fbpx

იაპონელი ილუსტრატორის დანახული სხვადასხვა ხასიათის სახლები New Yorker-ის სტილში


გააზიარე სტატია


ავტორი: Jeff Hamada


ტოკიოში მცხოვრებმა ილუსტრატორმა ლუის მენდომ პანდემიისას თავშესაქცევი გამონახა – მას  დაებადა იდეა იმის შესახებ, რომ საერთო გამოცდილება შესაძლოა ყველა ჩვენგანს აერთიანებდეს. მისი თქმით, ”ჩვენი სულები ერთდროულად ერთსა და იმავე ქალაქში ცხოვრობენ: ეს არის ქალაქი, რომელსაც სახლს ეძახიან”.

მენდომ წამოიწყო პირადი იზოლაციის პროექტი, შექმნა წარმოსახვითი ჟურნალი “Homestayer”.  თითოეული ჟურნალის გარეკანი ასახავს,  თუ როგორ შეიძლება სახლი სხვადასხვა ქალაქად წარმოიდგინო.

მენდოს ილუსტრაციები სტილით ცნობილ ამერიკულ გამოცემა The New Yorker-ს ბაძავს, რომლის  ყდები ყოველთვის იპყრობს ყურადღებას  გამორჩეული  დიზაინით. 

გადახედეთ ლუის მენდოს “ჟურნალის” გარეკანებს და მიჰყევით მას ინსტაგრამზე. სურვილის შემთხვევაში, მენდოს ნამუშევრების ამობეჭდვა აქედან შეგიძლიათ. 



ორიგინალი: https://www.booooooom.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.