fbpx

თიბისის Live-სესიები გრძელდება: ბესიკ ხარანაული – აქ.ახლა


გააზიარე სტატია

თიბისის Live-სესიები – აქ.ახლა გრძელდება. 29 მაისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს მწერლისა და პოეტის – ბესიკ ხარანაულის სესიას ვირტუალურად დაესწროს თიბისის Facebook გვერდის დახმარებით. ლაივ-ჩართვა დიალოგის ფორმატში ჩატარდება, რომლის მოდერატორი მწერალი – ტორესა მოსი იქნება.

აქ.ახლა

აქ.ახლა – თიბისი

Gepostet von TBC – თიბისი am Freitag, 22. Mai 2020

 

ბესიკ ხარანაული სხვადასხვა თემასთან ერთად, საკუთარ შემოქმედებაზეც ისაუბრებს და მათ შორის, სულ ახლახანს, სოციალური დისტანცირებისა და შიდაიზოლაციის დროს შექმნილ ლექსზე – „აქ.ახლა“; ასევე აქ და ახლას, როგორც დროისა და სივრცის მოცემულობაზე.

ინტერნეტსივრცეში ცოტა ხნის წინ გამოჩენილი, ამ ლექსის ინსპირაციით შექმნილი ვიდეორგოლი, თიბისის ახალი კამპანიის – აქ.ახლა ნაწილია.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.