fbpx

Banksy-მ ბრისტოლში მონობის მემორიალისთვის ორიგინალური იდეა წარადგინა


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ტომ რავენსკროფტი

გრაფიტის მხატვარმა ბენქსიმ ბრისტოლის მონობის მემორიალისთვის ესკიზი შექმნა და ინსტაგრამზე განათავსა – მასში წარმოდგენილია მონებით მოვაჭრე ედვარდ კოლსტონის ძეგლი, რომელსაც მომიტინგეები ანგრევენ. ბენქსის ვინაობა უცნობია, მაგრამ მიიჩნევენ, რომ ის ინგლისის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ქალაქ ბრისტოლიდანაა.

თავად ნახატი რეალურ მოვლენას ეხმიანება – Black Lives Matter პროტესტის ფარგლებში მართლაც ჩამოაგდეს კოლსტონის ქანდაკება. ედვარდი მე-17 საუკუნის მონათა ვაჭარი იყო, რომელიც 30 000 სიკვდილზეა პასუხისმგებელი და ბრისტოლში ძალიან ბევრ სკოლას, ქუჩასა თუ ნაგებობას მისი სახელი ჰქვია.

ძეგლის ჩამოგდების შემდეგ ამ საკითხმა დებატები გამოიწვია: რა უნდა ექნათ მისთვის და იმ ცარიელი კვარცხლბეკისთვის, რომელიც ქალაქის ცენტრში დარჩა.

ბენქსი ამ მოვლენას (შესაძლოა სატირულადაც) გამოეხმაურა: “რა უნდა ვუყოთ ბრისტოლის შუაგულში დარჩენილ  ცარიელ კვარცხლბეკს? გთავაზობთ იდეას, რომელიც ორივე მხარეს ითვალისწინებს [ქანდაკების მხარდამჭერებსაც და მოწინააღმდეგეებსაც]. მას წყლიდან ამოვიღებთ, ისევ მოვათავსებთ კვარცხლბეკზე, კისერზე ჯაჭვს მოვაბავთ და მომიტინგეების ქანდაკებებსაც დავამატებთ, რომლებიც ძეგლის ჩამოგდების პროცესში არიან. ყველა ბედნიერი იქნება და ამ ცნობილ დღესაც უკვდავყოფთ”.

ლონდონის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტმა განაცხადა, რომ ჯონ კასის სახელობის ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლას სახელს გადაარქმევენ და “ჯონ კასს” ამოიღებენ, რადგან ის მე-17 საუკუნეში მონათა მოვაჭრეთაგან ერთ-ერთი იყო. 

 

ორიგინალი: https://www.dezeen.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.