fbpx

მოტივტივე ყვავილები, რომლებიც მზის ენერგიით თქვენს აუზს გაათბობენ


გააზიარე სტატია


ავტორი: Emma Taggart

ზაფხული, ფაქტობრივად, უკვე აქ არის და იმ ადამიანებს, რომელთაც საკუთარი აუზები აქვთ, ძალიან გაუმართლათ, რამდენადაც გაგრილება საკუთარ ეზოშივე შეუძლიათ. მაგრამ თუ წყლის სიცივის გამო აუზში ჩასვლა გიჭირთ, მზის ენერგიაზე მომუშავე მოტივტივე ყვავილები სწორედ ისაა, რაც გჭირდებათ. ისინი არა მხოლოდ შთამბეჭდავად გამოიყურებიან – ჰგვანან მშვენიერ მოტივტივე ლილიებს – მზის ბუნებრივ სითბოსაც იყენებენ და აუზს ათბობენ. 

აუზის გამათბობელი ყვავილები სამ: შავ, ცისფერ ან ცისარტყელას ფერშია. 22-სანტიმეტრიანი დიამეტრის მქონე ყვავილები გადამუშავებული პლასტსმასისგანაა დამზადებული და ისინი სხვადასხვა ზემოქმედების მიმართ რეზისტენტული არიან. უბრალოდ ჩაალაგეთ ისინი თქვენს აუზში და შეიგრძენით ტემპერატურის სხვაობა. მზის გულზე ისინი მაშინვე სითბოს წარმოქმნას იწყებენ.

”ეს ყვავილები ჩემს აუზს ათბობენ და ალამაზებენ, – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი. – ძალიან ადვილია მათი გადატანა მზეზე. თანაც აღარ ვდარდობ, თუ საცურაო ლეიბიდან ბავშვი ან ძაღლი აუზში აღმოჩნდება, რადგან იქ წყალი უკვე თბილია. ყვავილების წყალობით წყლის ტემპერატურა საგრძნობლად გაიზარდა. ამაში თქვენც დარწმუნდებით!”

აუზის გამათბობელი მოტივტივე ყვავილების გამოწერა ამაზონიდან შეგიძლიათ.

ორიგინალი:https://mymodernmet.com/solar-panel-pool-flowers/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.