fbpx

კორონავირუსი: დამტკიცდა, რომ დექსამეტაზონი პირველი საშუალებაა სიცოცხლის გადასარჩენად


გააზიარე სტატია

 

ავტორი: მაიქლ რობერტსი

 

მცირე დოზით სტეროიდული, სამკურნალო დექსამეტაზონის მიღება უმნიშვნელოვანესია მომაკვდინებელი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისას, – განაცხადეს ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ექსპერტებმა.

ეს მედიკამენტი ერთ-ერთია, რომელსაც მსოფლიოს უდიდესი კვლევების ფარგლებში აკვირდებოდნენ, რომ ენახათ ნამდვილად მოქმედებდა თუ არა ის კორონავირუსზე.

ის ამცირებდა სიკვდილიანობას ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულ ყოველ მესამე პაციენტში, ხოლო ჟანგბადზე შეერთებულთა შემთხვევაში, რისკი ყოველ მეხუთე პაციენტამდე მცირდებოდა.

“ამ მედიკამენტის გამოყენება, რომ პანდემიის გამოჩენისთანავე დაგვეწყო, დამატებით 5 000-ზე მეტ პაციენტს გადავარჩენდით”, – აცხადებენ მკვლევრები.

ეს შეიძლება საკმაოდ დიდი შეღავათი ყოფილიყო ღარიბი ქვეყნებისთვის, რომელთაც კოვიდ-ინფექციის გავრცელების მაღალი მაჩვენებელი აქვთ.

ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოს მთავრობას 200,000 სახეობის მედიკამენტი აქვს მარაგში და ამბობენ, რომ NHS დექსამეტაზონს პაციენტებისთვის ხელმისაწვდომს გახდის.

პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აღნიშნავს, რომ ეს სიხარულის უტყუარი მიზეზია, “ბრიტანელი მეცნიერების უდიდესი მიღწევაა”. ასევე ამბობს: “ჩვენ ერთი ნაბიჯით წინ უნდა ვიყოთ და გვქონდეს საკმარისი მარაგი, თუ პანდემიის მეორე ტალღა დაიწყება.”

ჯანდაცვის მინისტრი, პროფესორი კრის უითი ფიქრობს, რომ ამ აღმოჩენას შეუძლია მთელ მსოფლიოში უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს.

დაახლოებით 20-დან 19 პაციენტი ჰოსპიტალიზირების გარეშე გამოჯანმრთელდა.

საავადმყოფოში მყოფ პაციენთა შორისაც ბევრი გამოჯანმრთელდა, მაგრამ ზოგიერთს ჟანგბადი ან ხელოვნური სუნთქვის აპარატი ესაჭიროებოდა.

დექსამეტაზონი კი სწორედ ამ მაღალი რისკების თავიდან აცილებაში ეხმარება პაციენტებს.

ეს მედიკამენტი უკვე საკმაოდ აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა ინფექციების შემთხვევაში, მათ შორის – ართრიტის, ასთმის და ზოგიერთი კანის დაავადების წინააღმდეგ.

მას ასევე შეუძლია კორონავირუსით გამოწვეული იმუნიტეტის გადაჭარბებული გაძლიერებისგან მოყენებული ზიანის თავიდან აცილება. ორგანიზმის ეს გადამეტებული რეაქცია მკურნალობაზე შეიძლება ჯანმრთელობისთვის საკმაოდ საზიანო აღმოჩნდეს.

ოქსფორდის უნივერსიტეტმა ჩაატარა ცდები, რომლის დროსაც  2000 ინფიცირებულს მისცეს დექსამეტაზონი და შეადარეს 4000-ზე მეტს პაციენტს, რომელთაც არ მიუღიათ ეს მედიკამენტი.

სუნთქვის აპარატზე შეერთებულთა სიკვდილიანობის რისკი 40%-დან 28%-მდე შემცირდა.

ჟანგბადის მიწოდებაზე მყოფ პაციენტთა რისკმა კი 25%-დან 20%-მდე  დაიკლო.

მთავარი მკვლევარი, პროფესორი პეტერ ჰორბი აცხადებს: “ეს ერთადერთი მედიკამენტია, რომელიც აშკარად ამცირებს სიკვდილიანობას და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მკურნალობაზე.  ეს სერიაზული აღმოჩენაა.”

პროფესორი მარტინ ლენდრეი აღნიშნავს, რომ ეს აღმოჩენა მხოლოდ ერთი სიცოცხლის გადარჩენისთვისაც კი ღირდა.

  • სუნთქვის აპარატზე შეერთებული ყოველი მერვე პაციენტი.
  • ყოველი 20 ჟანგბადზე მყოფი 25 ინფიცირებულიდან.

“ეს აშკარა, თვალსაჩინო  შეღავათია”, – ამბობს ის.

 

“დექსამეტაზონით მკურნალობა 10 დღემდე მიმდინარეობს  და თითო პაციენტისთვის მხოლოდ 5 ფუნტი ჯდება. ანუ თითო პაციენტის გადარჩენა დაახლოებით 35 ფუნტი ღირს. ეს წამალი მთელ მსოფლიოშია ხელმისაწვდომი, ნებისმიერ საავადმყოფოს შეუძლია შეუზღუდავად მიაწოდოს მედიკამენტი პაციენტებს”, – აცხადებს პროფესორი მარტინ ლენდრეი.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც არ შეიძლება ადამიანი გავიდეს, იყიდოს წამალი და სახლში დალიოს. დექსამეტაზონი არ მოქმედებს სუსტ სიმპტომებზე, მას არ აქვს სამკურნალო უნარი, თუ პაციენტს არ აღენიშნება სუნთქვის გართულება.

განახლებული ცდები დაიწყო მარტში, ასევე ამოწმებდნენ ჰიდროქსოლოფილს, რომელიც მალარიის სამკურნალოდ გამოიყენება. შემდეგში აღმოაჩინეს, რომ ეს მედიკამენტი გულის დავადებებისას და მძიმე  შემთხვევებში გამოდგებოდა.

ანტივირუსული რემდესივერი, რომელიც ამცირებდა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების გამომჯობინების ვადებს, უკვე ხელმისაწვდომია ეროვნული ჯანდაცვის სერვისის ფარგლებში.

დექსამეტაზონი ძველი, მაგრამ იაფი და ეფექტური გზაა, რომელმაც დაამტკიცა, რომ ამცირებს კოვიდინფექციით სიკვდილიანობის მაჩვენებელს.  ნამდვილად საზეიმო სიახლეა, რადგანაც ეს აღმოჩენა ბევრ სარგებელს მოუტანს პაციენტებს მთელ მსოფლიოში.  

დექსამეტაზონი 1960 წლიდან არსებობს და  მსოფლიოში მრავალ შემთხვევაში გამოიყენება. მაგალითად, ასთმისა და ართრიტის სამკურნალოდ. სასუნთქ აპარატზე შეერთებულ პაციენტთა ნახევარი იღუპება, ასე რომ ამ რისკის შემცირება დიდი წინსვლა იქნება.

მედიკამენტის შეყვანა შესაძლებელია ინტრავენური კათეტერით ან ტაბლეტის სახით ნაკლებად მძიმე პაციენტების შემთხვევაში,  გარდა ამისა, რემდესივერი კიდევ ერთი მედიკამენტია  კოვიდინფექციის წინააღმდეგ, რომელიც ჩვეულებრივ ებოლას შემთხვევაში გამოიყენებოდა.

ცდებმა ისიც აჩვენა, რომ ეს მედიკამენტი სიმპტომების ხანგრძლივობას 15-დან 11 დღემდე ამცირებს, მაგრამ მტკიცებულება, რომ მას შეუძლია სიკვდილიანობის შემცირება, არ იყო საკმარისად დამაჯერებელი.

დექსამეტაზონისგან განსხვავებით რემდესივერი ახალია და შეზღუდული რაოდენობით გამოდის, ამიტომ მისი ზუსტი ფასი ჯერ არ გამოცხადებულა.

ორიგინალი: https://www.bbc.com

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.