fbpx

უნიკალური დიზაინის ახალი „კარაპს მედლაინი“ განახლებული კონცეფციის ესთეტიკურ და სამედიცინო მომსახურებას გთავაზობთ


გააზიარე სტატია

„კარაპს მედლაინი“ უკვე 20 წელზე მეტია ადამიანების ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნავს. ესთეტიკური კლინიკა ჰარმონიას სწორედ ესთეტიკასა და ურთიერთობებში ნახულობს და მომხმარებლების შინაგან თუ გარეგნულ სიჯანსაღეს პერსონალური მიდგომით უზრუნველყოფს.

განახლებული ვაკის ფილიალის კონცეფცია, რომელიც ქართველი დიზაინერებისა და კლინიკის კოლაბორაციის შედეგად შეიქმნა, არტის და ესთეტიკის სინთეზია და გამოხატავს „კარაპს მედლაინის“ კონცეფციას –  ჰარმონია მიიღწევა ფიზიკური და სულიერი ბალანსით.

ზ. ფალიაშვილის N 41-ში მდებარე ესთეტიკურ კლინიკაში ყველაფერია, რაც
საკუთარ თავზე ზრუნვასა და საუკეთესო შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ. სხეულის გაჯანსაღებაზე ორიენტირებული თერაპია, პლასტიკური ქირურგია, კოსმეტოლოგია, ესთეტიკური გინეკოლოგია და ფსიქოლოგია – ეს ის სერვისებია, რომლებსაც „კარაპს მედლაინის“ ვაკის ფილიალი მომხმარებლებს სთავაზობს.

სხეულის გაჯანსაღებაზე ორიენტირებული თერაპია ინოვაციური სერვისია, რომელიც სპა პროცედურებს, მასაჟსა და ინდივიდუალურ რეკომენდაციებს აერთიანებს და ჯანსაღი ცხოვრების წესის მოდელირებას გულისხმობს.

ესთეტიკურ კლინიკაში განსაკუთრებული ადგილი უკავია პლასტიკურ ქირურგიასაც, რომელსაც მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ალექსანდრე კალანტაროვი ხელმძღვანელობს და ულტრათანამედროვე  სამგანზომილებიანი აპარატის საშუალებით პლასტიკური ქირურგიის შედეგებს 3D ფორმატში წინასწარ გაჩვენებთ.

ასეთივე საინტერესო და გამორჩეულია კოსმეტოლოგიის განყოფილება, სადაც სახის კანის დიაგნოსტიკა და მისი ყველაზე ღრმა შრეების გამოკვლევა ულტრათანამედროვე სამგანზომილებიანი ანალიზატორით ხდება. აქვე შეგიძლიათ მიმართოთ ბიორევიტალიზაციას, ფილერს, მეზოთერაპიას, ბიორეპარაციასა და ბოტულინოთერაპიას.

ესთეტიკური გინეკოლოგიის მიმართულება კი მშობიარობის ან ტრავმის შემდგომი თუ  თანდაყოლილი პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ და სექსუალური ცხოვრების ხარისხს გაგიუმჯობესებთ. უახლესი თაობის რევოლუციური და უკონკურენტო აპარატი MonaLisa Touch უზრუნველყოფს პოსტმენოპაუზური სიმპტომების გაქრობას ლაზერის გამოყენებით.

„კარაპს მედლაინის“ ვაკის ფილიალის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სერვისია ფსიქოლოგია. აღნიშნული მიმართულებით საუკეთესო სპეციალისტები თითოეული პაციენტის ფსიქიკურ მდგომარეობას შეისწავლიან, ადგენენ სტრესის გამომწვევ ფაქტორებს და ზრუნავენ მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე.

დამატებითი კომფორტია კონსიერჟის სერვისი, რაც სამედიცინო პერსონალის მიერ თქვენთვის საჭირო მომსახურების დაგეგმვასა და შესაბამისი მომსახურების მიღებაში დახმარებას  გულისხმობს. გარდა ამისა, „კარაპს მედლაინის“ ვაკის ფილიალში განთავსებულია ლაბ-ფოინთი, სადაც ყველა  საჭირო ლაბორატორიული კვლევა ტარდება, ანალიზები კი რეგიონის უმსხვილეს ლაბორატორიაში, „მეგალაბში“ იგზავნება, რაც დიაგნოზის სიზუსტეს განაპირობებს. 

„კარაპს მედლაინის“ ვაკის ფილიალში თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნავენ  პროფესიონალები:  პლასტიკური ქირურგი ალექსანდრე კალანტაროვი, გინეკოლოგი მადონა ჯუღელი, კოსმეტოლოგი მარინა ოჟოგინა და სხვები.  ესთეტიკურ მომსახურებას კი, უნდა აღინიშნოს, რომ ესთეტიკურად მიმზიდველ გარემოში მიიღებთ. „კარაპს მედლაინის“ ახალი ფილიალის ინტერიერზე დიზაინერმა ნინო არზიანმა იმუშავა და მთავარი აქცენტი დიდ ფერად პრინტებზე გააკეთა: „ფერები ისე გავანაწილე, რომ სივრცე დამღლელი არ ყოფილიყო და კლინიკისთვის საჭირო ყველა სტანდარტი გამეთვალისწინებინა. ეს საკმაოდ რთული გამოწვევა აღმოჩნდა, თუმცა ფერები, რომელიც ინტერიერში შევიტანე, გარემოს ძალიან მოუხდა. მთლიანობაში, მივიღეთ ზუსტად ის, რაც ჩაფიქრებული გვქონდა და იმედია ამ დიზაინით ესთეტიკურ ცენტრში მისული მომხმარებელიც ისიამოვნებს.“

ფერად პრინტებსა და განსხვავებულ დიზაინს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის ცოცხალი მცენარეები. ინტერიერში დიდი ადგილი დაეთმო გამწვანებას, რაზეც „ლალაჟმა“, კერძოდ კი, ტატუკა ჯაფარიძემ იზრუნა. ასეთივე გამორჩეულია ვიტრინის დიზაინიც, რომელზეც Dodo Designs-მა იმუშავა. გეგმის მიხედვით, დიზაინის ეს ნაწილი სეზონურად შეიცვლება.

„კარაპს მედლაინის“ ვაკის ფილიალში განსაკუთრებულია პერსონალის ჩაცმულობაც. ახალ და დახვეწილ სამოსზე ანა ნინუამ იზრუნა. მისი თქმით, პროცესი რთული, მაგრამ საინტერესო იყო: „იმის გამო, რომ  თეატრის მხატვარი ვარ და ხშირად ვმუშაობ სხვადასხვა ტიპის კოსტიუმზე, ყოველთვის ვცდილობ, არც ერთი მათგანი სტანდარტული არ იყოს და რამე დეტალი მაინც ჰქონდეს გამორჩეული. შესაბამისად, ყოველი ახალი შემოთავაზება ახალი გამოწვევაა და, როგორი რთულიც უნდა იყოს, უფრო მეტად ვინტერესდები. ამ შემთხვევაში ბევრი იდეა და ფუნქცია უნდა გაგვეერთიანებინა და სამედიცინო ფორმის სტანდარტიც გამეთვალისწინებინა. ეს იოლი ნამდვილად არ იყო, მაგრამ შედეგი ამად ღირდა.“



განსაკუთრებული საჩუქარი ერგოთ „ბიუთი ბოქსის“ გამომწერებს, რომლებიც ნებისმიერ პროცედურაზე 200-ლარიანი ვაუჩერით დასაჩუქრდნენ და პლასტიკური ქირურგიისათვის განკუთვნილი 1000-ლარიანი ვაუჩერიც მიიღეს. ეს სიურპრიზი თეონა თავართქილაძემ ჯერ კიდევ მარტში დაგეგმა, როცა „ბიუთი ბოქსი“ მომხმარებლების საჩუქარზე ფიქრობდა, „კარაპს მედლაინი“ კი ახალი ესთეტიკური ცენტრის გასახსნელად ემზადებოდა. როგორც თეონასგან გავიგეთ, ერთობლივი გეგმები კორონავირუსმა ჩაშალა, თუმცა კოლაბორაცია მაინც შედგა და 11 ივნისს გახსნის ოფიციალური ცერემონია ონლაინსივრცეში გაიმართა.  

„გადავწყვიტეთ, არსებულ სიტუაციას ჩვენც მოვრგებოდით, ამიტომ მომხმარებლებს ახალი ესთეტიკური ცენტრი სატელევიზიო სივრცის დახმარებითა და სოციალური ქსელების საშუალებით დავათვალიერებინეთ. გარდა ამისა, იმ სტუმრებს, რომლებიც გახსნას უნდა დასწრებოდნენ, შინ გავუგზავნეთ ყველა ის საჩუქარი, რომელიც მათთვის გვქონდა მომზადებული,“ – გაგვიმხილა თეონა თავართქილაძემ და სახის კანის დიაგნოსტიკური აპარატის უნიკალურობაზეც გვესაუბრა: „თუ სახის კანზე რაიმე პროცედურის ჩატარებას აპირებთ, ყველას გირჩევთ, „კარაპსის“ სასწაულმოქმედი აპარატით ჯერ ზუსტი და სრულყოფილი დიაგნოზი დაადგინოთ, სხვა პროცედურებს კი მხოლოდ ამის შემდეგ მიმართოთ.“

ჩვენც გირჩევთ სახის კანი ზაფხულის ცხელი ამინდებისთვის მოამზადოთ და ახალი ესთეტიკური ცენტრის ვიზუალური და პროცედურული უპირატესობები თავად შეაფასოთ. „კარაპს მედლაინის“ ვაკის ფილიალი უკვე ღიაა და პირველ სტუმრებს მოუთმენლად ელის. რასაკვირველია, ფალიაშვილის N 41-ში ყოველგვარი  ჰიგიენური და სანიტარული ნორმა დაცული და გათვალისწინებულია.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.