fbpx

დღეიდან სქროლი უკვე ბათუმშიც გამოჩნდა


გააზიარე სტატია

მიკრომობილობის სტარტაპი “სქროლი” თბილისის შემდეგ უკვე ბათუმის ქუჩებში გამოჩნდა.

Bird-ის ახალი სკუტერები ბათუმში დილის 7 საათიდან ღამის 2 საათამდე იქნება ხელმისაწვდომი და ქალაქის მაცხოვრებლებსა და სტუმრებს საშუალებას მისცემს, ბათუმის ქუჩებში მარტივად და კომფორტულად გადაადგილდნენ.

ბათუმის 6,5-კილომეტრიანი ველობილიკი და ფართოდ დაგეგმარებული ქუჩები სქროლერებს ბევრ საინტერესო მარშრუტსა და თავგადასავალს ჰპირდება.

საოპერაციო ზონის ფარგლებში, ბათუმის ბულვარი ხელმისაწვდომია მხოლოდ გადაადგილების მიზნით; დაწესებულია შეზღუდული სიჩქარის ზონა და იქ პარკირება ნებადართული არ არის.

დამწყები სქროლერებისთვის, სქროლის მართვის აკადემია დროგამოშვებით გამართავს უსაფრთხოებისა და სკუტერის მართვის ღონისძიებებს.

სქროლისა და მისი უპირატესობების შესახებ შეგიძლიათ ჩვენი სტატიიდან გაიგოთ: https://at.ge/2020/04/29/eco/. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.