fbpx

ტოკიო, როგორც ფერადი სიზმარი – ფრანგი ფოტოგრაფის, ლუდვიგ ფავრეს ობიექტივში


გააზიარე სტატია

ავტორი: ჯესიკა სტიუარტი

ფოტოგრაფი ლუდვიგ ფავრე დღისითა და ღამით ტოკიოს ქუჩებში დახეტიალებს, თავისი უნიკალური სტილით ქალაქის სულს აღბეჭდავს და ისედაც სიცოცხლით სავსე ქალაქს დამატებით ენერგიას სძენს. 

 

ტოკიო მკვეთრი შუქ-ჩრდილების მქონე ქალაქია, მაგრამ ფოტოგრაფმა საკუთარი შემოქმედებითი ხედვის წყალობით ეს ყველაფერი კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გახადა. კაშკაშა თეთრის ნარინჯისფერთან, წითელსა და აკვამარინის ფერებთან კონტრასტი ფავრეს ფოტოებისთვის დამახასიათებელი დეტალია. ზოგიერთი ადგილი, მაგალითად, ტოკიოს ანძა მაშინვე ამოიცნობა,  მაგრამ სხვა ფოტოები ქალაქის მშვიდ, ანონიმურ კუთხეებს ასახავენ.



თითოეულ სურათზე ტოკიოს არქიტექტურა ცენტრალურ ადგილს იკავებს, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ არქიტექტურა ფოტოგრაფისთვის უმთავრესია, ფავრე ცდილობს, მის ნამუშევრებში ადამიანებიც ჩანდნენ. ხალხის გარდა ფოტოგრაფმა წარმატებით ასახა გადატვირთულ ქალაქში ადამიანებისთვის საჭირო მყუდრო სივრცეები.  

საბოლოო ჯამში, ფრანგ ფოტოგრაფს ტოკიოს ტრადიციული და თანამედროვე ელემენტების გაშუქება სურდა, რაც გაჯერებული ფერების გამოყენებით მოახერხა. ფავრეს პრინტების დათვალიერება და შეძენა მის ვებ-მაღაზიაში შეგიძლიათ.

ორიგინალი: https://mymodernmet.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.