fbpx

კლიმტის ინსპირაციით შექმნილი პორტრეტები ორნამენტებით – ტონი ჩატმონი


გააზიარე სტატია

ავტორი: გრეის ებერტი

ტონი ჩატმონის ფოტოსერიაში – The Redemption სადღესასწაულოდ გამოწყობილი ბავშვები არიან ასახულნი, რომელთაც ხელით შექმნილი, მოოქრული ტანსაცმელი აცვიათ. ფოტოები ავსტრიელი მხატვრის, გუსტავ კლიმტის შემოქმედების შთაგონებითაა შექმნილი. “ამ პორტრეტებმა კონტრნარატივის მსგავსად უნდა იმოქმედონ და შავი თმის, ტრადიციებისა და კულტურის სილამაზის შესახებ კიდევ ერთხელ შეახსენონ საზოგადოებას, მათ უნდა გაგვათავისუფლონ სტერეოტიპული აზროვნებისგან”, – ამბობს მხატვარი. “ეს არის არა აღიარების ძიება, არამედ მტკიცებულება შავი კანის სილამაზის შესახებ.”

მერილენდელი მხატვარი იმედოვნებს, რომ მისი პორტრეტები ისეთივე ემოციებს გამოიწვევს მნახველში, როგორსაც გუსტავ კლიმტის “კოცნა”. “მახსოვს, როგორ მიიპყრო ჩემი ყურადღება ნახატის თითოეულმა დეტალმა, პოზებმა, გრაციამ და რა თქმა უნდა, ოქროს ფერმა. პორტრეტებზე ორნამენტული დანამატები სილამაზეზე მიანიშნებს, რასაც ჩატმონისთვის მრავალი განსხვავებული მნიშვნელობა აქვს”.

“სილამაზე ამ პორტრეტებზე ასახული ბავშვებია. სილამაზე ინდივიდუალურობა და შეუსაბამობაა. სილამაზე ისეთი რამ არის, რაც დაინახე და არასდროს გავიწყდება, რადგან წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა შენზე. ლამაზია ის ემოცია, რომელსაც ბავშვის გაჩენის შემდეგ, პირველად ჩახუტებისას ვგრძნობდი. სილამაზეა დედობა. სილამაზეა, როდესაც ჩემი 15 წლის ვაჟი ყოველ ღამე მკოცნის და მეუბნება, რომ ვუყვარვარ. სილამაზე არის სიკეთე. სილამაზემ იცის, რომ მშვენიერი ხარ იმ სამყაროშიც კი, რომელიც გაიძულებს სხვანაირად იფიქრო”. 

ჩატმონის უფრო მეტი ნამუშევრის სანახავად ეწვიეთ მის პირად საიტსა და  ინსტაგრამის გვერდს. 



ორიგინალი: https://www.thisiscolossal.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.