fbpx

პირველად ისტორიაში ფილმში მთავარ როლს რობოტი შეასრულებს


გააზიარე სტატია

მართალია COVID-19-ის გამო ჰოლივუდში გადაღებები ჯერ მხოლოდ რამდენიმე კვირაა, რაც განახლდა, თუმცა ახალ-ახალი იდეები უკვე აქვთ რეჟისორებსა და პროდიუსერებს. მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ Hollywood Reporter-მა მსოფლიოს ამცნო, რომ  პირველად ისტორიაში  მხატვრულ ფილმში მთავარ როლს რობოტი შეასრულებს. 

ფილმის  სახელწოდება “B”, მისი ბიუჯეტი კი $70 მილიონია. რობოტი, რომელიც მალე ჰოლივუდის ახალი ვარსკვლავი გახდება, ერიკაა. 

 

ფილმზე ის საპროდიუსერო კომპანია იმუშავებს, რომელსაც უკვე შექმნილი აქვს ისეთი კინოსურათები, როგორებიცაა Loving Vincent და To the Bone. 

“B”-ს სიუჟეტი მეცნიერზეა, რომელიც ადამიანის დნმ-ის სრულყოფას ცდილობს. პროცესში მეცნიერი იმ პროგრამებთან დაკავშირებულ საფრთხეებს აღმოაჩენს, რომელიც ადამიანის დნმ-ის სრულყოფისას გამოიკვეთა. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.