fbpx

#5 მელოდრამატული ინტერვიუ ნატა მურვანიძესთან – გურამ მაცხონაშვილი


გააზიარე სტატია

ავტორი: გურამ მაცხონაშვილი

 

ნატა:

გურამი:

ნატა, კულტურა რა არის? საით მიჰყავხარ ამ სიტყვას?

 

ნატა:

 

გურამი: და ხელოვნება? ხელოვნება (და ამ ქოლგის ქვეშ თეატრი) ვირუსია? ამას იმიტომ გეკითხები, რომ მახსოვს, ორივე – შენც და მეც – სარეპეტიციოში ხშირად ვიყენებდით სიტყვას – “გადადება”.  რეპეტიცია ის პროცესია, როცა ყველა იქ მყოფი თავის ხედვებსა და სხეულებს ერთმანეთს ნებაყოფლობით უთმობს დასავირუსებლად? არის თეატრი ისეთი ადგილი, სადაც ადამიანები ფულს იხდიან ბილეთში, რომ დარბაზში რაღაცები გადასდონ და უკან დავირუსებულები წავიდნენ?

 

ნატა: ვირუსია, ოღონდ არ კლავს:) “გადადება”,  გინდა “დაინფიცირება”, ყველა სფეროში აუცილებელი მგონია. მარტო ხელოვნებას არ აქვს ექსკლუზივი:) არაფერი გაკეთდება ისე, რომ ერთმა ადამიანმა მეორეს არ გადასდოს ის, რაც შემდეგ ერთად უნდა გააკეთონ. სასიყვარულო ისტორიას ჰგავს ერთი იდეის გარშემო გაერთიანებული ადამიანების ნებისმიერი წამოწყება. ფინალიც ასეთი აქვს – ან შედგება, გადაედება და რაღაც შეიქმნება, ან – არა. იდეაც კვდება.

 

გურამი: როცა ერთად ვიმუშავეთ, დავაკვირდი, რომ იმ “ქონებას”, რომელიც როგორც მსახიობს უკვე დაგროვილი გქონდა, ყოველ ჯერზე სარეპეტიციოს კართან ტოვებდი. ჰოდა, დატოვო ეს “ქონება” გარეთ და თავი შეყო ხათაბალაში – რა არის ეს? რისკი? ინვესტიცია? ბავშვური ცნობისმოყვარეობა?

 

ნატა:

გურამი: საკმაოდ დიდ დროს ატარებ აგარაკზე. თბილისი თან იქვე გაქვს, ახლოს, მაგრამ მაინც მოშორებით. საშუალება გაქვს, რომ ოდნავ გაიჩოჩო და ისე დააკვირდე. რანაირია ეს ქალაქი შენთვის? რა ჩანს და რა ისმის?

 

ნატა: ერთი ადგილი მაქვს აგარაკზე, დილას იქ ყავას ვსვამ. ალუჩის ხეზე ჩამოკიდებული ჰამაკი-სავარძელი, გვერდით პატარა ხის მორზე, პატარა ბრტყელი ქვა დევს, სადაც საფერფლე და ყავის ჭიქა ეტევა. ეს არის ადგილი, სადაც დრო იკარგება. სადაც არც წარსულია, არც მომავალი, არც მე. ძალიან მიყვარს ეს ნახევარსაათიანი გაქრობა. ეს ქალაქი კი ჩემთვის წარსულიცაა და მომავალიც. აწმყოს ვერ ვგრძნობ, აწმყო ჩემთვის არ არსებობს. არსად.

 

გურამი: ხმებზე რას ფიქრობ? გამოსახულებებზე? რის ხმა აქვს თბილისს და “სტოპ-კადრად” რომ დაინახო, რა კადრი იქნება?

 

ნატა: ქვაფენილის ხმა აქვს და “სტოპ-კადრიც” ქვაფენილი, დაბზარული შენობები, ხეებია.

 

გურამი: აი, ხეებიო. ბაღის მაგიაზე მინდა გკითხო. პირველად როდის დაიწყე  მცენარეებთან ასე ახლო ურთიერთობა? რა ტიპის ენერგიების მიმოცვლა გაქვთ?

 

ნატა:

ნატა

გურამი:

გურამი: როცა სპექტაკლზე ან ფილმზე მუშაობას იწყებ და ცდილობ გაიგო ვინ ხარ, პერსონაჟთან იწყებ მიახლოებას. შენ ითამაშე ჰიტლერი… როცა მას მიუახლოვდი, რა აღმოაჩინე?  რა ჩანს მასთან “ახლო ხედით” ისეთი, რაც არ ჩანს ისტორიის სახელმძღვანელოებში, კვლევებში, მასმედიაში?

 

ნატა: ყოველი კონკრეტული პერსონაჟი, ავტორი და რეჟისორი აბსოლუტურად განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს. მე ასე მგონია. ამიტომაა ალბათ ის შეგრძნება, რაც ზემოთ მომწერე, თითქოს კარს მიღმა რაღაც გამოცდილებას ვტოვებ. არ ვტოვებ არაფერს, რადგან ახალ მასალასთან, რეჟისორთან, ყველაფერს ახლიდან ვიწყებ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც, რაც ადრე გამოგიცდია, არ გამოიყენო. 

თავიდან ველოსიპედს ვერ გამოვიგონებ, მაგრამ ყოველთვის ველოსიპედი არაა საჭირო.🙂 მაგალითად, შენთან აბსოლუტურად სხვა გასაღები იყო, შენ შენი ესთეტიკა გაქვს, ავტორს – თავისი. როგორ შეიძლება ერთი “გამოცდილებით” ვიმუშაო შენთან, ქეთი ჩუხროვთან, იმ ორ პერსონაჟთან და დათო მღებრიშვილთან, იუკიო მისიმასთან, ჰიტლერთან და ა.შ. აბსოლუტურად სხვადასხვა გრძნობათა ბუნებაა, სრულიად განსხვავებული აზროვნება, გემოვნება, რიტმი, ტექსტი, მუსიკა, პლასტიკა და ა.შ. 

ჰიტლერი თითქოს მოითხოვდა მეტ დამატებით მასალას, რადგან ისტორიული პერსონაჟია. ასე მეგონა, თუმცა ყველაზე მეტად “ველოსიპედი” გამომადგა:) როცა ყველაფერი, რაც ხელმისაწვდომი იყო, წავიკითხე და ვნახე, მხოლოდ ერთი წიგნი გამომადგა, რომელიც ხსნიდა კონკრეტული გმირის საქციელთა ჯაჭვს. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით ჰიტლერი  ნეკროფილი იყო. მოკლედ, დიაგნოზი ვითამაშე და ეს ჩემთვის, როგორც პროცესი, ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.

 

გურამი: ჰიტლერის ფენომენიდან ალბათ შორის არ უნდა იყოს ის, რაც ახლა აშშ-ში ხდება. ზუსტად იმიტომ, რომ შემზარავია, ამ ტიპის ამბებს ახასიათებს – გაფიქრებინოს, რომ რადგან ეს სხვაგან ხდება, ესე იგი სხვების ამბებია. ამ პროცესის კულტურული ეკვივალენტი რა გგონია აქ, ჩვენთან?

 

ნატა

გურამი: კიდევ ერთი როლი, რომელიც ესთეტიკითაც და ვნებითაც ძალიან ჰგავს ამერიკის მოვლენებს, ანტიგონეა. რამდენი წლის იყავი, როცა თემურ ჩხეიძესთან ანტიგონე ითამაშე?

 

ნატა: თუ არ ვცდები, 29 წლის ვიყავი.

 

გურამი: როგორ მიაღწიეთ თქვენ ორმა იმას, რომ აცდენა მსახიობისა და გმირის საპასპორტო მონაცემში ოდნავადაც არ იყო საგრძნობი? რომ ამაზე ოდნავადაც არ გეფიქრებოდა? დაამუშავეთ ეს ნაწილი თუ სრულიად უგულებელყავით?

 

ნატა: სოფოკლესთან ანტიგონე არაა პატარა:) უფროსი შვილია. ანუისთან ხშირად იმეორებენ “პატარა ანტიგონე” და ეს ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მართლა პატარაა. სპექტაკლში ყველა სიტყვა და პუნქტუაცია დამუშავებული იყო, ჩხეიძე ასე მუშაობს, თუმცა მსახიობს ყოველთვის უტოვებს იმის განცდას, რომ ყველაფერი თავისთავად და სპონტანურად ხდება. ჩხეიძესთან ყოველთვის ძალიან კონკრეტული საქმე გაქვს ა პუნქტიდან ბ-მდე, შემდეგ გ-მდე და ისე მიდიხარ ჰოემდე, რომ ვერც ხვდები:)

 

გურამი: როგორ ფიქრობ, როცა სცენაზე დგახარ, შენი შექმნილი პერსონაჟის ცქერით მაყურებელი რამდენს იგებს შენზე, როგორც პიროვნებაზე? პარტერში მჯდომი მხოლოდ სცენის ემოციებს და ირაციონალურ ნიშნებს მიჰყვება თუ შენც გატარებს სკანერზე?

 

ნატა:

 

გურამი: მსახიობი არ არის ისეთი მარტოხელა არსება, როგორც, ვთქვათ, დრამატურგი. აი, შენ, როგორც მსახიობი, სისხლძარღვივით ელასტიკური მილებით მიერთებული ხარ სხვა მსახიობზე, რეჟისორზე, მხატვარზე, კომპოზიტორზე… მოგწონს დიდი მექანიზმის ნაწილად ყოფნა? პირიქითაც გკითხავ: დრამატურგის მარტოხელობის არ გშურს ხოლმე?

 

ნატა:

 

 

როცა სპექტაკლისთვის მთავარ როლზე მსახიობს ვეძებდი, ვეძებდი ისეთს, როგორიც ფეხბურთშია კლასიკური 10 ნომერი. იმას, ვინც რგოლები უნდა დააკავშიროს და მნიშვნელოვანი რაღაცები აკინძოს. ჩემი დაკვირვებით, ნატა ზუსტად ასეთი მსახიობია – “ფლეიმეიქერი”, გოლებზე ნაკლებად “დაგეშილი”. “ფლეიმეიქერიც იყო და “მეორე ტაიმში” საყრდენი ნახევარმცველიც, დაცვითი ფუნქციის შეთავსებით.

 

გურამი: ჰო, ჩვენთვის მიზანსცენები იგივეა, რაც მათთვის კომბინაციები.  შეგიძლია შენი “დონორები” გაიხსენო? ისინი, ვისაც სხვადასხვა დროს პერსონაჟისთვის დამახასიათებელი ცალკეული დეტალები მოუწოდებია ისე, რომ არც იცოდნენ ამის შესახებ.

ნატა:

გურამი

ნატა

გურამი

[საუბრის დასასრული]

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.