fbpx

ინიციატივა: ქუჩის ავზები მიუსაფარი ცხოველებისთვის


გააზიარე სტატია

   
ყველგან –  ქალაქსა თუ სოფელში, ვიწრო ქუჩებსა თუ საჯარო თავშეყრის ადგილებში – ადამიანები მიუსაფარ ცხოველებს ვხვდებით, რომლებიც საჭმლისა და თავშესაფრის გარეშე დარჩენილები თვითგადარჩენისთვის საკმაოდ რთულ გზას გადიან, პანდემიის პერიოდმა კი მათი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. 

ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ძალიან დაცხა, ზაფხულში კი საკვებთან ერთად ცხოველებს სასიცოცხლოდ ესაჭიროებათ წყალი. ამ პრობლემის გადასაჭრელად მოქალაქეები ერთიანდებიან, დახმარება კი თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია. 

AT.ge ერთ-ერთ ინიციატორს, ანუკა გამსახურდიას დაუკავშირდა.

ანუკა გამსახურდია: 

“ეს იდეა უკვე დიდი ხანია არსებობს. ქუჩაში მყოფ ყველა მიუსაფარ ცხოველს ზამთარში განსაკუთრებული კვება სჭირდება, აუცილებელია მათ თავშესაფარზე ზრუნვა, ზაფხულში კი ამ ყველაფერს წყლით მომარაგებაც ემატება. 

ამას ყოველთვის ვაკეთებთ, უბრალოდ ახლახან ჩვენმა მეგობარმა და ხელმარჯვე ოსტატმა დათო დიდებაშვილმა ჯამების ნაცვლად სპეციალური ავზები დაამზადა, რაც თითოეულ ჩვენგანს შესაძლებლობას გვაძლევს, ყოველდღე მოვამარაგოთ მიუსაფარო ცხოველები წყლით და საკვებით. ვცდილობთ, რომ ეს წამოწყება ქალაქში დავნერგოთ.

 

 

ამ ინიციატივის განსახორციელებლად  პირველ რიგში თბილისის მუნიციპალური სამსახურის ნებართვაა საჭირო, ამის შემდეგ კი წერილობით თბილისის მერიას უნდა მივმართოთ”.

როგორც ანუკა აღნიშნავს, მომდევნო ეტაპზე სხვა ქალაქებსა და რეგიონებშიც აპირებენ  ავზების დამონტაჟებასა და ნებართვის აღებას, მთავარია, რომ ისინი მოსახლეობამ არ დააზიანოს. მათი განთავსება ქუჩებში, სკვერებსა და პარკებშია შესაძლებელი.

ერთი ავზის თვითღირებულება დაახლოებით 15 ლარს შეადგენს, სასურველია, რომ ორი დაიდგას – ერთი წყლისთვის და მეორე საკვებისთვის. დახმარება ყველა მსურველს შეუძლია როგორც თანხის ჩარიცხვით, ასევე მასალების მიწოდებით.

TBC Bank

GE66TB7179245061100047

მიმღები: დავით გორგოშიძე

დანიშნულება: ავზები მიუსაფრებისთვის


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.