fbpx

2021 წლის ოსკარის ცერემონია ორი თვით გადაიდო


გააზიარე სტატია

ამერიკის კინოაკადემიის გადაწყვეტილებით, ოსკარის დაჯილდოების ცერემონია, რომელიც ტრადიციულად თებერვლის ბოლოს იმართებოდა ხოლმე, პანდემიის გამო 2021 წლის აპრილში ჩატარდება. 

კინოაკადემიაში ამბობენ, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჩაშლილი პრემიერებია, რომელთა ეკრანზე გამოსვლაც  ახალი  კორონავირუსის გამო ვერ მოხერხდა.  

“ოსკარის ცერემონია 2021 წლის 25 აპრილს ჩატარდება. ნომინაციებს კი 2021 წლის 15 მარტს გამოვაცხადებთ”, – ნათქვამია ამერიკის კინოაკადემიის განცხადებაში.

92-წლიანი არსებობის მანძილზე  ოსკარის ცერემონია სულ სამჯერ გადაიდო: პირველად 1938 წელს, როცა ლოს-ანჯელესი  წყალდიდობის დროს დაიტბორა, მეორედ 1968 წელს, როდესაც მარტინ ლუთერ კინგი მოკლეს და 1981 წელს, როდესაც პრეზიდენტ რონალდ რეიგანის მოკვლა სცადეს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.