fbpx

პედრო ალმოდოვარმა პენელოპე კრუზის მონაწილეობით ახალი ფილმი დააანონსა


გააზიარე სტატია

 

პედრო ალმოდოვარი თავის ფავორიტ  მსახიობ ქალთან, პენელოპე კრუზთან ერთად ახალ ფილმს – Madres Paralelas-ს აანონსებს. 

როგორც ცნობილია, ფილმის გადასაღებად მზადება ოქტომბერში დაიწყება, გადაღებები კი 2021 წლის თებერვალშია დაგეგმილი. გარდა ამისა, წინასწარი ინფორმაციით, ფილმის პრემიერა მომდევნო წელსვე შედგება, სავარაუდოდ – კანის კინოფესტივალზე. 

როგორც ფილმის პროდიუსერი და პედრო ალმოდოვარის ძმა, აგუსტინ ალმოდოვარი ამბობს, პენელოპეს ჯერ კონტრაქტზე ხელი არ მოუწერია, თუმცა სცენარს გაეცნო, მოეწონა და მზად არის მუშაობის დასაწყებად. 

აგუსტინ ალმოდოვარის ცნობით, პედრო ფილმის სცენარზე წლებია მუშაობს, საბოლოო ცვლილებები კი ახალი კორონავირუსის პანდემიისას შეიტანა, თვითიზოლაციის დროს. 

ალმოდოვარის ახალი კინოსურათის – Madres Paralelas-ის სიუჟეტის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა,  თუმცა, როგორც Variety წერს, ის ორი დედის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ერთსა და იმავე დღეს იმშობიარებენ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.