ირანელი ხელოვანის თვალისმომჭრელი სარკის ინსტალაციები
ავტორი: Margherita Cole
ირანელმა ხელოვანმა შირინ აბედინირადმა ბუნებასთან ურთიერთობის შესასწავლად სარკეები იტალიის, ავსტრალიისა და ირანის სხვადასხვა ადგილებში განათავსა. მისმა შემოქმედებითმა გამოფენებმა მთელი მსოფლიო სხვადასხვა ფორმით მოიცვა, მაგალითად, ქვიშაში ჩაფლული ღია კარით ან ამრეკლავი საფეხურებით, რომლებიც უდაბნოში მიიკვლევენ გზას.
”ჩემთვის სარკეები “სამოთხის შესაქმნელად” არსებითი ნაწილია. სარკეების შუქი სპარსულ კულტურაში მნიშვნელოვან მისტიკურ კონცეფციას წარმოადგენს. აბედინირადის ინსტალაცია “სამოთხე დედამიწაზე” სარკეების სიმეტრიული გეომეტრიული კომპოზიციაა, რომელიც ტრესოვოში კიბეებზეა განთავსებული. კომპოზიციის ჭკვიანური განლაგება გვთავაზობს რამდენიმე განსხვავებულ სურათს. ზოგი ჩვენს გამოსახულებას გარდაქმნის, ზოგი კი ცისა და მზის გადიდებულ “სურათს” წარმოადგენს ნაცრისფერი ბეტონის ფონზე.
გარდა სტატიკური სარკის ინსტალაციებისა, აბედინირადი თავის მოძრავ სკულპტურაში – “ბაბილონის კოშკი” ინტერაქტიულ ხელოვნებას იკვლევს. ამ ბრწყინვალე ინსტალაციას გარემოს ცვალებადობის მიხედვით სხვადასხვა მოძრაობის შესრულება შეუძლია. სარკისებრი კოშკის ქალაქში განთავსებისას “კოშკი” აუდიტორიაზე რეაგირებს, ხოლო ბუნებაში ყოფნისას იგი ამინდის შესაბამისად მოქმედებს. ”ეს ინტერაქტიული ინსტალაცია სამყაროს გარდაქმნილ გამოსახულებას ჯერ ნაწილებად შლის და შემდეგ ახალ კომპოზიციად გარდაქმნის,” – ამბობს აბედინირადი.
გადადით ქვემოთ უფრო მეტის სანახავად და მიჰყევით აბედინირადის ინსტაგრამის გვერდს, რათა თვალ-ყური ადევნოთ ხელოვანის უახლეს ნამუშევრებს.
ორიგინალი: https://mymodernmet.com/