fbpx

როგორ გამოიყურება მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების მწვანე სივრცეები სატელიტიდან


გააზიარე სტატია


ავტორი: სუსანა მორეირა

 

არსებობს უამრავი სარგებელი, რაც ურბანულ მწვანე სივრცეებთანაა დაკავშირებული –  კერძოდ, დაბინძურების კონტროლი, ტემპერატურის რეგულირება და ბიომრავალფეროვნება – ეს ყველაფერი კი საბოლოოდ ქალაქის მცხოვრებთა ცხოვრების ხარისხს ამაღლებს. როგორც სხვა ურბანული ტერიტორიები, რომლებსაც სპორტული და რეკრეაციული აქტივობებისთვის იყენებენ, მწვანე ადგილები პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.

მწვანე სივრცეების  საჯაროობა  მათი ადგილმდებარეობითა და განაწილებით განისაზღვრება, რაც თავის მხრივ დაფუძნებულია ურბანულ დაგეგმარებაზე, ისტორიულ კონტექსტზე, რეგიონის ტოპოგრაფიასა და მოსახლეობის სიმჭიდროვეზე. ორი მწვანე სივრცე ერთმანეთის იდენტური არასდროს არ არის.

მწვანე სივრცეების განაწილებაში განსხვავებების შესამჩნევად ერთ-ერთი საუკეთესო გზა საჰაერო სურათებია, რაც აუცილებელია მათ შესწავლასა და დაგეგმვაში. Daily Overview-ის ამ სურათების სერიით უფრო კარგად განვსაზღვრავთ, თუ როგორ შეიძლება ახალი მწვანე სივრცეების შექმნა ურბანულ ცენტრებში.

 

მცირე და საშუალო მასშტაბის პარკები

უმეტესწილად, მცირე და საშუალო მასშტაბის პარკები “სამეზობლოების” გარშემოა განთავსებული, სადაც  ბაღები, სათამაშო მოედნები და სპორტული მოწყობილობებია. ტერიტორიის სიმცირის  გამო, იქ მხოლოდ ცოტა  ადამიანს თუ შეუძლია ერთდროულად დასვენება და გართობა,   რაც იმას გულისხმობს, რომ “სამეზობლო” პარკები მნიშვნელოვან გავლენას ვერ ახდენენ  ცხოვრების ხარისხზე.  პატარა პარკები ლა პლატაში (არგენტინა), მონტევიდეოსა (ურუგვაი) და მადრიდში (ესპანეთი) გვხვდება.  

 

მწვანე სივრცეები ბლოკის სისტემაში

ქალაქებს, რომლებიც ბლოკის სისტემას იყენებენ, შენობებთან ერთად მწვანე სივრცეების ინტეგრაციაც შეუძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სივრცეები ზომაში შეზღუდულია,  ბაღებისა და ბავშვებისთვის სათამაშო ადგილების შექმნა მაინც შესაძლებელია. ეს მიდგომა გამოიყენება ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა: ბრიუსელი (ბელგია), ლიონი (საფრანგეთი), ბრაზილია (ბრაზილია). 

 

ხეებით გაფორმებული ქუჩები

გზებისა და ბილიკების გამწვანება კიდევ უფრო პირდაპირაა დაკავშირებული  ქალაქების განლაგებასთან, ეს კი თავის მხრივ უზრუნველყოფს ჩრდილს მაშინ, როცა ადამიანები გზებზე მოძრაობენ. გარდა ამისა, ის მიმდებარე შენობების ხმაურსაც “აბალანსებს” – ეს ის მნიშვნელოვანი ნიუანსია, რომელიც ხელისუფლებამ ურბანული სივრცეების დაგეგმვისას უნდა გაითვალისწინოს. “მწვანე გზების” მაგალითებს ვხვდებით ბერლინში (გერმანია), ნიუ დელიში (ინდოეთი), თელ-ავივში (ისრაელი). 

 

წყალგამყოფი მწვანე სივრცეები

როდესაც მწვანე სივრცე ტბებთან ან, ზოგადად, წყალთანაა განთავსებული, ის გარემოსდაცვითი ბუფერის ფუნქციას ასრულებს, არეგულირებს ჩრდილში წყლის ტემპერატურას და ამით წყლის სახეობების საცხოვრებელს იცავს.  ამასთან, მათ საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფს,  გარემოს კი სისუფთავით.  მცენარეულობა ეროზიის თავიდან აცილების მიზნით წყლის გარშემო მიწას აბალანსებს.  ამის მაგალითები შეგიძლიათ იხილოთ მინსკსა (ბელარუსი) და ბერნში (შვეიცარია).

 

დაცული ტერიტორიები

ზოგიერთ ქალაქში მწვანე სივრცეები –  ტყეები და დაცული ტერიტორიები – რეგიონის ბიომრავალფეროვნებას ინარჩუნებს. ეს ადგილები, როგორც წესი, უფრო შორეული და ძნელად მისასვლელია, მაგრამ ურბანულ ცენტრებში მათი ინტეგრაცია შესაძლებელია. ამის მაგალითები შეგიძლიათ იხილოთ შენჯენსა (ჩინეთი) და ტორონტოში (კანადა). 

 

დიდი პარკები

ყველა ქალაქს მინიმუმ ერთი დიდი პარკი მაინც აქვს, რომელიც ძირითადად ცენტრში მდებარეობს და ის სპორტისთვის, რეკრეაციისა და სოციალიზაციისთვის ქმნის სივრცეს. მსოფლიოში ცნობილი დიდი პარკების მაგალითებია ნიუ-იორკის ცენტრალური პარკი და სან-ფრანცისკოს გოლდენ გეითის პარკი.

 

გამწვანებული ზონები თბილისის რამდენიმე უბანში

  • პირველი რესპუბლიკის, 9 აპრილისა და დედაენის ბაღები
  • დიღმის ტყე-პარკი და დიღმის მასივი
  • ძველი იპოდრომი და თამარაშვილის ქუჩა
  • მოსკოვის გამზირი
  • რიყის პარკი
  • მუშტაიდის პარკი და მტკვრის სანაპირო
  • ორთაჭალის სანაპირო
  • ვაკის პარკი და კუს ტბა

ორიგინალი: https://www.archdaily.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.