fbpx

ლევან აკინი ამერიკის კინოაკადემიის წევრად დაასახელეს


გააზიარე სტატია

 

ამერიკის კინოაკადემიამ ის 819 კინოხელოვანი დაასახელა, რომლებიც აკადემიის რიგებს შეუერთდება. მათ შორის არის ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ფილმის And Then We Danced-ის რეჟისორი ლევან აკინი.

აღსანიშნავია, რომ ახალი 819 წევრი მსოფლიოს 68 ქვეყნიდან აირჩა. აკინთან ერთად ამერიკის კინოაკადემიის ახალი წევრები გახდნენ – ბობი კანავალე, სინტია ევირო, ანა დე არმასი, ევა ლონგორია, ნატაშა ლიონე, ოლივია უაილდი, არი ასტერი, მატი დიოპი, ლულუ ვანგი და სხვები.

შეგახსენებთ, რომ გასულ წერლს ამერიკის კინოააკდემიამ საკუთარ წევრად აირჩია ქართველი კინოოპერატორი გიორგი შველიძეც.

წყარო: OSCAR


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.