fbpx

ბარსელონას ოპერის გახსნას აუდიტორიის ნაცვლად მცენარეები ესწრებიან


გააზიარე სტატია

მართლაც უცნაური სანახავია, რომ მუსიკოსებმა Gran Teatre del Liceu-ში კონცერტი არა ადამიანების, არამედ 2,300 მცენარის გარემოცვაში ჩაატარეს. ორგანიზატორების თქმით, მიზანი ცნობიერების ამაღლებაა იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აუდიტორია პოსტკარანტინის პერიოდში და რამდენად აბსურდულია ადამიანური ცხოვრება პანდემიის ფონზე.

 დამატებითი ბონუსის სახით – ყველა მცენარე გადაეცემა წინა ხაზზე მომუშავე ჯანდაცვის მუშაკებს.

 კონცერტი ესპანეთის საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან ერთი დღის შემდეგ ჩატარდა. ქვეყანამ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დარტყმა მიიღო COVID-19-ისგან –  გარდაიცვალა 28 000-ზე მეტი ადამიანი.    

Liceu-ს ოპერაში იმედოვნებენ, რომ შოუ კიდევ ერთხელ დაადასტურებს ხელოვნების, მუსიკისა და ბუნების ღირებულებას და  მათი საქმიანობა ნორმალურ გზას დაუბრუნდება. რასაკვირველია, ფოთლების შრიალის შეცვლა ნამდვილი აპლოდისმენტებით კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. 

 ორიგინალი: https://www.tmz.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.