fbpx

გერმანული ჟურნალი Achtung Mode ქართველი დიზაინერის – ირაკლი რუსაძის (SITUATIONIST) შესახებ


გააზიარე სტატია



ავტორი: Silke Wichert

 

დემნა გვასალია საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში არც ცხოვრობდა,  როცა  Vetements-ისა და შემდგომ Balenciaga-ს დიზაინერობით გახდა ცნობილი. მიუხედავად ამისა, სწორედ მისი მეშვეობით შეამჩნია  საქართველო მოდის სამყარომ.  თბილისის მოდის კვირეული მოულოდნელად ისეთ ღონისძიებად იქცა, რომელიც ნამდვილად ღირდა სანახავად – და უკეთესი იყო, ვიდრე ბერლინში – აქვე, ის დიზაინერიც გამოიკვეთა, რომელიც დემნას შემდეგ  დიდი მოვლენა გახდება: ირაკლი რუსაძე და მისი ბრენდი – Situationist.

თუმცა 28 წლის რუსაძემ მოდის დიზაინზე მუშაობა  ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა დემნა  Maison Martin Margiela-ში  არც კი მოღვაწეობდა. 14 ან 15 წლის ასაკში (ზუსტად არ ახსოვს) ირაკლი ადგილობრივი დიზაინერების ასისტენტად მუშაობდა და მათგან სწავლობდა. მოდის სკოლაში არასდროს უვლია.

რუსაძემ საკუთარი ბრენდი 2016 წელს დააარსა, წარმატებას კი ორი წლის შემდეგ მიაღწია. მისი კოლექცია ლონდონში კომპანია Browns-მა შეუკვეთა, რომლის კრეატიულმა დირექტორმა ჰოლი როჯერსმა ირაკლის მიერ შექმნილი პიჯაკი ჩაიცვა.

დიზაინერის შოუებზე Vogue Runway-მა დაწერა სტატია, რამაც მას კიდევ ერთი ინფლუენსერისკენ – ბელა ჰადიდისკენ გაუხსნა გზა. Როგორც რუსაძე აღნიშნავს, მოდელი მას პირადად სწერდა (და არა სტილისტის მეშვეობით) და 5 ლუქიც შეიძინა.

განსაკუთრებით საინტერესოა, რომ აღმოსავლეთ ევროპის  სხვა მრავალი დიზაინერის მსგავსად, ესთეტიკა პოსტსაბჭოური შთაგონებით იქმნება (გოშა რუბჩინსკისგან განსხვავებით) რადგან ამ დიზაინერისთვის ქუჩისა და სპორტულ მოდასთან შედარებით კერვა უფრო საინტერესოა: მხრებზე მოჭრილი პიჯაკები,  გრძელი ტყავის ქურთუკები, ფართო ზომის კოსტიუმები, შარვლები ქამრებით და ა.შ.

რუსაძე ყველა ნიმუშს თავად აკეთებს და მის დიზაინს ზედამხედველობას 60 წლის მკერავი ქალი, სახელად გუარა უწევს. ”ამ ქალის მიმართ დიდი პატივისცემა მაქვს – ყოველთვის, როცა მასთან სახლში მივდივარ, ცოტა ვნერვიულობ”,  – აღნიშნა ირაკლიმ ინტერვიუში. მისი თქმით, საქართველოში დაფინანსება შეზღუდულია, მაგრამ ის ამას არ უშინდება, პირიქით, შთაგონებას იღებს. “დასავლეთ ევროპაში, სადღაც ისეთ მაღაზიას იპოვით, სადაც თქვენთვის სასურველ ყველა ნივთს შეიძენთ. საქართველოში კი მასალაზე უნდა “ინადიროთ” და ზოგჯერ ისეთ ადამიანებსაც დაუკავშირდეთ, რომლებსაც მოდის სფეროსთან შეხება არ აქვთ. ამაში დადებითი ისაა, რომ მოდის “ბაბლში” მოხვედრის რისკი არ გაქვთ”.

 

ორიგინალი: https://www.achtung-mode.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.