fbpx

Xatuna Official, Gaz Volga Fashion Week და ქართული მოდა ინსტაგრამზე


გააზიარე სტატია

ერთი თვეც არ არის, რაც ინსტაგრამზე გამოჩნდა ხათუნა სულიკაშვილი, რომელიც მისივე დახასიათებით – არის “ქალი გიჟი, დონე მაღალი.” 

ხათუნა სულიკაშვილი გამოგონილი პერსონაჟია, რომლის უკანაც ორი მეგობარი დგას – ისინი საკუთარ ვინაობას მიუხედავად მაღალი ინტერესისა,  არ ამჟღავნებენ. რაც შეგვიძლია მათ შესახებ ხათუნა სულიკაშვილის პროფაილიდან გავიგოთ, არის ის, რომ კარგად ერკვევიან ქართული მოდის შიდა და გარე დინებებში, იცნობენ კაფე “სტამბისა” და “რუმსის” კაფეებში არსებულ ვითარებას, იქ მოსიარულე ხალხს და აქვთ კარგი იუმორის გრძნობა. გამოგონილი პერსონაჟი ხათუნა სულიკაშვილი ინსტაგრამზე ქართული მოდის აღსაწერად თუ მატიანის შესაქმნელად  ძველ ფოტოებსა და თანამედროვე, ჩვენ გვერდით მცხოვრებ ადამიანებს აერთიანებს. 

ბელინსკის მასონთა ლოჟა, ანუ დალი, დათუნა, შერი და კრისწი ასე ცდილობენ,  სულის გამოძახებით ხათუნა სულიკაშვილის ვინაობის დადგენას. 

ხათუნა სულიკაშვილის გუნდი Xatuna Official-ის გვერდისთვის მასალებს ასე მოიძიებს. 

2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია კი ასე წარმოუდგენია. 

View this post on Instagram

Coming soon… 🖤

A post shared by XATUNA SULIKASHVILI (@xatuna.official) on

ხათუნას ხუმრობებზე ყველაზე ნაკლებად თურმე ლადო ბოკუჩავას ეცინება. 

ხათუნა ამბობს, რომ  ლადო ბოკუჩავა ბოლოს მაინც გააცინეს, თუმცა მის  გარდა არსებობენ სხვა ადამიანებიც, რომლებსაც  არ ან ვერ ეცინებათ მის ხუმრობებზე. “მაგალითად, არსებობენ ადამიანები, რომლებზეც მიძღვნილ პოსტებს ხშირ შემთხვევაში ცოტა მოწონება აქვთ (ალბათ ვხვდებით, რა არის ამის მიზეზი), მაგრამ ამ პოსტებს ყველაზე მეტი შიდა გაზიარება აქვთ როგორც წესი“, – გვითხრა ხათუნამ. 

ხათუნას აკვიატებული იდეა Gaz volga fashion week-ია, რომლის დეტალებიც ივნისის ბოლოს უნდა დაანონსებულიყო. 

ჩვენ შევთავაზეთ, ჩვენთვის გაეცნო Gaz volga fashion week-ის ოფიციალური ვენიუ და სხვა დეტალები, თუმცა სულ ტყუილად. 

“Gaz volga fashion week ყოველთვის არსებობდა კონკრეტული ადამიანების ცნობიერებაში. და ვფიქრობთ, ეს უფრო მენტალური მოვლენაა. რომელიც ჩვენი პოსტების საშუალებით აუცილებლად პოვებს განვითარებას 🖤 “, – მოგვიგო ხათუნამ. 

სამაგიეროდ, ვიცით როგორები იქნებოდნენ  Levau და God era სპეციალურად Gaz Volga Fashion Week-ისთვის შერჩეული ლუქებით.

ვიცით ისიც, რომ Gaz Volga Fashion Week-ის დასკვნით ეტაპზე ნანა და ელენე პატაკს ასე ჩააბარებენ სოფო ჭყონიას. 

ეს კი ანუკი არეშიძეა Gaz Volga Fashion Week-ზე, 1957 წელს, სპეციალურად ბაიერებისთვის მოწყობილ ვახშამზე. 

ხათუნას, რა თქმა უნდა, ვკითხეთ, რატომ და საიდან იცის ქართული მოდის ინდუსტრიის შიდა ამბები ასე კარგად და გვითხრა, რომ გასართობად შექმნილი პროექტი სრულიად შემთხვევით გამოუვიდა ორ მეგობარს – Diet Prada, “ხათუნას ინტერესის სფერო და შიდა ამბების ბაზა კი საკმაოდ დიდია და თავისუფლად სწვდება საერთაშორისო მასშტაბებსაც. ასე რომ, არ გამოვრიცხავთ მალე სხვა სექტორსაც ვეწვიოთ დაკაკუნების გარეშეო”. 

 

აი 6 ეპოქალური ამბავი ქართული მოდის ინდუსტრიაში ხათუნაზე დაყრდნობით. 

 

H&M-ის პირველი მაღაზიის გახსნა თბილისში. 2017 წელი 

 

ლადო ბოკუჩავას პირველი შეხება ატლასის ქსოვილთან. სვერდლოვსკი, 1971 წელი 

 

ბესალინა, ზალიკო, რამაზო და უტა ბექაია, რამაზოს უკვდავი ჰიტის – большая пизда-ს პრემიერაზე. კლუბი “აურა”, 1998 წელი 

 

მამა საბამ  ნინა ზარქუას მადონას კონცერტზე გასამგზავრებელი ლოცვა-კურთხევა მისცა 

 

ქართველი დიზაინერების რიგი “აწარმოე საქართველოსთან”, 1967 წლის 31 დეკემბერი 

 

ბიჭოლას დაბადების დღე. კისლავოდსკი, 1952 წელი 

ჩეხერია ბერულავას ტანგო. Stamba Hotel-ის გახსნა 1972 წელი.

თაკო ჩხეიძე და მაკა ყუბუსიძე თბილისის მოდის კვირეულზე, ჰაზიფა მამედოვას ჩვენების დაწყებამდე

 

კრისწი და დალი, ხათუნა სულიკაშვილის ექსკლუზიური პირბადეებით

პატარა გოლა 🖤 ტაგანროგის ბომჟატნიკი, 1937 წელი.

ლენკა ციციშვილი და ნუცა კუხიანიძე, იუმორინა 1971-ის დასრულების შემდეგ. თბილისი, ფილარმონიის მიმდებარედ

მაკა ასათიანი და თეონა თავართქილაძე, დარიალის გახსნა, 1911 წელი

კადრი შავი მაგიის ეროვნულ ცენტრში გამართული აკა ფროდიაშვილის პერფორმანსიდან

ნინი ნებიერიძე, მეუღლის ახალი ბიზნესის პრომოში 🖤 ოდესა, 1916 წელი

პატარა ლიკა ევგენიძე უტა ბექაიას შექმნილი კოსტიუმით 😀
ტამბოვის ავანგარდული მოდის კვირეული, 1974 წელი

 

და-ძმა ქებურიები გიორგის შექმნილი პირველი სათვალის პრეზენტაციაზე 👓 1994 წელი

ნიკაკოი და ტუსя, ჩუბიკას ქემფეინიდან. ტოკიო, 1975 წელი 🖤

 ხათუნას ვკითხეთ, რა არის მისი პოსტები – დაცინვა, ხუმრობა, დროში მოგზაურობა, რაც არ მოსწონს იმაზე მითითება თუ უბრალოდ გართობა? 

“რა არის ჩვენი პოსტები, ადრესატებმა და საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ არავის მიმართ არ გვაქვს კონკრეტული მიზანი ან ინტერესი. ვწერთ ყველაზე და ყველაფერზე, რაც აქტუალურია და რაზეც შეიძლება გავერთოთ ან სხვები გავართოთ. ან მივანიშნოთ, რომ უკეთესები გახდნენ. 

მგონი, ჩვენი პოსტებიდან კარგად ჩანს, რა მოსწონს ან რა არ მოსწონს ხათუნას. ვთვლით, რომ ამ გვერდის საშუალებით ბევრი ადამიანი გაიყიდა. უმეტესობა გაერთო, უამრავი ადამიანი მხარს გვიჭერს, გვამხნევებენ, მაგრამ არსებობენ ის ადამიანებიც, რომლებმაც, სამწუხაროდ, ვერ მიიღეს კრიტიკა და გაგვიბრაზდნენ. იყო შეურაცხმყოფელი კომენტარებიც, მაგრამ ხათუნა კრიტიკისთვისაც მზად არის, თუ რა თქმა უნდა, ეს კრიტიკა ჯანსაღი და კორექტული იქნება. 

დროში მოგზაურობა კი სტილია, რომელიც ხათუნას პიროვნებას კიდევ უფრო წარმოაჩენს. ხათუნას, რომელიც Gaz Volga Fashion Week-დან პირდაპირ Mercedes-ზე აღმოჩნდა.. და ცოტა მენტალურ გაურკვევლობაში”, – მოგვიგო მან. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.