fbpx

იაპონური vintage ასანთის კოლოფები – ეროტიკული სცენებითა და დაუვიწყარი დიზაინით უცნობი ოსტატებისგან


გააზიარე სტატია

ავტორი: მარტინ შნეიდერი

 

ასანთის კოლოფის მომხიბლავი ნაკრების შესახებ ინფორმაცია რთულად მოსაპოვებელია. ვიცი, რომ ეს იაპონურია, ამას ნებისმიერი შეამჩნევს. ისიც ვიცი და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ 1950-იან წლებამდე შეიქმნა. 

Flickr-ის ერთ-ერთი მომხმარებელი, რომლის საიდენტიფიკაციო სახელი პლატფორმაზე “maraid”-ია, განმარტავს, რომ კოლექცია მისი მეგობრის ბაბუას ეკუთვნის და სურათები 1920-1940-იანი წლებით თარიღდება. ყველა გარეკანზე მარტოხელა ქალია გამოსახული, რომელიც შიშველია, მაგრამ კოლექციის სერია რამდენიმე ქალს მოიცავს. გამოსახულებებს ძალიან თანმიმდევრული პალიტრა აქვთ: ლურჯი, წითელი, მწვანე და კრემისებრი ფერი, რომელიც ძირითადად კანისთვის გამოიყენება. ზოგჯერ ობიექტი გარეთაა, მაგრამ უმეტესად – შინ. ამასთან, ქალები რაიმე ეროტიკულ პროცესში არ არიან ჩართულნი – ისინი ხან კატებს ეთამაშებიან, ხან კი უბრალოდ ისვენებენ. როგორც ჩანს, უწინ ესეც კი საკმარისად ეროტიკულად ითვლებოდა. 

 

მანამ, სანამ ჯანდაცვის წარმომადგენლები მოწევის შემცირებისკენ მოგვიწოდებდნენ, ან ელექტროსიგარეტებსა და სანთებელებს გამოიგონებდნენ, ასანთი  საყოველთაოდ ცნობილი იყო. მოწევას ხუთი წლის წინ დავანებე თავი და მას შემდეგ ასანთი თითქმის არ ამინთია, არც თან ვატარებ. (მაშინაც კი, როცა ვეწეოდი, სანთებელას ვამჯობინებდი). 

ასანთები ხელმოწერილია, რაც უჩვეულოა იმ ეპოქისთვის – რა თქმა უნდა, ეს იმის მანიშნებელია, რომ მხატვარი და ალბათ მწარმოებელიც კი ასანთებს განსაკუთრებულად მიიჩნევდნენ. ზოგადად, ასანთის ყუთების ეტიკეტების უმეტესობაში უბრალო რეკლამას ვხვდებით, ამიტომ იშვიათად გვხვდება ინფორმაცია შემქმნელის შესახებ. ხელმოწერილი ინიციალებითაც კი არ ვიცი, ვინ გააკეთა ეს. ნებისმიერ შემთხვევაში ქედს ვიხრი მის წინაშე.

ორიგინალი: https://dangerousminds.net/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.