fbpx

კრისტენ სტიუარტი ახალ ფილმში პრინცესა დაიანას როლს შეასრულებს


გააზიარე სტატია

 

“ბინდის” ვარსკვლავი –  კრისტენ სტიუარტი დიდ ეკრანზე ხალხის გულების პრინცესას, ლედი დაიანას გააცოცხლებს. 

მსახიობი პაბლო ლარაინის ახალ დრამაში – “სპენსერი” ხანგრძლივი ფიქრისა და კასტინგის შემდეგ დაამტკიცეს. 

ფილმის სიუჟეტი ლედი დის ცხოვრების იმ ეტაპზე მოგვითხრობს, როდესაც ის პრინც ჩარლზთან დაშორებას გადაწყვეტს. “სპენსერში” ასევე მოთხრობილი იქნება მისი ურთიერთობის შესახებ დოდი ალფაიედთან და 1997 წლის იმ   ღამეზეც, როდესაც დაიანა ტრაგიკულად დაიღუპა.  

ლარაინს აქამდე გადაღებული აქვს 3 ოსკარის ნომინანტი კინოსურათი – Jackie, რომელიც აშშ-ის ყოფილი პირველი ლედის, ჟაკლინ კენედის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.