fbpx

არეტა ფრანკლინზე გადაღებული ფილმით ჯენიფერ ჰადსონი მეორე ოსკარს უმიზნებს


გააზიარე სტატია

მზად ხართ ნამდვილი დღესასწაულისთვის?! მაშინ მოინიშნეთ თარიღი – 2020 წლის 30 დეკემბერს ეკრანებზე სოულის დედოფლის, არეტა ფრანკლინის შესახებ გადაღებული ბიოგრაფიული ფილმი – Respect გამოვა. 

ფილმში ფრანკლინის როლს ოსკარის მფლობელი მსახიობი, ჯენიფერ ჰადსონი ასრულებს და, თუ წინასწარ განწყობებს დავუჯერებთ, ამ როლით ის მეორე ოსკარსაც უმიზნებს.  იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ კინოაკადემიას ბიოპიკები ძალიან უყვარს, ჰადსონის გამარჯვება სულაც არ იქნება უჩვეულო. 

Respect მომღერლის სირთულეებით სავსე ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს, რომელიც არეტამ პატარა ეკლესიაში დაწყებული სიმღერიდან, დიდების პიედესტალზე ასვლამდე გაიარა.

ფილმზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, როცა არეტა ფრანკლინი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და აქტიურად მონაწილეობდა  ბიოპიკის შექმნის ყველა დეტალში. მთავარ როლზე რამდენიმე მსახიობი განიხილებოდა, თუმცა, საბოლოოდ, თავად ფრანკლინის გადაწყვეტილებით, როლი ჰადსონმა მიიღო.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.