fbpx

“ბორჯომის” გამორჩეული პროექტები ციფრულ მედია სივრცეში პანდემიის პერიოდში


გააზიარე სტატია

პანდემიის პირობებში ძალიან ბევრმა კომპანიამ და ბრენდმა მთლიანად შეცვალა არსებული სტრატეგია და ახალ რეალობაზე გადაეწყო.

„ბორჯომმა“, რომელიც ქართული გასტრონომიული კულტურის განუყოფელი ნაწილია, იზოლაციის პერიოდში გადაწყვიტა ბრენდის აქტივობებში მაქსიმალურად ჩაერთო მომხმარებელი და  საზოგადოებას არაერთი საინტერესო პროექტი შესთავაზა, რომელთა შესახებაც უფრო ვრცლად „ბორჯომის“ უფროსი ბრენდ მენეჯერი – ირინა კეიდია გვესაუბრა.

როგორ გადაეწყეთ ახალ რეალობაზე?

ეს რეალობა მოულოდნელი და ახალი იყო ყველა ჩვენგანისთვის, თუმცა, ყველამ მალევე შევძელით ადაპტირება. ასევე, ძალიან სწრაფად და ეფექტურად, მოხდა ჩვენ მიერ დაგეგმილი პროექტების რელევანტური თემებით ჩანაცვლება. პირველ რიგში შევცვალეთ საკომუნიკაციო სტრატეგია, გავაჩერეთ სატელევიზიო აქტივობა და აქცენტი მთლიანად ციფრულ და სოციალურ მედიაზე გავაკეთეთ, პროექტები კი მაქსიმალურად რელევანტურ თემებზე გადავაწყვეთ.

„ბორჯომი“ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო მინერალური წყალია, სწორედ ამიტომ,  ეს  კომუნიკაციაც გავააქტიურეთ, აქცენტი გავაკეთეთ ჯანმრთელობაზე და საზოგადოებას შევახსენეთ საჭირო ინფორმაცია „ბორჯომის“ სასარგებლო თვისებების შესახებ.

შეიცვალა რამე ბრენდისა და მომხმარებლის ურთიერთობაში?

„ბორჯომის“ მიმართ ინტერესი არასდროს ნელდება. ეს არის ბრენდი, რომელიც, ყველა ჩვენგანში იწვევს სიამაყის გრძნობას, ეს არის ქართული მინერალური წყალი 130 წლიანი ისტორიით და ეს არის ქართული კომპანია, რომელიც დროსთან მიმართებაში მუდამ თანამედროვე რჩება.

შეგიძლიათ გამოყოთ “ბორჯომის” მიმდინარე და უკვე განხორციელებული პროექტები სოციალურ ქსელში?

არაერთი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ იზოლაციის პერიოდში, #დარჩისახლში ფარგლებში შევეცადეთ საზოგადოებისთვის სახლში ყოფნა საინტერესო და ამავდროულად სასარგებლო გაგვეხადა. სწორედ ამიტომ, ჩვენს მომხმარებელს მუდმივად ვაცნობდით სხვადასხვა პროფესიის  საინტერესო და განსხვავებულ ადამიანებს, განსხვავებულებს საკუთარი  ბიოგრაფიით და გამოცდილებით, რომლებიც მათ სასარგებლო რჩევებს აძლევდნენ.

 

 

 

#დარჩისახლში ირაკლი კვირიკაძე და ელენე მახარაშვილი

ბორჯომი განაგრძობს თქვენთვის საინტერესო ადამიანებთან ერთად რჩევების გაზიარებას 💫ამჯერად მსახიობი ირაკლი კვირიკაძე და მოდელი ელენე მახარაშვილი მოგვიყვებიან, მათი საყვარელი სერიალებისა და ფილმების შესახებ ☺️შენთვის რომელი ფილმი ან სერიალი გახდა აღმოჩენა სახლში ყოფნისას? 🎬BORJOMI x AT.ge#ბორჯომი #დარჩისახლში #stayhome #borjomi

Gepostet von Borjomi • ბორჯომი am Dienstag, 21. April 2020

 

ასევე მოგეხსენებათ, „ბორჯომი“ ქართული სუფრის განუყოფელი ნაწილია და სწორედ ამიტომ, კულინარია “ბორჯომის” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, “ბორჯომის” გასტრო გიდის ვებ-გვერდი კი, ერთ-ერთ გამორჩეული გასტრონომიული ვებ-გვერდია https://gastroguide.borjomi.com/.

#გასტროგიდისახლში ფარგლებში სოციალურ ქსელში ჩვენს მომხმარებლებს, როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული შეფების ყოველ კვირეულ ლაივებს ვთავაზობთ. რაც ვფიქრობ, რომ  საუკეთესო შესაძლებლობაა ნებისმიერი მოყვარული თუ გამოცდილი კულინარისთვის. ჩვენს მომხმარებლებს ამ პერიოდში არაერთი გამოწვევა შევთავაზეთ და  აქვე მინდა აღვნიშნო, მათი აქტივობა და  დიდი ინტერესი კულინარიის მიმართ.

 

View this post on Instagram

 

Ატრია დამბალხაჭოთი, ანუ გნიასი და ნავარდობა სამზარეულოში ლუკა ნაჭყებიასთან ერთად. დამბალხაჭოს სოუსი – დამბალხაჭო, გაფრცქვნილი – 90გ (გახეხილი წვრილად) მდნარი ყველი – 70-80გ რძე – 80მლ კარაქი – 80-90გ ოხახუშის ზეთი- ოხრახუში -25 გ სიმინდის ზეთი – 70მლ ლიმონის წვენი – 10მლ მარილი – 1გ ნიორი – 2გ ცომი პურსაცხობი ხარისხის ფქვილი (პირველი ხარისხი) – 550გ კვერცხის ცილა – 100გ (3 დიდი კვერცხი) წყალი (ოთახის ტემპერატურის) – 110მლ ან 120მლ ბორჯომი მოთუშული ოხრახუში ოხრახუში – 20გ ლაიმის ცედრა – 1გ ლიმონის ცედრა – 1გ

A post shared by Georgian Gastro Guide (@geogastroguide) on

 

„ბორჯომის“  დეტოქს მიმართულებაზეც  რომ გვიამბოთ…

კარანტინის შემდეგ ყველას გვჭირდება ორგანიზმის გაცოცხლება და ორგანიზმზე კიდევ უფრო მეტად ზრუნვა. „ბორჯომი“ არის წყალი უნიკალური შემადგენლობით, რომელიც აძლიერებს იმუნიტეტს და სასარგებლოა ორგანიზმისთვის.  კომპანია IDS ბორჯომმა და დიეტოლოგიის კლინიკამ Samoylenko-მ (ეს არის უკრაინაში წამყვანი ნუტრიციონისტების კლინიკა) სპეციალურად შეიმუშავა ეფექტური გემრიელი DETOX smoothie რეცეპტები მათთვის, ვისაც სურს იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე და გაიძლიეროს იმუნური სისტემა. სწორედ დეტოქს თერაპია დაგვეხმარება ჩვენი ორგანიზმის გაძლიერებაში. ასე რომ, ზაფხულის პერიდოში ამ რუბრიკის ფარგლებში, ჩვენი მომხმარებელი  ბევრ საინტერესო და ჯანსაღ რჩევას მიიღებს.

ბორჯომი დეტოქს მენიუ – ლიკა კვარაცხელია

ბორჯომი ახალი რუბრიკის ფარგლებში გიზიარებთ სასარგებლო სმუზების მენიუს, რომელიც ორგანიზმის ბუნებრივი დეტოქსისთვის საუკეთესო საშუალებაა, ის აჯანსაღებს თქვენს ორგანიზმს და აძლიერებს იმუნიტეტს, რაც ყველასთვის ასე აუცილებელია. დღეს, ლიკა კვარაცხელია მოგვიყვება, როგორია მისი ყოველდღიური ვიტამინებით და მინერალებით გაჯერებულო ჯანსაღი საუზმე და გაგვაცნობს დეტოქს სმუზის მომზადების წესს, რომელიც ასევე იდეალურია ამაღლებული განწყობის შესაქმნელად. 👇🏼დაგჭირდებათ:💦„ბორჯომი“ – 400-450 მლ; 🍊გაფრცქვნილი გრეიფრუტი – 150 გრ;🍏ვაშლი – 100 გრ; 🍓მარწყვი – 180 გრ; 🍯თაფლი – 1-1,5 ჩ/კ🧊ყინულის კუბი – 6-8 ც; 🌱პიტნა – 1-2 ფოთოლი; სპილენძის მაღალი შემცველობის გამო, ეს სმუზი ადამიანის განწყობაზე პოზიტიურ გავლენას ახდენს. სასმელი ასრულებს ბუნებრივი დეტოქსის ფუნქციას, რადგან შეიცავს C ვიტამინს, კალიუმს, მაგნიუმს, ვიტამინებს – B2, A, E და ბოჭკოებს.Borjomi X AT.ge#ბორჯომიდეტოქსმენიუ #Borjomidetox

Gepostet von Borjomi • ბორჯომი am Sonntag, 7. Juni 2020


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.