fbpx

ჯულია შტოშჩეკის ონლაინ კოლექციაში ქართველი არტისტის ნამუშევრებიც მოხვდა


გააზიარე სტატია

ჯულია შტოშჩეკი გერმანელი არტ-კოლექციონერია, რომელმაც აშშ-სა და ევროპაში  ნიჭიერი ხელოვანების გამორჩეულად საინტერესო ნამუშევრების შეძენა 2003 წელს დაიწყო. 

მისი კოლექცია ახლა უკვე 850-ზე მეტი ნამუშევრისგან შედგება, რომლის დათვალიერებაც დიუსელდორფში, მისივე შექმნილ სივრცეშია   შესაძლებელი. 

თუმცა, მას შემდეგ, რაც ევროპაში ახალი კორონავირუსი გავრცელდა, კოლექციონერმა  ნამუშევრების ინტერნეტგამოფენა გამართა. . 

ჯულიას ონლაინ კოლექციაში გერმანიაში მომუშავე ქართველი არტისტის, ანდრო ვეკუას 2010 წლის ექსპოზიცია, „Never Sleep with a Strawberry in Your Mouth“ (“არასოდეს დაიძინო მარწყვით პირში”) მოხვდა. 

იქვე შეგიძლიათ იხილოთ ამავე ექსპოზიციისთვის შექმნილი მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომლის მთავარი “ექსპონატი” ცვილის ფიგურაა. 

43 წლის ქართველმა ხელოვანმა ბავშვობა აფხაზეთში გაატარა. დღეს კი ის გერმანიაში  ცხოვრობს და მოღვაწეობს. მისი  ნამუშევრები მსოფლიოს  ცნობილ მუზეუმებშია გამოფენილი.  

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.