fbpx

Space x AT.ge – როგორ დაუბრუნდა კაფე ლოლიტა პანდემიის შემდეგ ჩვეულ ცხოვრებას


გააზიარე სტატია

სტატიას წარმოგიდგენთ:

 


 

გადაიხადეთ ნებისმიერი კვების ობიექტში სფეისის ბარათით და დაიბრუნეთ გადახდილი თანხის 5% უკან.

 

სფეისი ქეშბექი

📣 ქეშბექიც გაეშვა! 🎉💸გადაიხადე სფეის ბარათით კვების ნებისმიერ ობიექტში, მსოფლიოში ყველგან და დაიბრუნე თანხის 5% 🥳👩‍🚀 რუსკა მოგიყვება ამ სიახლეზე გაიგე მეტი აქ 👉 https://space-digitalbank.lpages.co/cashback/

Gepostet von Space – სფეისი am Montag, 5. August 2019

 

თბილისი ყველას ქალაქია: საქმიანი ადამიანების და სტუდენტების, ახალგაზრდების და უფროსების, ქართველების და უცხოელების, მეგობრების და შეყვარებულების. ყველასი, ვისაც უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, დროის ტარება, მხიარულება, ფეხით სეირნობა და ლამაზ ადგილებში ცოტა ხნით გაჩერება, ადამიანებზე დაკვირვება, ფიქრი და დასვენება. ეს ქალაქი განსაკუთრებით მიმზიდველი ხდება მაშინ, როცა აქაური მრავალფეროვნება ერთ სივრცეში იყრის თავს და თავისუფლების სასიამოვნო განცდას ქმნის. რაც უფრო ჭრელი, მრავლისმომცველია სივრცე, მით უფრო საინტერესო და სახალისო ხდება ის.

ერთ-ერთი ასეთი ადგილი, სადაც სხვადასხვა ტიპის ადამიანები იკრიბებიან, რომლებსაც მრავალფეროვნების და თავისუფლების სიყვარული აერთიანებთ, კაფე ლოლიტაა. რუსთაველზე ფეხით სეირნობისას თუ კაფეში შესვლას და უგემრიელესი სასმელებისა და კერძების დაგემოვნებას გადაწყვეტთ, ლოლიტა ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი იქნება თქვენთვის. ღია ცის ქვეშ, სადა და მიმზიდველი ინტერიერის ფონზე, მეგობრული გარემო დაგხვდებათ, მაღალი პროფესიული სტანდარტების მქონე სტაფი კი ენერგიულად მოგემსახურებათ, რათა საუკეთესო გამოცდილება მიიღოთ.

ამ სივრცეში ყველაფერი თქვენს თვალწინ ხდება: სამზარეულო და ბარი პირდაპირ ღია სივრცეშია, რომელშიც პროფესიონალი მზარეულები საოცარ კერძებს ქმნიან. მენიუს თუ გადახედავთ, დარწმუნდებით, რომ კერძები ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანზეა მორგებული. თუ გემრიელი სალათები გსურთ, არჩევანი საკმაოდ დიდია, ხოლო თუ ცომეულს ანიჭებთ უპირატესობას, გამორჩეული აჭარული ხაჭაპური, ჰოთ-დოგი ან ბურგერი შეგიძლიათ მიირთვათ.

ლოლიტაში ადამიანები დასასვენებლად, სასაუბროდ, სამუშაოდ და მომავალი დიადი გეგმების ჩამოსაყალიბებლად იკრიბებიან. გემრიელი დესერტებისა და ყავის ფონზე შეგიძლიათ მშვიდად ესაუბროთ დიდი ხნის უნახავ მეგობარს, გამაგრილებელი ლიმონათის თანხლებით კი  დისტანციურად შეასრულოთ ნებისმიერი სამუშაო.

მსოფლიოში COVID-19-ის პანდემიის ფონზე, სამთავრობო რეგულაციების შემდეგ დროებით ლოლიტამაც შეაჩერა მუშაობა. ახლა, როცა უკვე ადამიანებმა დავიბრუნეთ თავისუფლება და ახალ წესრიგში გვიწევს ცხოვრება, კაფე-რესტორნებიც განახლებული წესებით ემსახურებიან მომხმარებლებს. ლოლიტამ არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო იმისთვის, რათა სტუმრებმა მაქსიმალურად დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნონ თავი. ამაზე თითოეული თანამშრომელი განსაკუთრებულად ზრუნავს. საქართველოს სამინისტროს მიერ რეკომენდირებული სადეზინფექციო საშუალებებით რეგულარულად იწმინდება ხშირად შეხებადი ზედაპირები: მაგიდები, სკამები, ბარის დახლი და სხვ. გაძლიერებულ რეჟიმში ირეცხება ჭურჭელიც და სამზარეულოს მოწყობილობები.

როდესაც ლოლიტას ჭიშკართან მიხვალთ, აუცილებლად უნდა გაიაროთ თერმო-სკრინინგი, რათა დაცული იყოს თქვენი და სხვების უსაფრთხოება. კაფეში უზრუნველყოფილია ფიზიკური დისტანცირება, შემცირებულია მაგიდებისა და სკამების რაოდენობა და მათ შორის დაშორება 2-მეტრზე მეტია. იმისთვის, რომ ყველა სტუმარი დაცული იყოს, აჭარაჯგუფმა სამთავრობო სტრუქტურებთან დდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიაციასთან თანამშრომლობით შექმნა უსაფრთხოების განახლებული პროტოკოლი.

პირბადის მოხსნა ლოლიტას სივრცეში გადაადგილებისას აკრძალულია, თუმცა შეგიძლიათ მაგიდასთან დაჯდომის დროს მოიხსნათ. არ უნდა დაგავიწყდეთ ისიც, რომ დისტანციის დაცვაში თქვენც დიდი როლი გაკისრიათ. ასევე, კაფემ უზრუნველყო სადეზინფექციო ხსნარის დისპენსერების დამონტაჟებაც, რომლითაც სასურველია ხშირად ისარგებლოთ, რათა კიდევ უფრო დაცულად იგრძნოთ თავი.

აჭარაჯგუფის თანამშრომლები მუდმივად გადიან ტრენინგებს იმისთვის, რომ სივრცეებში დაცული იყოს ფიზიკური დისტანცირება, მუდმივად ხორციელდებოდეს გამკაცრებული დასუფთავების სამუშაოები, დიდი ყურადღება ექცეოდეს პირად ჰიგიენას და დაუყოვნებლივ ხდებოდეს ყველა პოტენციურ რისკზე რეაგირება.

შეიცვალა მენიუს გამოყენების წესებიც. დღეს ლოლიტაში ყველა მაგიდაზე უზრუნველყოფილია შტრიხკოდის დახმარებით აპლიკაციით შეკვეთის შესაძლებლობა, ხოლო ვისაც ქაღალდიდან კითხვა ურჩევნია, მათთვის ერთჯერადი მენიუა შექმნილი. აჭარაჯგუფს კარგად ესმის, რომ დღეს მომსახურების სფეროს უდიდესი როლი აქვს პანდემიის გავრცელების შეჩერების საქმეში, ამიტომ ისინი მუდმივად აკვირდებიან და აანალიზებენ სიახლეებს.

“მომსახურების სფეროს ახლა განსაკუთრებულად დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრა. რესტორნებში, ბარებში, კაფეებსა თუ სასტუმროებში COVID-19-ის პანდემიამდე ადამიანების შეკრება ნაკლებ რისკებთან იყო დაკავშირებული. ახლა კი გვაქვს ისეთი რეალობა, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს როგორც სერვისის ინდუსტრიის წარმომადგენლებისგან, ისევე სტუმრებისა და მომხმარებლებისგან”, – ამბობს აჭარაჯგუფის წარმომადგენელი.

იმის გამო, რომ აჭარაჯგუფმა უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი დანერგა, დღეს ლოლიტაში ხალხმრავლობა ჩვეულებრივი ამბავია. აქ რომ მოხვდებით, იგრძნობთ, რომ ცხოვრება ჩვეულ რიტმში ბრუნდება, რადგან ადამიანები და დაწესებულებები ერთმანეთს უფრთხილდებიან. ასე რომ, შეგიძლიათ ლოლიტას ნებისმიერ დროს ესტუმროთ და ისიამოვნოთ.

რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ, რომ სფეისის ბარათით გადახდის შემთხვევაში, თანხის 5% ქეშბექის სახით უკან დაგიბრუნდებათ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.