დიზაინერმა საყვარელი ფილმები ძველებური სტილის წიგნებად გადააქცია
ავტორი: Hidrėlėy
ფილმები ხშირად ყველაზე გაყიდვადი წიგნების ადაპტაციაა, რაც დაუსრულებელ დისკუსიას იწვევს იმის შესახებ, თუ “რომელი ჯობს”. ჩრდილოეთ კაროლინაში მოღვაწე დიზაინერმა მეთიუ სტივენსმა უჩვეულო სცენარი წარმოიდგინა, რომლის მიხედვითაც მან ცნობილ ფილმებს ძველი წიგნების სახე მისცა – პროექტს Good Movies As Old Books ეწოდება. ეს სერია ერთგვარი რეკომენდაციაცაა კინემატოგრაფებისთვის, რომლებიც ფილმებს ეძებენ, თუმცა სია სტივენის პირადი მოსაზრების საფუძველზეა შექმნილი.
“წლის დასაწყისში დავიწყე ეს პირადი პროექტი. ფილმები მიყვარს და ისეთ რაღაცას ვეძებდი, რაც ილუსტრაციის ახალი სტილის აღმოჩენაში დამეხმარებოდა. პროცესი ძალიან მომეწონა და გადავწყვიტე გამეგრძელებინა.”
“ტიპური ხელოვანი ბავშვი ვიყავი. ყველაფერზე ვხატავდი. “აჰა” მომენტი მაშინ მქონდა, როდესაც სიტყვა “ლოგო” გავიგე და გავიაზრე, რას ნიშნავდა ის. უბრალოდ, რაღაცნაირად გამიჩნდა აზრი და ჩემი ინტერესი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ კრეატიულობით შეგიძლია იცხოვრო. Ჩემი სპეციალობა ბრენდ დიზაინია. 8 წლის წინ დავიწყე, ყოველდღიურ ცხოვრებაში კი ვცდილობ უფრო მეტი ილუსტრაცია ჩავრთო”.
“ჩვეულებრივ, პირველად კონცეფცია იბადება. სულ ერთ ფილმზე ვფიქრობდი და გონებაში ვატრიალებდი. შთაგონება უცნაურ დროს მოდის, ფიქრებს მოძრაობის უფლებას ვაძლევ და იდეაც მოულოდნელად იბადება. ზოგჯერ ისეთ ვინტაჟურ სტილს ვპოულობ, რომელიც მომწონს და შემდეგ სიაში ისეთ ფილმს ვეძებ, რომელსაც მას მოვარგებ. პროცესში მოქნილი ვარ, რადგან ხშირად მიღებული შედეგი წარმოდგენებისგან განსხვავდება.“
რაც შეეხება კრეატიულ პროცესს, მეთიუს თქმით, ის ყოველთვის მსუბუქი სკეტჩით იწყებს. “როგორც კი “ბიძგს” ვიგრძნობ, ხატვას Procreate-ში ან Photoshop-ში ვიწყებ, ან ილუსტრატორში ვქმნი ვექტორებს. ეს იმაზეა დამოკიდებული, რომელი ინსტრუმენტი მომცემს საუკეთესო ეფექტს ან სტილის დაჭერის შესაძლებლობას. საბოლოოდ, ნამუშევარს ილუსტრატორში ვაკეთებ და წიგნის ძველებურ ტექსტურებსა ფოტოშოპში ვადებ.”
“ხალხის გამოხმაურება შესანიშნავია. ისინი ენთუზიაზმით გამოირჩევიან. მეორე ყველაზე გავრცელებული რეაქცია, რასაც ვიღებ, არის: “ჰეი, იცი, რომ ეს ფილმი უკვე წიგნი იყო?”…ჰაჰა… ვიცი!
კრეატიულმა დრაივმა და დადებითმა შეფასებებმა მეთიუს შთაგონება მისცა, რომ პროექტი Kickstarter-ზე განათავსოს, რადგან მისი 100 ნამუშევრის მაღალხარისხიანი პრინტების სერიის შექმნა სურს. მისი თქმით, ბევრი ადამიანი ითხოვს ამ პროექტის წიგნად გამოცემას და სწორედ აქედან დაებადა ეს იდეაც.
სტივენსი ირწმუნება, რომ წიგნი მაღალი დონის იქნება და მას შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამომცემლობა გამოსცემს. ამასთან, ის რამდენიმე ნამუშევარს ასაიდუმლოებს, რომელთა ნახვაც ექსკლუზიურად იმ შემთხვევაში შეგეძლებათ, თუ წიგნს იყიდით.
როგორც სხვა ხელოვანი ადამიანებისთვის, მეთიუსთვისაც კარანტინი ერთგვარი მოტივაცია იყო საკუთარი კრეატიულობის აღმოსაჩენად, ამისთვის კი ბევრი თავისუფალი დროც გამოუჩნდა. Ამასთან, დადებითი შეფასებები და პროცესისგან სიამოვნების მიღება უფრო მეტ ენერგიას აძლევდა. ”პანდემიის დროს კარგი გამოსავალი დაძლევის მექანიზმია. კრეატიულობის გამოყენება კარგი გზაა, რომ სხვა რაღაცებზე ფიქრისგან გონება გაათავისუფლო”.
ნამუშევრები მაღალი სიზუსტითა და პროფესიონალიზმითაა შესრულებული. მიუხედავად იმისა, რომ ფილმები, რომლებიც დიზაინერმა აირჩია, განსხვავებული ჟანრის, სტილისა და დროისაა, იგი ახერხებს საკუთარი შეტყობინებების გადმოცემას უნივერსალურ, მაგრამ პერსონალურ სტილში. გასაკვირი არ არის, რომ ის მართავს დიზაინისა და ილუსტრაციის სტუდიას, The Design Office-ს, რომელიც მიმართულია ბრენდებისა და სხვადასხვა გამოცემებისთვის ბრენდის იდენტობის შექმნაზე. მან წარმატებით იმუშავა რამდენიმე უმსხვილეს კომპანიასთან, როგორებიცაა – Facebook, Google, Netflix, Nike, New York Times, Wired და ა.შ.
მის მიერ შექმნილი ფავორიტი ნამუშევარი ფილმია Whiplash. როგორც ის აღნიშნავს, იდეა სწრაფად და მარტივად მოვიდა.
“ფილმები პირადული საკითხია. ჩემთვის ძალიან რთულია იმის თქმა, რომ კონკრეტული ფილმი უვარგისია, რადგან ეს სხვის ემოციაზე კამათია. თითქმის ყველა ფილმი მიყვარს ნოლანის შემოქმედებიდან. ისეთი ფილმების შექმნა, რომელიც ღრმაა და თან კარგადაა შესრულებული, ამასთან, ფართო აუდიტორიისთვისაცაა ხელმისაწვდომი, ძალიან რთულია. რაც შეეხება კონკრეტულ ფილმებს, ესაა: Uncut Gems, Parasite და Shirkers.
ორიგინალი: https://www.boredpanda.com/