Mamma Mia შესაძლოა ეკრანს მესამე ფილმით დაუბრუნდეს
Mamma Mia! Here We Go Again! – დიახ, არ მოგეჩვენათ, სუპერპოპულარული მიუზიკლის პროდიუსერმა ჯუდი კრემერმა ერთ-ერთ ინტერვიუში დაადასტურა, რომ არ არის გამორიცხული, მაყურებელმა უკვე საკულტოდ ქცეული მიუზიკლის მესამე ნაწილიც იხილოს.
ABBA-ს სიმღერების მიხედვით შექმნილი ფილმი კინოეკრანზე პირველად 2008 წელს გამოვიდა და კომერციულ წარმატება და ხალხის დიდი სიყვარულიც დაიმსახურა. ფილმში მთავარ როლებს ლეგენდარულ მერილ სტრიპთან ერთად, კოლინ ფერტი, ამანდა სეიფრიდი, სტელან სკარსგარდი, კრისტენ ბარანსკი, პირს ბროსნანი და ჯულია უოლტერი ასრულებენ.
ფილმი იმდენად წარმატებული გახდა, რომ პირველი ნაწილის პრემიერიდან 10 წლის შემდეგ, 2018 წელს, “მამა მიას” მეორე ნაწილიც გამოვიდა, სადაც სამსახიობო გუნდს მომღერალი შერიც შეუერთდა.
აღსანიშნავია, რომ შესაძლო მესამე ნაწილთან დაკავშირებით პირველი კომენტარი უკვე გააკეთა ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელმა ამანდა სეიფრიდმა და თქვა, რომ მზად არის გაემგზავროს საბერძნეთის ულამაზეს კუნძულზე და კიდევ ერთხელ შეასრულოს სოფის როლი.