fbpx

ფლორიდაში მოქალაქეებს ბოტოქსის ინიექციას მანქანიდან გადმოუსვლელად სთავაზობენ


გააზიარე სტატია

ავტორი: ზაქარი ფაგენსონი

 

კარანტინში მყოფი ფლორიდის მცხოვრებლები სიცილის მიმიკურ ნაოჭებზე დარდობენ – ბოტოქსი კვლავ აქტუალურია და მათ ამ პროცედურას მანქანებიდან გადმოუსვლელად – ე.წ. drive through მომსახურებით სთავაზობენ.  

მაისში შეერთებული შტატები შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქებას დათანხმდა, ეს კი გარკვეული სამედიცინო პროცედურების, მათ შორის ბოტოქსის ინიექციებისა და კოსმეტიკური ქირურგიის განახლებასაც ნიშნავს.  

Dr.Miami-დ ცნობილი პლასტიკური ქირურგი მაიკლ სალზაჰაუერი drive-through ბოტოქსის ინიექციებს საკუთარი სახლის ავტოფარეხში აკეთებდა. მისი თქმით, ეს იდეა მაშინ დაებადა, როცა მანქანაში იჯდა და COVID-19-ის ანტისხეულების სისხლის ტესტის ჩატარებას ელოდებოდა.  

“არეალი, რომელშიც ბოტოქსის ინიექციები შეგვყავს, ძირითადად ზედა სახეა, ანუ ის ნაწილი, რომელსაც ნიღაბი ვერ ფარავს”, – განაცხადა მაიკლმა და ნიღბითა და ქირურგიული აღჭურვილობით შემდეგ პაციენტს ელოდებოდა.  

 მსურველებს ჩაწერა  შეუძლიათ ონლაინ, შუბლზე წერტილოვანი ინიექციები კი საშუალოდ 600$ ღირს.  

36 წლის არმან ოჰევშალომი თავის ცოლთან ერთად ენთუზიაზმით ელოდებოდა საკუთარ რიგს, ბოტოქსის ინიექციას კი პირველად იკეთებდნენ. “ძალიან კრეატიულია და როცა საკუთარი თვალით დავინახე, რამდენად პროფესიონალურად მართავენ ამ საკითხს, მივხვდი, რომ აქაც ისეთივე კომფორტულად ვგრძნობდი თავს, როგორც ოფისში”,  – განაცხადა არმანმა. 

ფლორიდის ტატუ-არტისტები შეწუხებულები არიან, რადგან მარტიდან მოყოლებული მათი სალონები დაკეტილია – არ იციან როდის დართავენ გახსნის ნებას, ან რატომ არ აძლევენ ამის  უფლებას ახლა. 

როგორც ტატუ სალონის მფლობელმა ჩიკო კორტეზმა განაცხადა, ბოტოქსის ინიექციები “ტატუს მსგავსია, რადგან ამ შემთხვევაშიც კანზე მოქმედებ”.  Florida Professional Tattoo Artist Guild-ის მიხედვით, ფლორიდაში 10 000 ტატუ-არტისტია.  

Miami-Dade County-ს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ მერი კარლოს გიმენეზი მალე აპირებს ტატუ-სალონების გახსნის თარიღის გამოცხადებას. “ის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან და სამედიცინო ექსპერტებთან თანამშრომლობს, რათა ერთობლივად გადაწყვიტონ ის გზა, რითაც უსაფრთხოდ გაიხსნიან სალონებს.”  

ორიგინალი: https://www.reuters.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.