fbpx

თბილისი და ბათუმი ევროპის ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო ქალაქების სიაში შეიტანეს – European Best Destinations


გააზიარე სტატია

ევროპის ბევრი ქვეყანა საზღვრებს ხსნის და სასტუმროებიც ნელ-ნელა იხსნება. თუ კვირების განმავლობაში კარანტინში იმყოფებოდით და ახლა ევროპაში მოგზაურობა გსურთ, მაგრამ არ იცით სად, გთავაზობთ Covid-19-ით ყველაზე ნაკლებად დაზარალებული ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებშიც ჰიგიენის დაცვასთან დაკავშირებით ძალიან სპეციფიკური შეზღუდვები დაწესდა.

 

თბილისი, საქართველო

საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, რომლებიც კორონავირუსით ყველაზე ნაკლებად დაზარალდნენ. ქვეყანამ რეაგირება ძალიან სწრაფად მოახდინა სხვადასხვა შეზღუდვების დაწესებით, რამაც ეპიდემიის დაბალ დონეზე შენარჩუნება გამოიწვია. საქართველოში Covid-19-ის 260-ჯერ ნაკლები შემთხვევაა დაფიქსირებული, ვიდრე ევროპის ყველაზე დაზარალებულ ქვეყნებში.

საზღვრების გახსნა: 2020 წლის 1 ივლისი, კარანტინი არ არის სავალდებულო.

 

კორფუ, საბერძნეთი

საბერძნეთის ეს ულამაზესი კუნძული შესანიშნავი ადგილია სტრესული პერიოდის შემდეგ ძალების აღსადგენად. ქვეყანაში Covid-19-ის 50-ჯერ ნაკლები შემთხვევაა დაფიქსირებული, ვიდრე ევროპის ყველაზე დაზარალებულ ქვეყნებში. აღსანიშნავია, რომ საბერძნეთის ჯანდაცვის სისტემა ამ კრიზისის დროს გადატვირთული არ ყოფილა. უფრო მეტიც, ქვეყანას ერთ სულ მოსახლეზე უფრო მეტი საავადმყოფოს საწოლი აქვს, ვიდრე ევროპის ბევრ ქვეყანას.

საზღვრების გახსნა: 2020 წლის 1 ივლისი, კარანტინი არ არის სავალდებულო

 

კავტათი, ხორვატია

ხორვატიაში Covid-19-ის 20-ჯერ ნაკლები შემთხვევაა დაფიქსირებული მილიონ მოსახლეზე, ვიდრე ევროპის ყველაზე დაზარალებულ ქვეყნებში. რაც შეეხება კავტატს,  ეს ადგილი გასტრონომიით, ბუნებით, წყლის სპორტითა და კულტურითაა ცნობილი.

საზღვრების გახსნა: 2020 წლის 1 ივლისი, კარანტინი არ არის სავალდებულო.

 

აზორი, პორტუგალია

აზორის კუნძულები მშვენიერი ადგილია იმ შემთხვევაში, თუ ბუნებასთან კავშირი  გსურთ და მოგწონთ ლაშქრობა, ფლორა და ფაუნა, დელფინებისა და ვეშაპების ყურება, ადგილობრივი პროდუქტების დაგემოვნება და რეალური გამოცდილებების მიღება.

საზღვრების გახსნა: 2020 წლის 1 ივლისი, კარანტინი არ არის სავალდებულო.

 

პრევეზა, საბერძნეთი

გსურთ დააგემოვნოთ ხმელთაშუა ზღვის მსუბუქი და გემრიელი სამზარეულო, დარჩეთ ვილაში, ტურისტულ აპარტამენტში ან საოჯახო სასტუმროში? პრევეზა თქვენთვისაა. გარდა ამისა, ეს მშვენიერი ადგილია ოჯახური მოგზაურობისთვის.

საზღვრების გახსნა: 2020 წლის 1 ივლისი, კარანტინი არ არის სავალდებულო.

 

ალენტეჯო, პორტუგალია

პორტუგალიაში Covid-19-ის 40-ჯერ ნაკლები შემთხვევაა დაფიქსირებული, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში. ზოგიერთი რეგიონი, მაგალითად, ალენტეჯო, “Covid-19-ისგან თავისუფალია”, აქ მხოლოდ  გარდაცვალების ერთი ფაქტია დაფიქსირებული.

საზღვრების გახსნა: 2020 წლის 1 ივლისი, კარანტინი არ არის სავალდებულო.

 

ბათუმი, საქართველო

ბათუმი ცხოვრებისეულ მოგონებებს დაგიტოვებთ, რადგან აქ შეუძლებელია მოიწყინო. ეს ის ქალაქია, რომელიც აერთიანებს ზღვას, ბუნებას, მდგრად ტურიზმს, გასტრონომიას, კულტურასა და უნიკალურ ღირსშესანიშნაობებს.

საზღვრების გახსნა: 2020 წლის 1 ივლისი, კარანტინი არ არის სავალდებულო.

 

ზაგრები, ხორვატია

ზაგრები მოგზაურთა საყვარელი ადგილია ხორვატიაში. უკვე წლებია, რაც ის აუცილებლად სანახავ ადგილებში შედის, ამასთანავე საწყისი წერტილია მანქანით მოგზაურობის მსურველთათვის და რომანტიკულობითაც გამოირჩევა. 

საზღვრების გახსნა: 2020 წლის 1 ივლისი, კარანტინი არ არის სავალდებულო.

 

ალგარვი, პორტუგალია

ალგარვი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი  ადგილია და მას განსაკუთრებით ოჯახები აფასებენ. აქ შეხვდებით   როგორც კერძო ვილებს, ასევე აპარტამენტებსა და პატარა ჰოტელებს.

საზღვრების გახსნა: 2020 წლის 1 ივლისი, კარანტინი არ არის სავალდებულო.

სიბიუ, რუმინეთი

რუმინეთში Covid-19-ის 15-ჯერ ნაკლები შემთხვევაა დაფიქსირებული, ვიდრე ევროპის ყველაზე დაზარალებულ ქვეყნებში, რაც შეეხება სიბიუს, აქ გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ეს ის ადგილია, რომელიც ყველა ტიპის მოგზაურისთვისაა განკუთვნილი და ცხოვრების მაღალი ხარისხით გამოირჩევა.

საზღვრების გახსნა: 2020 წლის 1 ივლისი, კარანტინი არ არის სავალდებულო.

 

კოტორი, მონტენეგრო

მიუხედავად იმისა, რომ მონტენეგროში კორონავირუსის ძალიან ცოტა შემთხვევაა დაფიქსირებული, კოტორი ე.წ. მწვანე ზონად ითვლება, რადგან აქ ინფიცირებულები არ არიან.

საზღვრების გახსნა: 2020 წლის 1 ივლისი, კარანტინი არ არის სავალდებულო.

 

რიჯეკა, ხორვატია

ხორვატიაში Covid-19-ის 20-ჯერ ნაკლები შემთხვევაა დაფიქსირებული, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში, რიჯეკა კი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია იმ შემთხვევაში, თუ სანაპიროზე დასვენება გსურთ. 

საზღვრების გახსნა: 2020 წლის 1 ივლისი, კარანტინი არ არის სავალდებულო.

 

ვარშავა, პოლონეთი

ვარშავა ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული ქალაქია ევროპაში. მისი ისტორია იმით გამოირჩევა, რომ აქაური ხალხი ყოველთვის უმკლავდებოდა ყველანაირ სიტუაციას. კორონავირუსის პანდემიის პირობებში პოლონეთის მესიჯი ძალიან ნათელია: “ვარშავა ორ მსოფლიო ომს გადაურჩა. ამასაც გადავიტანთ და მალე შევხვდებით”. ამ ქალაქში დიდ პატივს სცემენ ტრადიციებს, მაგრამ თანამედროვეობასაც არ კარგავენ. 

საზღვრების გახსნა: 2020 წლის 1 ივლისი, კარანტინი არ არის სავალდებულო.

 

ვენა, ავსტრია

ავსტრიაში Covid-19-ის 10-ჯერ ნაკლები შემთხვევაა დაფიქსირებული, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში. ვენას ის ადამიანები სტუმრობენ, ვისაც ისტორია უყვართ, ასევე  ოჯახები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ეძებენ უსაფრთხო და მშვიდობიან ადგილს. კრიმინალის მაჩვენებელი აქ  3-ჯერ დაბალია, ვიდრე ევროპის ნებისმიერ სხვა დედაქალაქში.

საზღვრების გახსნა: 2020 წლის 1 ივლისი. აუცილებელია ჯანმრთელობის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომელზეც წერია, რომ მოგზაური არ არის ინფიცირებული.

 

ბოჰინჯი, სლოვაკეთი

ბოჰინჯი ბუნების მოყვარულებისთვის იდეალური ადგილია,  გარდა ამისა, შეგიძლიათ გარე სპორტული აქტივობებით დაკავდეთ, მიირთვათ ადგილობრივი სამზარეულო და ა.შ.

საზღვრების გახსნა: 2020 წლის 1 ივლისი, კარანტინი არ არის სავალდებულო.

 

მალტა

მალტაში Covid-19-ის 55-ჯერ ნაკლები შემთხვევაა დაფიქსირებული, ვიდრე ევროპის ყველაზე დაზარალებულ ქვეყნებში. იცოდით, რომ მალტას უფრო მეტი საავადმყოფო საწოლი აქვს თითო მოსახლეზე, ვიდრე ფინეთს, ირლანდიას ან გაერთიანებულ სამეფოს? იმის გამო, რომ მალტაში ეპიდემია ძალიან შეზღუდული იყო, საავადმყოფოები არასდროს ყოფილა გადატვირთული.

საზღვრების გახსნა: თუ სასტუმროები 1 ივნისს გაიხსნება, ტურისტული სეზონი 1 ივლისს დაიწყება.

 

გდანსკი, პოლონეთი

პოლონეთი ერთ-ერთი ყველაზე მოდური ევროპული ქვეყანაა და გდანსკი მისი ტურისტული მარგალიტია. აქ უკვე მიიღეს სანიტარიული ზომები, რათა რესტორნებმა, სასტუმროებმა და მაღაზიებმა ტურისტები უსაფრთხოდ მიიღონ.

 

ვილნიუსი, ლიეტუვა

ვილნიუსი საუკეთესო ადგილია როგორც ოჯახისთვის, ასევე მარტოხელა მოგზაურებისა და შეყვარებულებისთვის. ის ორჯერ უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ევროპის სხვა დედაქალაქები.

საზღვრების გახსნა: 2020 წლის 1 ივლისი, კარანტინი არ არის სავალდებულო.

 

რიგა, ლატვია

ლატვია პანდემიით ნაკლებად დაზარალდა, რადგან აქ სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით 50-ჯერ ნაკლები შემთხვევაა დაფიქსირებული. ქალაქი რიგა კი განსაკუთრებული ხედებით გამოირჩევა.

საზღვრების გახსნა: 2020 წლის 1 ივლისი, კარანტინი არ არის სავალდებულო.

 

ველური ტაიგა, ფინეთი

ფინეთში სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით 15-ჯერ ნაკლები შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინში გატარებული კვირების შემდეგ, ბუნება ნამდვილად ისაა, რაც გჭირდებათ, ველური ტაიგა კი იდეალური ადგილია მდგრადი ტურიზმისთვის.

საზღვრების გახსნა: 2020 წლის 1 ივლისი, კარანტინი არ არის სავალდებულო.

 

სრული ვერსია: https://www.europeanbestdestinations.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.