fbpx

სილვეტ დევიდი – პიკასოს იდუმალი თინეიჯერი მუზა


გააზიარე სტატია



ავტორი: Francky Knapp

 

1954 წელის გაზაფხულზე მელანქოლიური პიკასოს ყურადღება 19 წლის სილვეტ დევიდმა მიიპყრო. პიკასოს საკმაოდ ბევრ მუზას შორის  სილვეტი ერთ-ერთი ყველაზე ენიგმატური და იდუმალი  აღმოჩნდა. წლების განმავლობაში კრიტიკოსები წერდნენ ნამუშევრების სახელწოდებებს, რომლებიც მხატვარმა სილვეტის შთაგონებით შექმნა. ვინ იყო სილვეტი? და როგორ არჩია იგი ბრიჯიტ ბარდოს პიკასომ?


ფრანგი სილვეტ დევიდი, ცნობილი ლიდია კორბეტის ფსევდონიმით, ახლა 85 წლისაა. დედამისი მხატვარი იყო, ხოლო მამა – ხელოვნებით მოვაჭრე.  ”იგი პატარა ბავშვივით თავისუფლად გაიზარდა  კუნძულზე, საფრანგეთის სამხრეთ სანაპიროზე, ომის დროს კი  აღმოსავლეთის  უსაფრთხო მთებში გადავიდა”,  – ნათქვამია მის ოფიციალურ საიტზე.


სილვეტი ქალაქ ვალარისშიც ცხოვრობდა თავის საქმროსთან, ტობი ელინეკთან ერთად, რომელმაც ფოტოების უმეტესობა გადაუღო.

მოგვიანებით პიკასო იხსენებდა, თუ როგორ მოდიოდა ყოველდღე ეს იდუმალი, ცხენისკუდიანი გოგონა მის სტუდიასთან. პიკასომ ზეპირად დაიწყო გოგონას ხატვა, შემდეგ კი სილვეტმა შეამჩნია, რომ მხატვარი მისი პორტრეტს ქმნიდა. ”ეს მოსაწვევს ჰგავდა,” – თქვა მან მოგვიანებით. პიკასომ თქვა – ”მე მინდა დაგხატო, დაგხატო, სილვეტ!”


სილვეტი საათობით  იყო სტუდიაში, პოზირებდა  სარწეველა  სავარძლიდან, პიკასო კი მას ხატავდა, ესკიზებს აკეთებდა ან ძერწავდა. სილვეტის გამოსახულება პიკასომ თითქმის ყველა მედიუმში შექმნა. ნიუ-იორკში, ბლეიკერის ქუჩაზე, გიგანტური ქანდაკებაც სილვეტია. იგი ძალიან ახალგაზრდა იყო, თუმცა სავსე ქალურობით, ხელშესახები და ამავე დროს ჰაეროვანი ენერგიით.   და ეს ცხენის კუდი:


”ამ ვარცხნილობას მამაჩემის გამო ვიკეთებდი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ნანახი არ მყავდა”,  – თქვა სილვეტემ.  ბერძნული დრამა უნახავს პარიზში, სპექტაკლში მოთამაშე გოგონას ძალიან ლამაზი ვარცხნილობა ჰქონია, მაღლა აწეული თმით, ბერძნული წესით. ”სწორედ ამიტომ გავიკეთე ასე თმა – მამაჩემისთვის”.


პიკასომ სილვეტის შესახებ პარიზში 60-ზე მეტი ნამუშევრისგან შემდგარი კოლექცია წარადგინა, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ამასთან, ხელოვნების სამყაროში გაჩნდა ინტერესი, თუ ვინ იყო სინამდვილეში “მონა ლიზა”. პიკასოს მუზის თანახმად, თავად ბრიჯიტ ბარდოც კი სპორტულად გამოეწყო მას შემდეგ, რაც სილვეტი კანის ფესტივალზე ნახა.


ბრიჯიტის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ: ”მე მივედი პიკასოს სანახავად, მაგრამ მას უკვე ჰყავდა დახატული სილვეტ დევიდი, არ უნდოდა ჩემი დახატვა”. (საბოლოოდ, ჩვენ აღმოვაჩენთ, თუ რატომ იყო პიკასო ერთადერთი ადამიანი, ვინც წინააღმდეგობა გაუწია ბრიჯიტ ბარდოს!)


”ვფიქრობდი, რომ ეს ძალიან სასაცილო იყო, – ჰყვებოდა მოგვიანებით სილვეტი ინტერვიუში. – ჩემმა ცხოვრებამ კანში ბარდოსა და ვადიმის გზები გადაკვეთა. მე და ტობი მაშინ კინოფესტივალზე მივდიოდით. ბრიჯიტს ყავისფერი თმა ჰქონდა, შემდეგ კი ქერა გახდა. მშვენიერი ქერა … ვფიქრობ, რომ ის ჩემზე უფრო ლამაზი იყო: უფრო სექსუალური. მე არ ვიყავი სექსუალური; სექსს გავურბოდი! სასაცილოა, არა? და ამას პიკასო ხედავდა”.


”ერთხელ მან გარაჟში წამიყვანა, სადაც მანქანას აყენებდა, – იხსენებდა სილვეტი 2016 წელს. – ეს იყო ძველი, მტვრით დაფარული Hispano Suiza, საოცარი მანქანა. მან კარი გააღო და უკანა სავარძელზე ჩამოჯდა. ვნერვიულობდი და ვფიქრობდი, ნუთუ პიკასოსთან ერთად უნდა დავჯდე? შემდეგ ვიფიქრე, ო, მოდი, ნუ სულელობ. ასეც მოვიქეცი. ის კი იქ იჯდა და რაღაც ისტორიებს მიყვებოდა. მითხრა, რომ შემოქმედებითობა ბედნიერებაა და ნებისმიერი ობიექტი შეიძლება საინტერესო იყოს – ყველა მათგანი აძლევს იდეებს. პიკასო არასდროს შემხებია. იცოდა, ხელი რომ დაეკარებინა, ირემივით დავფრთხებოდი”.


შესაძლოა ზუსტად ამ წინააღმდეგობამ აიძულა პიკასო, აღმოეჩინა სილვეტი. მას არა რეალურ ცხოვრებაში, არამედ ტილოზე, ქაღალდსა და ქანდაკებებზე სჭირდებოდა სილვეტის დატყვევება… თუმცა ესკიზური პორტრეტებიც კი, სადაც მხოლოდ რამდენიმე მონახაზია, ყოველთვის შესანიშნავი მხატვრულობითაა  გამორჩეული. “სილვეტების” გულშემატკივრები ამბობენ, რომ ეს ჩანახატები პიკასოს გენიალური შემოქმედებითი უნარის დადასტურებაა.

“პიკასოს ბევრი მიზოგინიაში სდებს ბრალს, თუმცა შეუძლებელია ქალები იმ ადამიანს სძულდეს, ვის ცხოვრებაშიც ამდენი ქალია. მე ვფიქრობ, რომ ეს სასაცილოა. იქნებ უბრალოდ პიკასოს არ შეეძლო ქალებთან ურთიერთობის შენარჩუნება”,  – აღნიშნა “ნიუ-იორკ თაიმსთან” ინტერვიუში  არნ გლიმშერმა. პიკასო სილვეტის მეგობარი მთელი ცხოვრების განმავლობაში დარჩა. რა დაემართა სილვეტს?

დღეს იგი თავად არის ნიჭიერი მხატვარი და კერამიკოსი, რომელიც ინგლისის სამხრეთში ცხოვრობს. 2016 წელს Country and Townhouse-თან საუბარში აღნიშნა, რომ მხატვარი მისთვის მამამისის ფიგურას ჰგავდა და ერთად გატარებულმა დრომ მის შემოქმედებაზე უფრო მეტი გავლენა მოახდინა, ვიდრე ამას აცნობიერებდა.

 

”პიკასოს ლაპარაკი არ უყვარდა. როცა ხატავდა, ვდუმდით. ამ დროს მხატვარი შინაგან სივრცეში გადადის, ცხოვრების მოჩვენებით მხარეში. ჭვრეტის საშუალებით, სხვა სამყაროში გადადიხართ… საკუთარ სულთან უფრო ახლოს… როდესაც თქვენ სპონტანურად მუშაობთ, სასწაული ხდება”.

ნახეთ სილვეტეს მშვენიერი ნამუშევრები.



ორიგინალი: https://www.messynessychic.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.