fbpx

კვირის აფიშა


გააზიარე სტატია

ესეც ასე, ჩვენს აფიშაში შეგვიძლია უკვე წარმოგიდგენოთ ღონისძიებები, რომლებიც თქვენი სახლის კედლებს მიღმა ტარდება. მონატრებული ადამიანების ნახვა კი უფრო საინტერესოა, როდესაც დროს საინტერესოდ ატარებ, თუ ისევ გეშინიათ და სახლში დარჩენას ამჯობინებთ ვირტუალური ღონისძიებები კვლავ თქვენს განკარგულებაშია .

 AT.ge გთავაზობთ კვირის ყველაზე მნიშვნელოვან დისტანციურ და სოციალურ მოვლენებს, რომლებიც აუცილებლად დაგაინტერესებთ.

 

10 ივნისი

ჩვენს აფიშაში პირველად მოხვდა აჭარა ჯგუფის უნიკალური პროექტი “Inside The Kitchen”, მაგრამ მათი ეს წამოწყება უკვე  საკმაოდ გახმაურდა და ისინი მესამე სერიისთვის ემზადებიან.

თუ ყოველთვის გაინტერესებდათ როგორ იქმნებოდა აჭარა ჯგუფის რესტორნების ფანტასტიური კერძები, თქვენ უკვე შეგიძლიათ მათ სამზარეულოში შეიხედოთ და თავად მოამზადოთ. 

ამ სერიას გაუძღვება შეფ კონდიტერი რომან ბერნარდი, ის მოწვეულ სტუმარ ნინო ზამბახიძესთან ერთად გაგვაცნობს კერძების მომზადების უნიკალურ მეთოდებს, მოგვიყვება საკუთარ გამოცდილებაზე და ისაუბრებს ზოგადად გასტრონომიის როლზე ჩვენ ცხოვრებაში.

ამ სერიის ფარგლებში შესაძლებლობა გექნებათ საკუთარ სამზარეულოში მოამზადოთ: ბაზილიკის პანაკოტა მარწყვით და შავი შოკოლადის მუსი ვანილის სოუსით. 

ზოგჯერ, სახლის პირობებში კერძის მომზადების ყველაზე დიდი სირთულე საჭირო ინგრედიენტების მოძიებაა. სწორედ ამიტომ, აჭარა ჯგუფი გთავაზობთ პროდუქტების სახლში მიტანის სერვისს. ამ სერვისით სარგებლობისთვის კი აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეთ საიტზე

ღონისძიებაზე დასაწრებად ეწვიეთ, თიბისი სტატუსის ვებ გვერდს ან “აჭარა ჯგუფის ვირტუალურ აკადემიას.

წარმატებებს გისურვებს!

 

11 ივნისი

თეატრისა და კინო მოყვარულებს, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი განსაკუთრებულ შეხვდერას გთავაზობთ, ზურაბ ყიფშიძესთან.

ცნობილი ქართველი მსახიობი, რომელიც საკმაოდ პუპულარულია, როგორც კინო როლებით ასევე მისი სასცენო შესრულებით. თუ ერთხელ მაინც გინახავთ ის სპექტაკლში, “მეფე ლირი” რთულია არ შეგიყვარდეთ, როგორც უნიჭიერესი მსახიობი. ზურაბ ყიფშიძე ისაუბრებს საკუთარ გამოცდილებასა და მის მოღვაწეობაზე თუმანიშვილის თეატრში. 

ღონისძიება ჩატარდება პირდაპირ ეთერში და ნებისმიერ თქვენგანს შეეძლება მსახიობს შეკითხვები დაუსვას.

თუ თქვენ გაინტერესებთ თუმანიშვილის თეატრის აწმყო, მომავალი ან თუნდაც წარსული ღონისძიება დაიწყება 18:00 საათზე. თქვენ შეგიძლიათ დაესწროთ და გაიგოთ მეტი ქართული თეატრის შესახებ.

ღონისძიების ნახვა შეგიძლიათ თაეტრის ოფიციალურ Facebook  გვერდზე.

14 ივნისი

დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის იოგა საუკეთესო გზა აღმოჩნდა შექმნილი სიტუაციიდან თავის დასაღწევად. ახლა, როდესაც საფრთხემ თითქმის გადაიარა თქვენ შეგიძლიათ იოგის კლასში გაწევრიანდეთ და ბუნებაში დაკავდეთ მედიტაციით.

Kundalini-ის იოგის  კლასი ბუნებაში გადმოდის და თქვენ შეძლებთ, რომ მათ შეუერთდეთ. ვარჯიშს გაუძღვება პროფესიონალი ინსტრუქტორი ჯულია. 

ღონისძიება ჩატარდება 9 აპრილის პარკში. ზუსტი ლოკაცია კი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

სამწუხაროდ რაოდენობა შეზღუდულია და დასასწრებად აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეთ Kundalini-ის ოფიალურ გვერდზე.

დასწრების საფასურია, ნებაყოფლობითია და მას ფულადი საჩუქრის სახე აქვს. 

შეკრების დროა 09:00 საათი, ხანგრძლივობა 2 საათი, ასე რომ შეგიძლიათ დღე მშვიდად და წნარად დაიწყოთ. 

 

14 ივნისი 

დილის იოგის შემდეგ ეწვიეთ უნივერსტეტის ბაღს და თქვენს პატარებთან ერთად უყურეთ ანიმაციურ ფილმს, კოკო.

ეს ერთი ბიჭის ისტორიაა, რომელსაც ყველაფრის მიუხედავად, ძალიან უნდოდა გამხდარიყო მუსიკოსი. სწორედ  ამ დროს ის აღმოაჩენს ულამაზეს ფერად სამყაროს, რომელიც სავსეა წვეულებებითა და მუსიკით. 

“ჩაის სახლი” გთავაზობთ ერთ უბრალო, ლამაზ, ზაფხულის საღამოს. ყველას ძალიან მოგვენტრა საჯარო ჩვენებები, ასე რომ თუ გყავთ პატარები ან თქვენ გიყვართ ანიმაციური ფილმები შეგიძლიათ ეწვიოთ ჩაის სახლს და გემრიელი ჩაისთან ერთად სასიამოვნოდ გაატაროთ საღამო.

ჩვენება დაიწყება 16:00 საათზე, ღონისძიებაზე დასწრება  უფასოა. 

 

10, 11, 12 და 14 ივნისი

ბოლოსთვის კი შემოვინახეთ Lenosession-ის  ერთგული LIvestream სერიები. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში სიტუაცია დაიძაბა და ხალხს სახლში ყოფნისაკენ მოუწოდეს, Leno Records მუდმივად გვთავაზობს საინტერესო მუსიკოსების დისტანციურ კონცერტებს. 

თუ ამ კვირაში ინტენსიურად ესტუმრებით Leno Records-ის ოფიციალურ გვერდს, აუცილებლად ისიამოვნებთ მრავალფენოვანი მუსიკით.

 

10 ივნისი

ქალაქური რომანსის ერთ-ერთი დამაარსებელი, დები იშხნელების ოჯახის წევრი, მანანა მენაბდე ნიკა ნიკვაშვილთან ერთად თქვენთვის დისტანციურ კონცერტს გამართავს. 

ღონისძიება დაიწყება საღამოს 21:00 საათზე. ნაზი და ჰარმონიული მუსიკის ფონზე შეგიძლიათ მშვენიერი საღამო გაატაროთ.

 

11 ივნისი

ექსპერიმენტული ან ელექტრონული მოსუკის მოყვარულებს Leno Records გთავაზობთ Spacejam 92-ის ლაივს.

ღონისძიებას შეგიძლიათ დაესწროთ Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით ან იხილოთ ჩანაწერი Leno Records-ის ოფიციალურ გვერდზე. 

ლაივი დაიწყება 21:00 საათზე. თუ ჯერ არ იცნობთ მათ მუსიკას აუცილებლად უნდა მოისმინოთ და ისიამოვნოთ.

 

12 ივნისი

ამერიკული და ქართული კულტურის საინტერესო სინთეზი. Mister Mom საკმაოდ მრავალფეროვანი მუსიკით ხასიათდება, მაგრამ ყველაზე მეტად შეიძლება მივაკუთნოდ როკ მუსიკის სამყაროს. ამერიკიდან კავკასიაში დაბრუნებულები და ფენიქსის ფესტივალის 2 გზის გამარჯვებულები ამჟამად თქვენთვის ლაივ კონცერტს ჩაატარებენ.

ლაივი დაიწყება 21:00 საათზე. ღონისძიება იქნება ინტერაქციული, ასე რომ საკმაოდ ბევრი სიახლის გაგებას შეძლებთ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ჯგუფის შესახებ.

 

14 ივნისი

ამ კვირის ბოლოს კი, Lenosession უმასპინძლებს პატარა ვირტუოზ ცოტნე ზედგინიძეს. 

ქართველი ვუნდერკინდი, მას ზოგჯერ ასეც იხსენიებენ. ის 10 წლის ასაკში უკვე პროფესიონალი კომპოზიტორი და პიანისტია.

ამ სერიის ფარგლებში ცოტნე წარმოგვიგენს, დედის ხსოვნისადმი მიძღვნილ, ახალ კომპოზიციას. ის მხოლოდ 5 წლის იყო, როდესაც ფორტეპიანოზე დაკვრა დაიწყო და 6 წლიდან კი იმპროვიზაციებს ქმნის.

ეს არის კონცერტი, რომლის მოსმენა ნამდვილად ღირს. ლაივ ჩართვა დაიწყება 20:00 საათზე.

აშკარაა,რომ Leno Records მუდმივად ახერხებს ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანის დაინტერესებას, მაგრამ ეს კვირა განსაკუთრებით მრავალფეროვანია. ასე რომ თვალი ადევნეთ Leno Records-ის ოფიციალურ გვერდს.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.