TikTok-ის ახალ “ჩელენჯში” ადამიანები თავიანთ ორეულებს პოულობენ
გააზიარე სტატია
ავტორი: რობერტას ლიზიკისი
სოციალური მედიის პლატფორმა – TikTok ძალიან ბევრ ადამიანს არ მოსწონს, იქიდან გამომდინარე, რომ კონტენტის უმეტესი ნაწილი უაზროდ და უშინაარსოდაა მიჩნეული. პლატფორმა ე.წ. “ჩელენჯებითაა” დატვირთული, მაგრამ აურაცხელ ვიდეოებს შორის ზოგჯერ ისეთებსაც შევხვდებით, რომელიც საინტერესოა, სახალისოა და სოციალიზაციასაც უწყობს ხელს.
TikTok-ის მომხმარებელმა swole_dds-მა შექმნა “გამოწვევა”, რომლის მიხედვითაც ადამიანებს უნდა გადაეღოთ ვიდეოები, მოეძებნათ თავიანთი ორეულები და შემდეგ ერთ ვიდეოში გაეერთიანებინათ მსგავსების საჩვენებლად.
გამოწვევა ემყარებოდა იმ აზრს, რომ მსოფლიოში სულ მცირე ხუთი ადამიანი მაინცაა, რომლებიც შენნაირად გამოიყურებიან და რადგან TikTok-ზე 500 მილიონი მომხმარებელია დარეგისტრირებული, არსებობს შანსი, რომ ისინი იპოვო.
რეალურად ასეც მოხდა. გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს:
ორიგინალი: https://www.boredpanda.com/