fbpx

თაიგული: ანი პირველი-ეს ჩვენთან ხდება?


გააზიარე სტატია


როდესაც ანი პირველის შექმნილს თუ ორგანიზებულს, ფოტოებსა თუ ვიდეოში ნახულობენ, ბევრს არ სჯერა, რომ ეს ყველაფერი სწორედ “ჩვენთან” შეიქმნა. ათვალიერებენ და ხშირად კითხულობენ – ეს ჩვენთან ხდება? 

ანი ამ საქმიანობაში ძალიან ბევრი წლის წინ ცოტა ხუმრობით და უფრო გართობის მიზნით  ჩაერთო. 16 წლისამ, თავის მეგობარ ჯაბა დიასამიძესთან ერთად, პარიზიდან დიჯეი ჩამოიყვანა. 

მასშტაბური ღონისძიება მათთვისაც მოულოდნელად  ძალიან წარმატებული გამოვიდა. მას შემდეგ, ისევ ჯაბასთან ერთად, ანიმ არაერთი შთამბეჭდავი ჩვენება მოაწყო.

 

თაიგული: ანი პირველი-ეს ჩვენთან ხდება?

ანი პირველი-თავადაა კომპანიაც, ბრენდიც და არაერთი ლამაზი წვეულების შემქმნელი. მისი ყველა ღონისძიება რადიკალურად განსხვავებულია, თავისივე შექმნილისგანაც კი. ალბათ ამიტომაც ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესის და აღფრთოვანების საგანი ხდება.წაიკითხat ანის რეკომენდაციები და ნახat ლევან მაისურაძის და თამუნა გეფერიძის ვიდეო🌷https://at.ge/2020/06/18/taiguli/

Gepostet von AT.ge am Donnerstag, 18. Juni 2020

 

პირველი ქორწილიც ისევ მეგობრების – კახის და ნანიკოსი იყო. ეს ულამაზესი ქორწილი ალბათ იმ წლის most instagrammed სადღესასწაულო ღონისძიებად იქცა, და უკვე მესამე წელია ანის წარმატება სულ თან სდევს.

ანი ყველაფერში თავადაა ჩართული – “არ არსებობს დეტალი ღონისძიების დაკვეთიდან დასრულებამადე, რომელსაც თავად არ ვაკონტროლებ, მიუხედავად იმისა, რომ მყავს არაჩვეულებრივი გუნდი, რომელსაც სრულიად ვენდობი.”

ანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ღონისძიება იყოს რადიკალურად ერთმანეთისგან განსხვავებული როგორც კონცეფციით, ისე ვიზუალურად.

ანი არ მეორდება.

 

როგორ მოვრთოთ სადღესასწაულო მაგიდა? – რეკომენდაციები ანი პირველისგან:

  • მთავარია გიყვარდეთ სტუმრების მიღება, გართობა, მხიარულება – სხვანაირად არაფერი გამოვა. 
  • პირველ რიგში ამოარჩიეთ თემა და ამის მიხედვით მოარგეთ სუფრას დეკორაცია, საჭმელი, სასმელი. დეკორაციაში ჩემთვის მნიშვნელოვანია ყვავილები, რაც მეტი, მით უკეთესი. ფერების არევისა არ მოგერიდოთ, თუ სხვადასხვა ფერის ყვავილები არ გაქვთ, აარჩიეთ ერთი ფერი და გადატვირთეთ.
  • ზოგ შემთხვევაში ყვავილის ნაცვლად ხილი ან ბოსტნეული შეგიძლიათ გამოიყენოთ (მაგალითად, ქალაქგარეთ მიღების დროს). თუკი ბუნებაში აკეთებთ ღონისძიებას, მოარგეთ გარემოს, რომ ჰარმონია არ დაიკარგოს. თუმცა პირიქითაც შეიძლება – სრულიად  საპირისპირო და ამოვარდნილიც შეიძლება იყოს ლამაზი. მინდორში მინიმალისტურად გაშლილი მაგიდა უკვე ლამაზი დეკორია.
  • ვერცხლის ჭურჭელი ძალიან ალამაზებს მაგიდას, სინათლეს მატებს და უფრო სადღესასწაულო განწყობას ქმნის, საღამოს კი გამოიყენეთ შანდლები. 
  • თუ ვერცხლის სერვიზი არ გაქვთ, სარკის მასალაც შეგიძლიათ გამოიყენოთ საინტერესოდ და მარტივად, ან რაიმე მასალა, რაც ირეკლავს. 
  • მთავარია, მიღების დროს მზად იყოთ ცვლილებებისთვის, თუმცა თავში უნდა გქონდეთ რაღაც თანამიმდევრობა (კოქტეილი, ვახშამი, ცეკვა) და მერე უკვე ადვილია იმპროვიზაცია. დაგეგმილი იმპროვიზაცია  კარგი ინსტრუმენტია განუმეორებელი ეფექტის მოსახდენად.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.