fbpx

60-იანების ნიუ იორკის პოეზიის სატელეფონო ცხელი ხაზი Dial-a-Poem, რომელმაც ეპოქა შექმნა – ჯონ ჯორნო


გააზიარე სტატია

 

1970 წლის ნებისმიერ ღამეს ამერიკის რომელიმე სოფელში თინეიჯერს შეეძლო ნომერი აეკრიფა და  პატი სმიტის, ჯონ კეიჯის, ალენ გინზბერგის, უილიამ ბეროუზის რადიკალური სიბრძნე მოესმინა – პოეტების სია გრძელი გახლდათ. საჭირო იყო Dial-a-Poem-ის 10 ციფრის აკრეფა – რევოლუციური ცხელი ხაზი, რომელიც მილიონობით ადამიანს აკავშირებდა და ცოცხლად ჩაწერილმა ლექსებმა და ინსპირაციულმა გამოსვლებმა განვითარება დაიწყო.

ეს ყველაფერი მოხდა ცხელი ხაზის დამფუძნებლისა და აქტივისტის, ჯონ ჯორნოს საცხოვრებლის მე-3 სართულზე, რომელიც იმ დროს ენდი უორჰოლის შეყვარებული იყო. ჯონი ერთ დილას ტელეფონზე ვიღაცას ელაპარაკებოდა და თავს გაღიზიანებულად გრძნობდა: “სავარაუდოდ, ნარკოტიკების ეფექტის ქვეშ ვიყავი და თან ნაბასუხევზეც გახლდით”,  – იხსენებს ჯორნო BBC-ის საარქივო დოკუმენტაციაში. ოცნებობდა, რომ ამ გამაღიზიანებელი ხმისთვის არ მოესმინა და თან ფიქრობდა: რა იქნებოდა, რომ ამის ნაცვლად მას ხმამაღლა წაკითხული პოეზიისთვის  მოესმინა? 

 

ახლა ეს შეიძლება ასე რადიკალურად არ ჟღერდეს, მაგრამ 1969 წელს ნამდვილად ინოვაცია იყო. ინტერნეტამდე ხმამაღლა წაკითხული პოეზიის მოსმენის შესაძლებლობა ბევრს არ ჰქონდა,  თუ დიდ ქალაქში ან კულტურულ ცენტრში არ იმყოფებოდა. ამ იდეამ პოეზია მილიონობით გულშემატკივრისთვის  ხელმისაწვდომი გახადა. ასე გაჩნდა Dial-A-Poem.

ზემო ისტ-საიდში მდებარე Architectural League-ის ერთ ოთახში 15 ტელეფონი ჰქონდათ, ჩამწერ მოწყობილობებთან ერთად. ყველგან მავთულები იყო და თავად ეს მოწყობილობა ჩვენთვის შეიძლება დღეს პრიმიტიულად ჩანდეს, მაგრამ მაშინ ნამდვილად სიახლეს წარმოადგენდა. თითოეული ტელეფონისთვის 15 საპასუხო მექანიზმი ჰქონდათ, დარეკვა ნებისმიერი ადგილიდან შეიძლებოდა. ზოგჯერ ხმის ხელოვნებას, პოლიტიკას, კომედიას ან მუსიკას განიხილავდნენ.  სატელეფონო კონტენტს ყოველდღიურად თავად ჯონ ჯორნო ცვლიდა, სატელეფონო ნომრებს კი სტიკერებით უკეთებდნენ რეკლამას – მათ  სატელეფონო ჯიხურებში, კაფეებსა და მეტროებში ათავსებდნენ. 

 

 

“დეკემბერში დავიწყეთ და თავიდან ცოტა გამოხმაურება გვქონდა, მაგრამ უკვე 13 იანვარს The New York Times-ში მეოთხედი ან მესამედი ადგილიც დავიმსახურეთ, ჩვენზე საუბრობდნენ და გვაქებდნენ, ტელეფონის ნომერი სამჯერ განათავსეს. ყოველ დილით, როდესაც სამსახურში მოწყენილი მიდიხარ და ამას ხედავ, “იღებ” და ნარკოტივით დამოკიდებული ხდები. თუ ჯონ ეშბერი მოგწყინდებათ, ყურმილს დაკიდებთ და ჯიმ კეროლს მიუსმენთ”.  საპასუხო მექანიზმის ტექნოლოგიას 1960-იანების ბოლოს დიდად არ იყენებდნენ, მაგრამ  Dial-A-Poem-ის გამოსვლიდან რამდენიმე თვეში სხვა სატელეფონო სერვისებმა “დააკოპირეს” და The New York Times-ის გვერდებზეც განთავსდნენ. 

 

“ყველაზე დატვირთული დრო დილის 9 საათიდან საღამოს 5 საათამდე იყო. რეალურად ნიუ-იორკის ოფისში მჯდომი ადამიანების უმეტესობა ტელეფონს დიდ დროს უთმობდა”, – განუცხადა The New York Times-ს ჯონ ჯორნომ 2005 წელს. “მეორე დატვირთული დრო იყო საღამოს 8:30-დან  11:30 საათამდე. ზარები  კალიფორნიიდან და ასევე იმ ადამიანებისგან, რომლებიც ვერ იძინებდნენ, დილის 2 საათიდან 6 საათამდე გრძელდებოდა”.

 

ათასობით ზარი შედიოდა, სხვა სატელეფონო კომპანიები კი დახურვით ემუქრებოდნენ. ინტერნეტის მსგავსად, მოულოდნელად Dial-A-Poem-მა ტექნოლოგიის გამოყენებით ისეთი რამ გახადა ხელმისაწვდომი, რაც ადრე არ იყო. ეს იყო ინფორმაციის, ისტორიებისა და პოეზიის ქსელი, სადაც გამოცდილებებს ცვლიდნენ – ეს ახლა ჩვენთვის უკვე ნაცნობია. ჯონი აცხადებს, რომ მოგვიანებით ამ სერვისმა გავლენა მოახდინა სატელეფონო ინფორმაციული სერვისების შექმნაზე, ბანკინგიდან დაწყებული, შოუების მოსმენით დამთავრებული. 

ეს სივრცე სავსე იყო დიდი მოაზროვნეებით, რადიკალური და ძლიერი ადამიანებით. პოეტები სენტიმენტალურებად ითვლებიან, მაგრამ ყველა მათგანი სენტიმენტალური როდია, ისინი მებრძოლებიც არიან. ჯორნომ ასობით ხელოვანი მოიწვია, რათა მათი ხმები ჩაეწერათ და ისეთ სოციალურ საკითხებზე ესაუბრათ, როგორებიცაა ვიეტნამის ომი და სექსუალური რევოლუცია. როდესაც მშობლებმა შეუსაბამო კონტენტის გამო უჩივლეს (რადგან მათი შვილები უსმენდნენ) FCC-მ (კომუნიკაციების ფედერალური კომისია) Dial-A-Poem დახურა. 

 

 

ჯონ ჯორნოს ექსპერიმენტული პროექტი საფრთხე გახდა საზოგადოებისთვის.  დღეს Dial-a-Poem-ის კონცეფცია შესაძლოა მოძველებულად ჟღერდეს, მაგრამ 50 წლის წინ ეს რადიკალური, საშიში იყო და, რა თქმა უნდა, შეცვალა პოეზიისადმი დამოკიდებულება  მომავალ თაობებში. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში Dial-a-Poem ქალაქში კვლავ ვრცელდებოდა, მაგრამ 1971 წელს საბოლოო დანიშნულების წერტილს მიაღწია.

 

მიუხედავად ამისა, იმიტაციური სერვისები არ შეჩერებულა –  Dial-a-Jokes-დან დაწყებული, Dial-a-Horoscopes-თი დამთავრებული. დღეს თუ იმავე ნომერს აკრეფთ, (212) 628-0400, Dial-a-Poem-ის ნაცვლად “დონა მესენჯერის კლინიკას” დაუკავშირდებით. 2005 წელს სერვისმა, როგორც ღია არქივმა, ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა, ცხელი ხაზის ფორმატში კი 2017 წელს რედ ბულის სპონსორობით განახლდა.  საბოლოო ჯამში, მან “რეინკარნაციის” ხანგრძლივი გზა განვლო, მაგრამ ისეთი არასდროს იქნება, როგორც 1969 წელს.

 

 

ორიგინალი: https://www.messynessychic.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.