fbpx

მარაქეშის დაუვიწყარი მაგია ფრანგი ფოტოგრაფის ობიექტივში


გააზიარე სტატია


ავტორი: ემა ტაგარტი

ფრანგი სამოგზაურო ფოტოგრაფი ჰელენ ჰავარდი ცნობილია თავისი მეოცნებე, პასტელური ტონების გამოსახულებებით, რომლებიც  გვაგონებენ კადრებს ვეს ანდერსონის ფილმებიდან.  ჰავანას ქუჩებიდან დაწყებული, სან-ფრანცისკოთი დამთავრებული, იგი ყველა იმ ადგილის ატმოსფეროს აღბეჭდავს, რომელსაც სტუმრობს. გამონაკლისი  არც მისი უახლესი მოგზაურობა აღმოჩნდა. ცოტა ხნის წინ ჰელენი მარაქეშში გაემგზავრა, სადაც ეგზოტიკური ქალაქის იდუმალი ჯადოქრობა გადაიღო.



”მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წლის განმავლობაში საფრანგეთში ვცხოვრობდი, არასდროს მქონია აფრიკაში გამგზავრების შანსი”, – ამბობს ჰავარდი. ”ერთი სული მქონდა როდის შევძლებდი მაროკოს ხილვას.  ქუჩის საოცარი ბაზრები, პალმის ხეებით გაფორმებული სასახლეები და ბაღები, მარაქეშის მრავალფეროვანი ქუჩები ჰავარდის ფოტოგრაფიაში აისახა.  ”მაროკო ეგზოტიკური, ჰარმონიული და წარმოუდგენლად ლამაზია, – იხსენებს იგი. – შეიძლება ითქვას, რომ ეს არის დღესასწაული გრძნობებისა და თვალებისთვის. ყოველთვის მიყვარდა ეს ადგილი იმ იდუმალი გრძნობის გამო, რომელიც მნახველს პირველივე შეხედვისთანავე ეუფლება”.

წითელი ქალაქად წოდებული მარაქეში მდიდარი ფერთა პალიტრითაა ცნობილი. ქალაქის ბუნებრივი ფერების პასტელურ ფერებად გარდასახვით ფოტოგრაფმა მარაქეშის კინემატოგრაფიული ატმოსფერო გამოავლინა, სადაც სტუმარს ყველა კუთხეში გამორჩეული თავგადასავალი ელოდება.

ფოტოგრაფის უფრო მეტი ნამუშევრის სანახავად დაათვალიერეთ მისი ვებგვერდი.

ორიგინალი: https://mymodernmet.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.