fbpx

ინტერნეტს ქართული ასოებით შექმნილი მონსტრების ანბანი შეუყვარდა


გააზიარე სტატია

ცოტა ხნის წინ ინტერნეტსივრცეში ქართული ასოებით შექმნილი მონსტრების ანბანი გამოჩნდა, რომელიც სოციალური ქსელების მომხმარებლებმა დიდი სიხარულით აიტაცეს. 

მალევე გაირკვა, რომ ჩვენი სახელების ორიგინალურად გამოსახვის შესაძლებლობას ქართველ გრაფიკულ დიზაინერს, ქეთი ნიქაბაძეს უნდა ვუმადლოდეთ. 

ანბანის თითოეული ასო სხვადასხვა ფერში შექმნილ, ბევრთვალიან მონსტრს ასახავს, რომლებიც შიშის ნაცვლად, ჩვენში პოზიტიურ განწყობას უფრო აღვივებენ. მშობლიური დამწერლობის მიმართ კი კიდევ უფრო მეტად განგვაწყობენ პოზიტიურად

„ანბანის შექმნა  ჩემი მონსტრებისა და ანბანის სიყვარულის გამო გადავწყვიტე და ასევე მინდოდა, ასე ვთქვათ, რამე საბავშვო გამეკეთებინა ჩემი გოჭებისთვის. +18 მხატვრობიდან გადავინაცვლე  საბავშვო ილუსტრაციებში. თავიდან გასართობად დავიწყე გაკეთება და იმდენად მომეწონა პროცესი და ტიპაჟებიც, რომ გადავწყვიტე დამემთავრებინა. ახლა სასვენ ნიშნებზე და ციფრებზე ვმუშაობ. სამუშაოს პარალელურად ძალიან კარგი განტვირთვის საშუალებაა.

არ მინდა ბავშვებს მონსტრების ეშინოდეთ, იმიტომ რომ ყველა მონსტრი ბოროტი არ არის, ისევე როგორც ადამიანები“,  –  ამბობს ქეთი AT.ge-სთან საუბრისას. 

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქართული ასოები თემატური ანბანის შექმნის ინსპირაცია გახდა.

 

>

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.