#7 მელოდრამატული ინტერვიუ თემო რეხვიაშვილთან – გურამ მაცხონაშვილი
ავტორი: გურამ მაცხონაშვილი
პროლოგი
“მსახიობი? 20 ლარი” – მახსოვს, როცა თბილისის ქუჩებში ეს წარწერა გაჩნდა, ბევრმა იეჭვა, რომ ის მსახიობ თემო რეხვიაშვილის გაკეთებული იყო. ვიცი, რომ მას არ დაუწერია, მაგრამ იმასაც ვხვდები, რატომ ეგონათ ის. ფასადების საღებავით დასვრა ალბათ ის მინიმუმია, რაც მსახიობს საქართველოში მოუნდება. ქართველებს რომ სოციალურ ნიადაგზე გაბრაზება გამოგვდიოდეს, ადგილობრივი მსახიობები თეატრების უმეტესობას ცეცხლის ალში გაახვევდნენ.
თემო დღის საათებში კურიერად მუშაობს, რომ საღამოს თავს მსახიობად მუშაობის უფლება მისცეს.
მაქს ვებერის თანახმად, პროფესია არის ცხოვრების ხანგრძლივად უზრუნველყოფის, ნივთებისა და საარსებო საშუალებების შეძენის შანსების საფუძველი.
თემო: დარწმუნებით ვერ ვიტყვი რა არის კულტურა, მაგრამ უკულტურო ადამიანების გარემოცვაში ყოფნა არ მსიამოვნებს. 😀 “კულტურა” – ბევრ რამეს ნიშნავს, არა? ადრე მოხუცი მეზობელი მყავდა, მძიმე პარკებით ამოდიოდა ხოლმე კიბეებზე, თითქმის ყოველდღე ვხვდებოდი და პარკების ატანაში ვეხმარებოდი. რომ დავინახავდი, ვფიქრობდი, რას გადამეყარა ახლა, ან ამ პარკებს რას დაათრევს-მეთქი, მაგრამ დახმარებას მაინც ვთავაზობდი. ეს ის შემთხვევაა, როცა კულტურა ინსტინქტს აკავებს.
მაგრამ კულტურას ხომ ხშირად ხელოვნების დარგებს ვუწოდებთ? ნეტავ რატომ? თუ კულტურა ისაა, რაც სხვა ცხოველებისგან გამოგვარჩევს, მაშინ მეცნიერებაც კულტურა გამოდის, ალბათ… მგონი, კითხვას რო მისვამენ, მერე უფრო ბევრ კითხვას ვსვამ. ამიტომ ისევ იმ აზრზე ვრჩები, რომ არ ვიცი რა არის კულტურა, მაგრამ უკულტურო ადამიანების გარემოცვაში ყოფნა არ მიყვარს (იცინის) 😀
გურამი: უკულტურო ადამიანების მახასიათებელი ნიშნები რა არის შენთვის?
თემო: ბევრნაირი მახასიათებელი აქვს, მაგრამ მე ყველაზე ხშირად იმ ტიპის უკულტურობას ვაწყდები, კურიერებს, ოფიციანტებს, ტაქსის მძღოლებს, მომსახურე პერსონალს ზემოდან რომ ელაპარაკებიან. და კიდევ, ისიც უკულტურობად მიმაჩნია, რომელიმე მსახიობი თავის კოლეგას დაუკითხავად, თვითნებურად, პროფესიულ რჩევებს რომ აძლევს ხოლმე, ვერ ვიტან, როცა ასე იქცევიან. როგორც წესი, ასეთი რჩევები კულტურული იშვიათად არის და კარგი იქნება კულტურას ჰქონდეს ასეთი სურვილების შეკავების უფრო მეტი ძალა. 😀
გურამი: ქართული კულტურული ელიტა როგორია? როგორია ის ხალხი, ვისაც ძალაუფლების პოზიციები უკავია?
თემო:
გურამი: და მათი გავლენა სოციალურ ცხოვრებაზე რეალურია თუ ფორმალური?
აი, ეკრანზე რომ იტყვი: “ორმოზდარვა!” – ეს ვინმეს ქცევას, ვინმეს გადაწყვეტილებას ცვლის?
თემო: სოციალური ცხოვრების გავლენა უფრო რეალურია, ყოველ შემთხვევაში, თუ კულტურულ ელიტად მსახიობებიც ვითვლებით 😀 ცოტა მიჭირს ამაზე მსჯელობა, რადგან “კულტურულ ელიტას” აბსტრაქტულ ადამიანებს ვუწოდებ ამწუთას. მჯერა, რომ დიდი ძალა აქვს ეკრანზე ნათქვამ სიტყვას, მათთვის, ვისთვისაც ავტორიტეტი ხარ, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენთან ავტორიტეტებიც სიღარიბის მსხვერპლნი არიან. ძალიან როცა ვუღრმავდები ამ საკითხს, იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ ხელოვანებაზეც, მედიაზეც, პოლიტიკოსებზეც, მეცნიერებზეც, მოკლედ, თითქმის ყველაზე, ვისაც “რამე ეთქმის” ან “არ ეთქმის”, გავლენა აქვს რამდენიმე “ფულის ტომარა” ბიზნესმენს.
გურამი: იყავი მსახიობი და შეთავსებით გახდი კურიერი (ან პირიქით – კურიერობას უთავსებ მსახიობობას). მგონი, რაღაცებით ჰგავს შენი ორი საქმიანობა ერთმანეთს, არა? სულ ცოტა იმით, რომ ორივე არის “ხელიდან ხელში”.
თემო: კიდევ უფრო მეტად ვცდილობ, რომ დავამსგავსო, ვიდრე ჰგავს. პირველ რიგში, ორივე საქმიანობა ძალიან რთულია. ორივეს შეგიძლია “მშრალად” მიუდგე ან ცოტა “მეცნიერულად”. მაგალითად, შეგიძლია უბრალოდ “მეპში” ჩაწერო A და B პუნქტი და შემოთავაზებული გზით მიიტანო შეკვეთა, ან იფიქრო და მოძებნო უფრო საინტერესო, მოკლე ან ლამაზი გზა, რომელზეც აქამდე არ გაგივლია და უფრო სწრაფად ან უფრო გვიან, მაგრამ საინტერესოდ მიიტანო შეკვეთა. თეატრშიც შეიძლება ბრმად შეასრულო შენი მოვალეობა და რასაც რეჟისორი გეტყვის, მხოლოდ ის გააკეთო ან დაფიქრდე, ამოცანა განავითარო, საინტერესო სვლები მოიფიქრო და ისე შეასრულო შენი როლი.
განსხვავება იმაშია, რომ კლიენტისთვის მთავარია შეკვეთა სწრაფად მიუტანო, ფეხზე ჰკიდია რა გზით მიუტან, თეატრის მაყურებელს “საინტერესო გზები” უფრო მოეწონება. ამიტომ მაინც უფრო განსხვავებული საქმიანობებია, ვიდრე მსგავსი.
ეს დასაწყისის:
ეს – ბოლო:
გურამი: თემო, მსახიობობა მუდმივი იდენტობაა? ამას იმიტომ გეკითხები, რომ ვიცი, ისე ანებებ ხოლმე პერიოდულად თავს, სიგარეტს რომ ანებებენ ხოლმე.
და მერე მაინც უბრუნდები…
თემო:
გურამი:
გურამი:
თემო: იცი რა, ბევრი ვიფიქრე და ამ კითხვას რომ ამომწურავი პასუხი გავცე, საკუთარ თავს კიდევ “სამიოდე ნაბიჯით” უნდა დავშორდე და ექვსი ნაბიჯით დაშორება ნამდვილად არ შემიძლია. 😀 მაგრამ ალბათ პასუხი ისევ მსახიობის პროფესიასთან ტრიალებს, რადგან ჩემს მეგობარ მსახიობებზეც შემინიშნავს, რომ საკუთარი თავისგან ხშირად დისტანცირდებიან, ზოგი ჭარბად, ზოგი – ნაკლებად. მე არ ვიცი ასე ხშირად რატომ ვდისტანცირდები ხოლმე, ალბათ იმიტომ, რომ ასე უფრო ადვილად ასატანი და საინტერესო გასაანალიზებელია ცხოვრება.
გურამი: თემო, წარმოვიდგინოთ, რომ გაჯეტები (აქ ლექსიკონს ჩავხედე, სანამ უსირცხვილოდ გამოვიყენებდი სიტყვა “გაჯეტს” და დამხვდა სრულიად საყვარელი ქართული შესატყვისი “სამარჯვი”) არ არსებობს, შენი, როგორც კურიერის ბედი ძალიან დამძიმდებოდა?
თემო: ტელეფონის გარეშე დამძიმდებოდა, კლიენტები არ დამხვდებოდნენ ადგილზე 😀 მაგრამ რუკას თითქმის საერთოდ აღარ ვიყენებ 😀 ზოგადად, მალე სამარჯვები შეგვცვლიან და სამსახურს დაგვაკარგვინებენ.
გურამი:
თემო:
გურამი: შენი ყველაზე ცუდი გამოცდილება გაიხსენე თეატრში: მსახიობი თემო სცენაზე დგას და…
თემო: სცენაზე დგას და მაყურებლები აგინებენ, “კურიერის ამბებში” რაც მიწერია.
გურამი: ფურცელი და კალამი მოიმარჯვე
თემო:
გურამი:
თემო:
გურამი: ახალმა საქმიანობამ თბილისის აღქმა შეგიცვალა? გეოგრაფიულის გარდა რამე ნიშნით გააფართოვა ქალაქის ხედვა?
თემო:
[საუბრის დასასრული]