fbpx

დანიის დიზაინის ცენტრის კონკურსის გამარჯვებული პარკინგისა და სათამაშო მოედნის ჰიბრიდი გახდა


გააზიარე სტატია



ავტორი: Katherine Guimapang

დანიის დიზაინის ცენტრი  (DDC) და დანიის დიზაინის სავაჭრო ორგანიზაცია   ყოველწლიურად  ატარებენ კონკურსს,  რომლის მიზანია ქვეყნის შიგნით “საუკეთესო დიზაინის” დათვალიერება და გამოვლენა. წელს გამარჯვებულები შეარჩიეს  15 კატეგორიაში მათი  დიზაინის დასანერგად  “ინდუსტრიაში , საზოგადოებასა  და ყოველდღიურ ცხოვრებაში”.


საცხოვრებელი ქალაქების კატეგორიაში დიზაინის ჯილდო მიენიჭა კოპენჰაგენში დაფუძნებულ არქიტექტურულ კომპანიას, JAJA Architects-ს და მათ პროექტს – Parking House + Konditaget Lüders. პროექტი წარმოადგენს პარკინგ-ნაგებობისა და სათამაშო მოედნის ერთგვარ ჰიბრიდს.

კომპანიამ არქიტექტურასა და ქალაქგეგმარებაში არსებული გამოცდილება გამოიყენა, რათა ნორდჰავნის სამეზობლოში არსებული საპარკინგო ზონის სახურავი ახალ სპორტულ და სათამაშო ობიექტად ექცია. გუნდის განცხადებით, “პარკირების ზონის დამალვის ნაცვლად, ჩვენ შემოგთავაზეთ კონცეფცია, რომელიც მთლიან  ფასადს ალამაზებს”. 

ჟიურის კომენტარები: “ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გაცოცხლებული ავტოსადგომი ვიხილეთ. სახურავი შენობაში ძალიან გონივრულადაა გამოყენებული, რამდენადაც აქ ხალხს სირბილისა და თამაშის შესაძლებლობა ეძლევა. 

ამგვარი მაგალითით დანიას შეუძლია ამ სფეროში ლიდერი გახდეს. სხვა დიდ ქალაქებსაც მოუნდებათ სახურავების ასეთი დიზაინის  გადაღება  ანდა დანიური კომპანიების დაქირავება მსგავსი პროექტების შესამუშავებლად. 

ყოფილა სახურავების დასასვენებლად გამოყენების გამოცდილება – მაგალითად, კერძო ჩოგბურთის კორტებისთვის და აუზებისთვის – მაგრამ არა საზოგადოებრივი სარგებლობისთვის,  ამ გადაწყვეტილებას დემოკრატიული დატვირთვა აქვს”.

აქ კი ჩამოთვლილია კონკურსის სხვა კატეგორიების გამარჯვებულები:


ორიგინალი: https://archinect.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.