იაპონური სტუდიის მიერ შექმნილი 30 შთამბეჭდავი მინიატიურული ოთახი
ავტორი: Andželika Jasevičiūtė
თუ მინიატიურული სამყარო გხიბლავთ, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს. იაპონიაში მდებარე Mozu Studios განსაცვიფრებელ და უკიდურესად დეტალიზებულ მინიატიურულ ოთახებს ქმნის. სტუდიის მიერ შექმნილი ყველა ოთახი ხელნაკეთი და ცხოვრებისეულია. ისეთი ნივთები, როგორებიცაა კომპიუტერები, სკამები და წიგნები, იმდენად მცირე ზომისა არიან, რომ თავისუფლად მოთავსდებიან თქვენს ხელის გულზე.
Mozu Studios-ს პრეზიდენტს, 21 წლის კიიოტაკა მიზუკოშის, სერიოზული ვნება ამოძრავებს მინიატიურული ხელოვნების მიმართ. მხატვარი 11 წლიდან საქმითაა გატაცებული და წლების განმავლობაში თავის უნარების სრულყოფას ცდილობს. ”11 წლის ასაკში გუნდამის პლასტიკური მოდელების აწყობით ვიყავი დაკავებული. ამის შემდეგ მივხვდი, რომ რაღაც ორიგინალურის გაკეთება მინდოდა და მინიატიურული ნამუშევრების შექმნა დავიწყე”, – აღნიშნა მან Bored Panda-სთან საუბარში.
მიზუკოშის თქმით, სამუშაოს საუკეთესო ნაწილი ახალი იდეების მოფიქრება და ხალხის გაღიმებაა. ”ადამიანებს ჩემი ნამუშევრების ყურებისას ეღიმებათ და უფრო ბედნიერები ხდებიან”, – თქვა იაპონელმა ხელოვანმა.
Mozu Studios რამდენიმე წლის წინ დაარსდა და მას შემდეგ ბევრ ცნობილ ბრენდთან იმუშავა. “სტუდია 2019 წლის აპრილში გაიხსნა. ჩვენ ვაკეთებთ სარეკლამო რგოლებსა და განცხადებებს, რომლებშიც მინიატიურულ ნამუშევრებსა და “შეჩერებული კადრის” ანიმაციებს ვიყენებთ. ვითანამშრომლეთ Starbucks-სთან, სმარტფონის შემქმნელებთან და მარკეტერებთან, ასევე ვქმნით ორიგინალურ ნამუშევრებსაც”, – თქვა მიზუკოშიმ.
ორიგინალი: https://www.boredpanda.com/