fbpx

როგორ ვიკვებოთ სწორად?!


გააზიარე სტატია

სტატიას წარმოგიდგენთ:

ავტორი: თამარ ბენდელიანი


 

ჯანსაღი კვება, რაციონის სწორად შერჩევა შესაძლებელია გახდეს სასიამოვნო რუტინა, რადგან ცხოვრება უფრო მარტივდება – ჯანმრთელობასთან და წონასთან დაკავშირებული პრობლემები ქრება, ძილიც მეტად მოწესრიგებულია, საკუთარ თავთან ჰარმონიაც მყარდება და განწყობაც ყოველდღურად  უმჯობესდება.

რუტინის შედგენა

თუ აქამდე საუზმეს არ სცნობდით, თქვენ ყველაზე მთავარ პირველ ეტაპს ტოვებდით – ნოყიერი საუზმე განსაზღვრავს მთელი დღის განმავლობაში თქვენი ორგანიზმის სწორად ფუნქციონირებას. გარდა ამისა, აგარიდებთ სხვადასხვა ცდუნებას და სასუსნაოებზე უარის თქმა მარტივად მოგიწევთ. იდეალური საუზმე გამოიყურება შემდგნაირად – 50-60% ნახშირწყლები, ცხიმი – 25-30%; ცილა – 10-15%.

დღის განმავლობაში მთავარი ენერგიის წყაროს – სადილის მისართმევად აუცილებლად ჩართეთ ხორცპროდუქტები და ბოსტნეული. კვებებს შორის კი შუალედში მიიღეეთ ხილის სალათი.

ვახშამი კი აუცილებლად უნდა იყოს მსუბუქი და განისაზღვროს არაუგვიანეს 20:00 საათისა, დაძინებამდე 3-4 საათით ადრე, მსუბუქი ბოსტნეულის სალათა და ნაკლებცხიმიანი რძის პროდუქტები იდეალური იქნება დღის დასასრულებლად.

5 მთავარი რჩევა!

  • შეზღუდეთ შაქრის შემცველი პროდუქტები, აკრძალეთ გაზიანი სასმელების მიღება;
  • მიიღეთ ხილის, მარცვლეულის და თხილეულის დაბალანსებული რაოდენობა;
  • კვებებს შორის მოერიდეთ წახემსებას, თუ ვერ მოახერხებთ, მხოლოდ ხილი ან თხილეული მიიღეთ;
  • მოერიდეთ ‘“ექსტრემალური“ დიეტებს, რასაც შესაძლებელია ნივთიერებათა ცვლის მოშლა მოჰყვეს;
  • იკვებეთ 3-4 საათიანი ინტერვალებით.

მოამზადეთ თავად

ოფისში მომუშავე ადამიანისთვის ყოველდღიური საზრუნავი კვებაც არის, რა მიირთვას, როგორ აირიდოს თავი ცომეულის და არაჯანსაღი საკვების მიღებისგან. სწორედ ამიტომ, თავად იზრუნეთ მის მომზადებაზე. წინა დღით მაღაზიიდან მოიმარაგეთ და თან ატარეთ: მოხარშული კვერცხი, მაწონი, კეფირი, ბოსტნეულის სალათა, ხილის მიქსი, ქათმის ფილეთი მომზადებული სადილი.  წასახემსებლად იდეალურია წვრილად დაჭრილი ბოსტნეული: სტაფილო და ბულგარული წიწაკა.

წყლის და ფიზიკური აქტივობის როლი

შესაძლებელია, ყველა ზემოთხსენებული რჩევა გაითვალისწინოთ, მაგრამ წყლის მიღების და ფიზიკური დატვირთვის გარეშე ორგანიზმს ყველაზე საჭირო  აქტივობებს აარიდებთ. ხშირად, შესაძლებელია ენერგიის ნაკლებობა და სისუსტე გაუწყლოების შედეგიც იყოს, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, მიიღეთ 8 ჭიქამდე წყალი და დაუთმეთ დრო საკუთარ თავს – რეგულარულად იარეთ ფეხით, 30-40 წუთის განმავლობაში ყოველდღიურად სიარული ჩვევად გადაგექცევათ და თქვენს ჯანმრთელობაზეც დადებითად აისახება.

რა უნდა გაითვალისწინოთ ალერგიულობის, დიაბეტის და სხვა ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში

სწორად კვებას განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობა აქვს ქრონიკული დაავადებების დროს. შაქრიანი დიაბეტის დროს მარტივად ათვისებადი ნახშირწყლები სრულად უნდა იქნეს ამოღებული რაციონიდან, მაგ: შაქარი, შოკოლადი, თაფლი, გაზიანი სასმელები. ალერგიული დაავადებების დროს, აუცილებელია, პირველ რიგში განისაზღვროს რომელი პროდუქტის მიმართ ხართ ალერგიული და შემდეგ მოხდეს მათი რაციონიდან ამოღება, ან მინიმუმამდე დაყვანა. ცხიმოვანი ცვლის მოშლის დროს (დისლიპიდემია) როდესაც სისხლში ფიქსირდება ე.წ. “ცუდი” ქოლესტერინის მაღალი დონე, რაციონიდან უნდა ამოიღოთ მაღალცხიმიანი პროდუქტები, როგორიცაა – არაჟანი, კარაქი, ცხიმიანი ხორცი. სასურველია, აქტიურად იკვებოთ მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინის ე.წ.”კარგი” ქოლესტერინის შემცველი საკვებით და მიიღოთ მცენარეული ცხიმები, თხილეული, პარკოსნები, ზეთისხილი, ავოკადო და ა.შ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.