fbpx

ქვეყნები, რომლებიც მალე ტურისტებისთვის საზღვრებს გახსნიან


გააზიარე სტატია

 

კარგი ამბავი: ქვეყნების საზღვრები ნელ-ნელა იხსნება და მოგზაურობაც მალე  შესაძლებელი გახდება. გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებიც საზღვრების გახსნას უახლოესი თვეებში გეგმავენ. 

 

დიდი ბრიტანეთი

8 ივნისიდან მოგზაურებს დიდი ბრიტანეთიც მიიღებს. სავალდებულოა 14-დღიანი კარანტინი. 4 ივლისიდან იგეგმება ბანაკების, სასტუმროების, დასასვენებელი პარკებისა  და ტურისტული ატრაქციონების გახსნა. 

 

იტალია

მიუხედავად იმისა, რომ იტალიას ოფიციალურად საზღვრები არ  დაუკეტავს, ტურისტების შესვლა ქვეყანაში მაინც აკრძალული იყო. ქვეყანას საერთაშორისო მოგზაურები 3 ივნისიდან ესტუმრებიან, თვითიზოლაცია კი აუცილებელი არ არის. დაიშვება რეგიონებს შორის მოგზაურობა. ამასთან, ადგილობრივ და სახელმწიფო მთავრობას   რაიონებში მოგზაურობის შეზღუდვის უფლება აქვთ. გაიხსნა რესტორნები, ბარები და კაფეები (სოციალური დისტანციის ზომების დაცვით), ხელახლა გაიხსნა პლაჟებიც.

საფრანგეთი

საფრანგეთში საზღვრების გახსნა 15 ივნისს არის დაგეგმილი, აუცილებელი იქნება თვითიზოლაცია. 

 

გერმანია

COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვები გერმანიაში იხსნება. 30 მაისიდან ყველა ფედერალურმა შტატმა სასტუმროებს ჯავშნების მიღების ნება დართო. კაფეები, რესტორნები და მაღაზიები ღიაა. გერმანიის საზღვრები ამჟამად დახურულია და 15 ივნისის შემდეგ იგეგმება ამ შეზღუდვაზე გადახედვა.

 

ირლანდია

ირლანდია საზღვრების გახსნას 10 აგვისტომდე არ აპირებს. 29 ივნისს დაგეგმილია კაფეებისა და რესტორნების გახსნა, ხოლო 20 ივლისს კი გალერეებისა და სასტუმროების.

 

საბერძნეთი

საბერძნეთი საერთაშორისო მოგზაურებს 15 ივნისიდან მიიღებს. მთავარი სასტუმროები 1 ივნისიდან გაიხსნება დიდ ქალაქებსა და რეგიონებში, ხოლო სეზონური სასტუმროები კი 15 ივნისს. 25 მაისიდან შესაბამისი წესების დაცვით გაიხსნა რესტორნები, კაფეები და ბარები, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 500 პლაჟი კი 16 მაისიდანაა ღია.

 

ესპანეთი

ესპანეთი საერთაშორისო ტურისტებს ქვეყანაში 1 ივლისიდან მიიღებს, ამასთან, ესპანეთი-პორტუგალიის საზღვარი დახურული დარჩება.

 

პორტუგალია

საერთაშორისო ტურისტებისთვის პორტუგალიაში საზღვარი უკვე ღიაა, აეროპორტებში ტარდება სამედიცინო შემოწმება, მაგრამ კარანტინი არ არის სავალდებულო.

 

ისლანდია

15 ივნისს ისლანდია ტურისტებისთვის ღია იქნება, აეროპორტში ჩასვლამდე მათ  სავალდებულო COVID-19 ტესტირება ჩაუტარდებათ, ან აუცილებელი იქნება ორკვირიანი თვითიზოლაცია.

 

კვიპროსი

კვიპროსი აეროპორტების გახსნას 9 ივნისს გეგმავს, მაგრამ მოგზაურებმა უნდა წარმოადგინონ ჯანმრთელობის სერტიფიკატი იმის დასამტკიცებლად, რომ მათ არ აქვთ კორონავირუსი. ეს მოთხოვნა 20 ივნისს გაუქმდება. 

 

იბიცა

იბიცა ტურისტებს 1 ივლისიდან მიიღებს. ყველა ჩამომსვლელმა კოვიდ-ტესტზე უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინოს.

 

საქართველო

საქართველოში შიდა ტურიზმი 15 ივნისს განახლდება, საერთაშორისო საზღვრები კი 1 ივლისს იხსნება.

 

კანადა

კანადა არ გახსნის საზღვრებს მინიმუმ 23 ივნისამდე და ამასთან, შეერთებულ შტატებთან სახმელეთო საზღვარი დახურული დარჩება კიდევ 30 დღის განმავლობაში.

 

ჰავაი

30 ივნისიდან სახელმწიფო მეოთხე ფაზაზე გადადის.

 

ფლორიდა-კისი

კუნძულთა ქსელი ვიზიტორებისთვის 1 ივნისს გაიხსნება. 

 

მექსიკა

მექსიკის ზოგიერთი რეგიონი 1 ივნისიდან გაიხსნება. შეერთებულ შტატებთან სახმელეთო საზღვარი დახურული დარჩება მინიმუმ 22 ივნისამდე.

 

არუბა

არუბის მთავრობა კუნძულს 15 ივნისი -1 ივლისს შორის გახსნის.

 

ბაჰამის კუნძულები

მიუხედავად იმისა, რომ თარიღი არ არის საბოლოო, მთავრობამ წარადგინა გეგმა, რომ 1 ივლისს გაიხსნას საზღვრები.

 

იამაიკა

იამაიკის საზღვრები დახურული დარჩება მინიმუმ 1 ივნისამდე, იამაიკის ტურისტული საბჭოს უახლესი ბიულეტენის თანახმად.

 

პუერტო რიკო

პუერტო რიკო ახლა უკვე ღიაა საერთაშორისო ტურისტებისთვის, მაგრამ სავალდებულოა 14-დღიანი თვითიზოლაცია.

 

წმინდა ლუსია

კუნძული თავის საზღვრებს 4 ივნისს გახსნის, აუცილებელია, რომ ჩასვლამდე მინიმუმ 48 საათის განმავლობაში ჩატარებული გქონდეთ ტესტირება.

 

აშშ ვირჯინიის კუნძულები

მთავრობა მუშაობს გეგმაზე, რომ საზღვრები 1 ივნისს გაიხსნას.

 

ანტიგუა და ბარბუდა

ანტიგუა და ბარბუდა საერთაშორისო მოგზაურებს 4 ივნისიდან მიიღებს.

 

პერუ

პერუში საზღვრები 30 ივნისამდეა ჩაკეტილი.

 

დუბაი

ტურიზმის გენერალური დირექტორის თქმით, დუბაის საზღვრების გახსნა ივლისში სურს.

სამხრეთ აფრიკა

აფრიკის ახალი ამბების თანახმად, სამხრეთ აფრიკის მთავრობა არ გეგმავს შიდა ტურიზმის ამოქმედებას   2020 წლის დეკემბრამდე, ხოლო საზღვრებს საერთაშორისო ტურისტებისთვის 2021 წლის თებერვლამდე არ გახსნის.

 

სეიშელის კუნძულები

სეიშელის კუნძულები ტურისტებს 1 ივნისიდან მიიღებს.

 

ბალი

ინდონეზიის ტურიზმის მინისტრმა აღნიშნა, რომ ბალი მოგზაურებისთვის გარკვეული დროით, ივნისი-სექტემბრის პერიოდში იხსნება.

 

ტაილანდი

ტაილანდის საერთაშორისო ავიარეისების  აკრძალვა 30 ივნისამდე გრძელდება, თუმცა ქვეყანა მოლაპარაკებებს აწარმოებს მიმდებარე ქვეყნებს – ჩინეთსა და სამხრეთ კორეას – შორის. შიდა რეისები 15 მაისს განახლდა, თუმცა დღემდე უცნობია როდის გახსნიან დანარჩენი მსოფლიოსთვის საზღვრებს.

 

ვიეტნამი

ვიეტნამი ლიდერი გახდა ტურიზმის კორონავირუსთან ბრძოლის საკითხში. აღდგა შიდა ფრენები,  ვიეტნამის ავიახაზები კი მთავრობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რომ ივნისში რამდენიმე საერთაშორისო ფრენა განახლდეს. რესტორნები და საცალო მაღაზიები ისევ ღიაა, 80 ქვეყნიდან საერთაშორისო მოგზაურებს კი 1 ივლისიდან ელიან.

 

მალდივები

მალდივები საერთაშორისო საზღვრებს 1 ივლისს ხსნის, ყველა ჩამომსვლელს კი სავალდებულო COVID-19-ის ტესტირება ჩაუტარდება.

ორიგინალი: https://www.escape.com.au/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.