fbpx

ქართველი რეჟისორების ფილმმა “გვირაბი” UnderhillFest-ის “საუკეთესო საერთაშორისო ფილმის” ნომინაციაში გაიმარჯვა


გააზიარე სტატია

ნინო ორჯონიკიძისა და ვანო არსენიშვილის დოკუმენტურმა ფილმმა “გვირაბი” UnderhillFest-ის კონკურსში “საუკეთესო საერთაშორისო ფილმის” ნომინაციაში გაიმარჯვა და “ბაბუაწვერას ჯილდოც” (Dandelion) მიიღო. UnderhillFest-ის ფესტივალი სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმებს ეძღვნება, რომლებიც იდეებით, ინოვაციურობითა და ამბების მნიშვნელობით გამოირჩევიან.

 

 

“გვირაბი”, რომლის რეჟისორები  ნინო ორჯონიკიძე და ვანო არსენიშვილი არიან, Artefact Production-ს ეკუთვნის, ხოლო ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი ჰანს რობერტ ეიზენჰაუერია.

ფილმის გადაღება 2014 წელს დაიწყო და ის ხარაგაულის რაიონში, „მოლითის“ სარკინიგზო სადგურში მიმდინარე მოვლენებზე მოგვითხრობს  – რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში ჩქაროსნულმა მატარებელმა  ჩინეთი საქართველოს გავლით ევროპასთან უნდა დააკავშიროს, მაგრამ როგორ აისახება დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები ჩვეულებრივ ადამიანებზე? “გვირაბი” სწორედ ამ კითხვაზე ცდილობს პასუხის გაცემას. 

“ფილმი აკვირდება საზოგადოების ჯგუფურ პორტრეტს ექსტრემალურ პირობებში. ჟანრის მსგავსი თხრობის მანერით სურათი  უამრავ კითხვას გვიჩენს არეულობის სოციალურ-პოლიტიკური კონტექსტის შესახებ ჰუმანიზმსა და კაპიტალიზმს შორის. დარწმუნებულები ვართ, რომ “გვირაბი” მომავალი თაობებისთვის ღირებული ისტორიული მასალა იქნება, რომელიც ერთი შეხედვით მარტივი თხრობის სტილით 21-ე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტს ხსნის”.  – ნათქვამია ჟიურის განცხადებაში.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.