fbpx

ნიუ-იორკის ავტობუსიდან გადაღებული ფოტოსერიები Time Lapse – ქსან პადრონი


გააზიარე სტატია



ქსან პადრონი ესპანეთში დაბადებული ფოტოგრაფია, რომელიც ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს და მუშაობს. პადრონი ორი წლის განმავლობაში ავტობუსის გაჩერებებთან  იღებდა ფოტოებს, რის შედეგადაც ქალაქური “პორტრეტების” სერია შეიქმნა.  შეიძლება ითქვას, რომ „Time Lapse“ ხალხის პორტრეტებით ქალაქის სულის დაჭერის ხელოვნებაა.

 

”მე მოხიბლული ვარ იმით, რაც ქალაქის ყველაზე შორეულ კუთხეში ხდება.  ცხოვრების მოხეტიალე წესის წყალობით მთელ მსოფლიოში ვმოგზაურობ. მიყვარს ქალაქებში სიარული,   საათობით საინტერესო ადგილების ძიება და  ადამიანების შეუმჩნევლად გადაღება. ჩემს ნამუშევრებს ქალაქისა თუ კონკრეტული უბნის ერთგვარ დოკუმენტაციად ვთვლი. ეს სერია ეხება არა ჩემს გადაღებულ სურათებს, არამედ იმ ცხოვრებას, რომელიც კადრის შეჩერების მომენტიდან იწყება”.

ჯერჯერობით პროექტი მოიცავს ფოტოებს ჩინეთიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ავსტრალიიდან, აშშ-დან და კუბიდან.

დაათვალიერეთ ფოტოები.



ორიგინალი:https://www.booooooom.com


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.