400 ევროს გადაიხდის, რადგან მეკუბოვეს არავინ ედავება. უკეთესია გქონდეთ ისეთი რამ, რაც თავადვე შექმენით, და ის, რაც თქვენთან ერთად  ცხოვრობდა, ამის დასტურად კი ლაქები და ნაწიბურები აქვს”.

ეკომეგობრული თაროები პირველად 2005 წელს ლონდონის დიზაინის ფესტივალზე, ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში გამოჩნდა და ამ დრომდე პოპულარულია.

უორენი ლონდონის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის უფროსი ლექტორია, ასევე ლექციებს სამ სხვადასხვა უნივერსიტეტსა და კოლეჯში ატარებს. მისი დიზაინის ფილოსოფია ემოციური გამოცდილების შექმნას ემსახურება და გვაფიქრებს ჩვენს საკუთრებაზე,  მისი პროექტები კი ხშირად კონცეპტუალური ირონიით ხასიათდება.

თუ მას თქვენს ზომებს გაუგზავნით, უორენი თქვენს პერსონალურ დიზაინს უფასოდ გამოგიგზავნით. დიზაინერის თანახმად, ეს წიგნების თაროები “თქვენს ყველა ცოდნასა და ღირებულ რესურსებს ინახავს”.

”ეს იქნება თქვენი ცხოვრების ხილული ნაწილი, მას ყავის ლაქები და დამწვრობის კვალიც დააჩნდება. ასე რომ, მას ექნება უფრო მეტი ღირებულება, როდესაც თაროებად გამოიყენებთ და ეს ბევრს ნიშნავს.

უორენმა Financial Times-ს განუცხადა, რომ კუბოები ავეჯის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული საგანია, რომელსაც ყველაზე ცუდი ხარისხი აქვს. ”მოხარული ვარ, რომ ადამიანები ჩემი დიზაინით ისარგებლებენ”, – თქვა მან.

ორიგინალი: https://www.boredpanda.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.