fbpx

კირკე – ცეკვისა და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა აპლიკაციების მიღებას იწყებს


გააზიარე სტატია

კირკეს – ცეკვისა და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმის მიზანია თანამედროვე  ცეკვისა და პერფორმანსის სცენის განვითარება საქართველოში.

პროექტი ქართველ საზოგადოებას გააცნობს  თანამედროვე საერთაშორისო  პერფორმერებს და მათ ნამუშევრებს. ასევე შესთავაზებს საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც ხელს შეუწყობს შემეცნებით შეხვედრებსა და საერთაშორისო კოლაბორაციებს. 

2020 წელს პლატფორმა კირკე შემოგთავაზებთ ღონისძიებებს ონლაინ რეჟიმში:

  • ონლაინ ვორქშოფები – “მართკუთხედი არის სივრცე” 
  • პერფორმანსის ონლაინ ჩვენება – “ქვემოთ, ღრმულში” 

 

კირკე – ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა იწყებს აპლიკაციების მიღებას მათთვის, ვისაც სურს მონაწილეობა პერფორმანსის ონლაინ ვორქშოფებში.

  • თარიღები: 15,16, 22, 23 ივნისი
  • საათი: 14:00
  • ხანგრძლივობა: 2 საათი
  • ვორქშოფები ჩატარდება პროგრამა ZOOM-ის მეშვეობით.


ვორქშოფის შესახებ:  მართკუთხედი არის სივრცე”

“ჩვენი ბოლო ნამუშევარი თოჯინების თეატრისთვის შეიქმნა. ეს არის მართკუთხა სივრცე, სადაც აუდიტორიის ხედვა საკმაოდ კონტროლდება, დაახლოებით ისე, როგორც კომპიუტერის ეკრანი.

ამ ვორქშოფში ვიმუშავებთ გამოსახულებაზე, როგორც სივრცეზე და როგორც სცენაზე.
შეხვედრა-გაცნობისა და “გახურების” შემდეგ გაგაცნობთ ჩვენი მუშაობის პრინციპებს.
შესვენებამდე რამდენიმე გამოწვევას/დავალებას მივცემთ მონაწილეებს: დაახლოებით ორწუთიანი ნამუშევარი ეკრანისთვის. 

შესვენების შემდეგ განვიხილავთ კონცეფციებს, მიდგომებსა და იდეებს ნამუშევრებისთვის.

შემდეგი ფაზა იქნება შესაძლებლობების აღმოჩენა და თავდაპირველი მიდგომების განვითარება უფრო კონკრეტული მიმართულებით. მონაწილეებს ექნებათ დრო იმუშაონ ინდივიდუალურად, მიღებული  ცოდნითა თუ გამოცდილებით. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ისევ შევხვდებით, გავაზიარებთ და განვიხილავთ ნამუშევრებს”.
დომინიკ&ლუკ


ინფორმაცია ვორქშოფებზე დასწრების მსურველთათვის:

ვორქშოფები განკუთვნილია პროფესიონალი და მოყვარული პერფორმერებისა და არტისტებისთვის.
ვორქშოფში მონაწილეობის მსურველებმა 12 ივნისის ჩათვლით უნდა გამოგზავნონ სამოტივაციო წერილი და რეზიუმე მისამართზე: [email protected]
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ: Online Workshop

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა – 12 ივნისი

  • ვორქშოფში მონაწილეთა რაოდენობა: 10
  • სამუშაო ენა: ინგლისური
  • დასწრება თავისუფალია 

 

პერფორმანსის ონლაინჩვენება: “ქვემოთ, ღრმულში” 

უცნაური ქმნილებები ჩნდებიან სიბნელიდან, მძლავრ ბგერებში აღწევენ და აუდიტორიას უფრო და უფრო ღრმად ითრევენ ილუზიისა და ტრანსფორმაციის სფეროებში. 

ლუკ ბაიო და დომინიკ გრუნბუელი სივრცესთან ურთიერთობას ამყარებენ  მათი მოძრაობის, მუსიკისა და პროექციების განსხვავებული ასახვით. 

თოჯინების თეატრი Lilarum თავისთავად მოიცავს კამერის პერსპექტივის ასპექტებს. სპექტაკლისა და ფილმის “საზღვრები”  ქმნიან უნიკალურ აუდიოვიზუალურ  გამოცდილებას. 

ანდრეა ბერგერის მუსიკასა და პერფორმერ დონგ იუკ კიმთან ერთად  შესაძლებელია თეატრის უსასრულო “სივრცეში”  მოგზაურობა.  

  • პერფორმანსი და კონცეფცია: ლუკ ბაიო, დომინიკ გრუნბუელი
  • პერფორმანსი: დონგ იუკ კიმი 
  • ხმის დიზაინი: ანდრეას ბერგერი
  • განათება: ჯულიან ვოგელი
  • კოსტიუმები: სტეფან რორელი
  • ტექნიკა: რომან ჰარერი

შესრულებულია თოჯინების თეატრში – Lilarum, ვენა, ავსტრია, 2 მარტი, 2020 


ბიოგრაფია:

Luke Baio დაიბადა ბრიტანეთში. 2000 წელს დაამთავრა თანამედროვე ცეკვის სკოლა – Northern School ბრიტანეთში, შემდეგ  1 წელი  სწავლობდა ლონდონის თანამედროვე ცეკვის სკოლაში. ის იყო ცეკვის კომპანია Richard Alston-ის  წევრი 2001-2006 წლებში. 2007 წლიდან  ცხოვრობს და მუშაობს ვენაში –  როგორც ფრილანს-მოცეკვავე.   იგი თანამშრომლობდა ისეთ ორგანიზაციებთან და ხელოვანებთან, როგორებიც არიან: Liquid Loft / Chris Haring, Stadt Theatre Klagenfurt, Niki Adler, Neue Oper Wien, Smafu Company, Liz King, Stephanie Cumming, Semper Oper Dresden და Dominik Grünbühel.

Dominik Grünbühel ცეკვას  ვენისა და ლონდონის თანამედროვე ცეკვის სკოლებში სწავლობდა. 2001 წლიდან ის მუშაობს ვენაში, როგორც ფრილანს-მოცეკვავე . იგი ასევე სწავლობდა “ციფრულ ხელოვნებას და დრამატურგიას – მუსიკასა და საშემსრულებლო ხელოვნებაში”. მას უმუშავია როგორც პერფორმერს, დრამატურგს, ვიდეო და პროექციის არტისტს ისეთ ხელოვანებთან, როგორებიც არიან: Luke Baio, Charlotta Ruth, Michael Bruckner, Bankett, Konic Thtr & Rupert Huber und Judith Unterpertinger & Katherina Weinhuber

დომინიკ გრუნბუელი და ლუკ ბაიო (lukeanddom.org)  2000 წელს, სწავლის პერიოდში შეხვდნენ ერთმანეთს ლონდონში.  
განსხვავებული კარიერული გზების მიუხედავად, თავისუფალ დროს ისინი სულ ერთად მუშაობდნენ.
როდესაც ლუკ ბაიო ვენაში გადავიდა საცხოვრებლად, უფრო ხშირად მუშაობდნენ ერთად და 2010 წლიდან მათი ერთობლივი ნამუშევრები რეგულარულად ფინანსდება. მათ შექმნეს 10-მდე პერფორმანსი, ინსტალაციები, ინტერვენციები და site-specific ნამუშევრები.

Dom & Luke

პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის მხარდაჭერით. 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.