fbpx

ყვავილების მოყვარულები – F Lovers  


გააზიარე სტატია

F’ lovers სამი გოგოს კომპანიაა, რომლებმაც საქმიანობა ყვავილებს დაუკავშირეს. სიტყვა  „კომპანია“ თითქოს არც კი უხდება იმ ლამაზ ამბავს, რასაც პროფესიით ექიმი სალომე აბესაძე, ესპანური ენის სპეციალისტი ეკა გელოვანი და გერმანისტი ნესი წიკლაური უკვე 21 წელია სიყვარულით ქმნიან.

 

ყვავილების მოყვარულები – F Lovers

გაიცანით ყვავილების მოყვარულები – F Lovers 🌺🌸👉 https://at.ge/2020/06/07/f-lovers/Flowers F-Lovers სამი გოგოს კომპანიაა, რომლებმაც საქმიანობა ყვავილებს დაუკავშირეს. იმ დროს, როცა იწყებდნენ, ყვავილების მაღაზიების არჩევანი არ იყო და ამიტომ პირველი თაიგულები თავ-თავიანთ ქორწილებში საკუთარ თავს გაუკეთეს. მას შემდეგ კი ძალიან ბევრი გაუხარებიათ და მოუხიბლავთ🌷

Gepostet von AT.ge am Sonntag, 7. Juni 2020

 

იმ დროს, როცა იწყებდნენ, ყვავილების  მაღაზიების არჩევანი არ იყო და ამიტომ პირველი თაიგულები  თავ-თავიანთ ქორწილებში  საკუთარ თავს  გაუკეთეს. მას შემდეგ კი ძალიან ბევრი გაუხარებიათ და მოუხიბლავთ

ყოველდღიური თუ სადღესასწაულო თაიგულებით, მნიშვნელოვანი ღონისძიებების გაფორმებით თუ ინტერიერის დეკორატიული მორთვით.

F lovers-ის ხელწერა ყოველთვის გამორჩეულია. თუ გინდათ ნახოთ, როგორ შეიძლება იყოს ღონისძიება თან სადა, თანაც ზომიერად პომპეზური და ამავდროულად, ძალიან დასამახსოვრებელი, ეკას, ნესის და სალომეს მიაკითხეთ. მათ ეს საუკეთესოდ გამოსდით.

 

F-LOVERS რეკომენდაციები:
რჩევა#1-პატარძლის თაიგული არ არის აუცილებელი იყოს თეთრი🌻🌼🌸

რჩევა#2-არ არის აუცილებელი საქორწილო დეკორი შესრულებული იყოს ძვირფასი ყვავილებით , მთავარია იყოს ეფექტური🍀☘️🌿.

რჩევა#3 -მამაკაცებს:თაიგული ქალბატონებს ყოველთვის უხარიათ , განსაკუთრებით – უმიზეზოდ😂😂😂.

რჩევა#4-თუ გინდათ, რომ ყვავილმა დიდხანს გაძლოს , ყოველდღე მოაჭერით ძირები და გამოუცვალეთ წყალი.

რჩევა#5 – არ არის რეკომენდირებული ყვავილი იდოს ახლოს ხილთან და ბოსტნეულთან🍑🍅🥦🥬.

რჩევა#6 -ნუ მოექცევით ჩარჩოებში თაიგულის აწყობისას, არ არის აუცილებელი ყვავილები ტანსაცმელივით შეუხამოთ ერთმანეთს.

რჩევა#7-ნუ დაგავიწყდებათ, რომ ყველა ყვავილი ინდივიდუალურია და განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.

რჩევა#8- თაიგულის შექმნისას იყავით თამამები. ფლორისტიკა ხელოვნებაა!


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.