ირანის ისტორიული მეჩეთების თვალისმომჭრელი ინტერიერი – ფატიმე ჰოსეინი
ავტორი: Sara Barnes
ხელოვანი ფატიმე ჰოსეინი მეჩეთების ინტერიერის მომაჯადოებელ სილამაზეს ფოტოებზე ასახავს. ისპაჰანის პროვინციაში არსებული ირანული არქიტექტურის ნიმუშები, იქაური მეჩეთების თავბრუდამხვევი მოტივები და ორნამენტები ფოტოგრაფმა სურათებზე აღბეჭდა. ფატიმე ჰოსეინის თითოეული კომპოზიცია სავსეა ფერადი ორნამენტებით, თაღებითა და გუმბათებით. მისი სურათების ხილვისას, თქვენ სხვა სამყაროში აღმოჩნდებით.
ფოტოგრაფის შთაგონების წყაროს ირანული არქიტექტურა წარმოადგენს. “ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ირანული არქიტექტურის მშვენიერება მთელ მსოფლიოს ვაჩვენო. ეს კი ძალიან რთული ამოცანაა, რამდენადაც საუკეთესო პირობების არსებობის შემთხვევაშიც კი შეუძლებელია მთელი ეს სილამაზე ჩარჩოში მოაქციო”, – აღნიშნა მან My Modern Met-თან საუბრისას.
ჰოსეინი ფოტოებს Canon 5D Mark III-ით იღებს. შენობის ფოტოგრაფია ჩვეულებრივ ინტერიერის ან ექსტერიერის ფართო კუთხის მქონე ობიექტივით გადაღებით იწყება. ”ვცდილობ შენობების დეტალები ცალ-ცალკე გადავიღო, მაგალითად, ეს იქნება ჭერის თუ საკურთხევლის ნაწილი”.
რამდენიმე მცდელობის შემდეგ მას უკვე შეუძლია განსაზღვროს, რამდენად სწორად გადაიღო კადრები. ”ვუყურებ სურათს და თუ მასზე ნაგებობის სილამაზე სანახევროდ მაინც არის ასახული, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩემი საქმე გავაკეთე”.
ორიგინალი:https://mymodernmet.com/