fbpx

ფილმი Comfort Zone: როგორ დაეხმარა დრაგ კულტურა ქართველ არტისტს, მეთ შელის საკუთარი თავის მიღებაში


გააზიარე სტატია

ავტორი: ემა ელიზაბეტ დევიდსონი

ამერიკული რეალითი სატელევიზიო შოუ  – Drag Race  დრაგ კულტურის სრულყოფილად შეფუთულ და კომერციალიზებულ ხედვას გვთავაზობს, მაგრამ ის, რაც სამყაროში ხდება, მისგან ძალიან განსხვავდება. ბევრ ქვეყანაში დრაგ-ქვინებსა და ზოგადად, ქვიარ საზოგადოების წევრებს განსჯიან, დევნიან და ზოგჯერ კონსერვატიული ადამიანების მხრიდან ძალადობის მსხვერპლნიც ხდებიან.

ერთ-ერთი ასეთი ადგილი თბილისია, სადაც დრაგ კულტურა მხოლოდ ქალაქის ღამის კლუბებსა და ბარებში ყვავის: “ბასიანი”, კაფე “გალერი”, გეი-ბარი “Success Bar”  – ეს ის ადგილებია, სადაც  LGBTQ+ თემის წარმომადგენლები დრაგ-ქვინების ამპლუაში გვევლინებიან, DIY შოუებს დგამენ, ცეკვავენ და ამ გზით ახალი თაობის ქართველი ქვიარების ნიჭსა და კრეატიულობას უსვამენ ხაზს.

კინორეჟისორმა ჯორდან ბლეიდმა წარმოგვიდგინა მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, სახელწოდებით Comfort Zone, რომელშიც ყურადღება თბილისის დრაგ-სცენაზეა გამახვილებული და, უფრო კონკრეტულად, მეთ შელიზე – მსახიობსა და არტისტზე, რომელიც მისი საზოგადოების განუყოფელი ნაწილია.

ფილმში თავდაპირველად მეთი გვიყვება ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ შექმნა საკუთარი დრაგ ალტერ-ეგო – ვიქტორია სლატინა, რომელსაც შემდეგი სიტყვებით ახასიათებს: “ყურადღების მომთხოვნი, ემოციური და ძალიან აგრესიული”. მისი თქმით, დრაგი მას საკუთარი თავისა და იდენტობის სრულად მიღებაში დაეხმარა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ვიქტორია წარსულში დატოვა და დღეს ის მეთ შელია, რომელსაც ხანდახან კაბა აცვია – ლუქი, რომელიც მას ფილმში მოსავს, დიზაინერ ლევაუ შველიძეს ეკუთვნის.

Comfort Zone-ს ძლიერი მესიჯი აქვს – შელი საკუთარ გამძლეობაზე საუბრობს კონსერვატიული ადამიანების პირისპირ, რომლებიც მის იდენტობას ეხებიან (2018 წელს, “ბასიანის” დარბევის დროს, ის პოლიციელების ბრუტალიზმის მსხვერპლი იყო). ფილმი ხაზს უსვამს ქართველი ქვიარების სიძლიერეს, როგორ უმკლავდებიან პრობლემებს ერთობლივად. 2019 წელს LGBTQ+ პრაიდის მსვლელობა ძალადობრივი დაპირისპირების გამო გაუქმდა, 2020 წელს კი  COVID-19-სგან გამოწვეული შეზღუდვების გამო. ფილმი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ LGBTQ+ საზოგადოება დანებებას არ აპირებს და ისინი განაგრძობენ ბრძოლას მიმღებლობისა და იმ ცვლილებებისთვის, რასაც იმსახურებენ.

Success Bar კორონავირუსისგან გამოწვეული ზარალის გამო შეიძლება დაიხუროს, დახმარება კი  Gofundme-ზე შეგიძლიათ.

 

ორიგინალი: https://www.dazeddigital.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.